Showing posts with label D.I.Y.. Show all posts
Showing posts with label D.I.Y.. Show all posts

18.7.16

ძველი ტუმბოების ახალი ცხოვრება

ცოტა ხნის წინ ნაცნობისგან ძველი ავეჯი ვიყიდე. სულ მინდოდა მსგავსი ავეჯი მქონოდა და მერე გადამეკეთებინა. ეს პირველი ცდაა და კარგი გამოვიდა, მგონი. ბევრმა მკითხა, როგორ გავაკეთე, ამიტომ ჩამოვწერ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ. რეალურად რთული არაა და ხელიდან ლაქის მოშორებამ უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე თვითონ განახლების პროცესმა.

1. ამოვათრიე ტუმბო გარაჟიდან, გავწმინდე, დავდგი მზეზე და შევათვალიერე. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. ამ ძველ ავეჯს ლაქი ისე ადევს, მთლიანად აძრობა მგონი წარმოუდგენელია.
ორიგინალი

2. გავშკურკე ჯერ მსხვილი შემდეგ წვრილი შკურკით და გავწმინდე სველი ტილოთი. რეალურად ზედაპირი გავაუხეშე, რომ საღებავი კარგად დამჯდარიყო. პირდაპირ ლაქიანზე საღებავი იჭრება და კარგ ეფექტს ვერ მივიღებდი.
შესაღებად მზადაა

3. დავგრუნტე მთლიანად. გამოვიყენე dekorator-ის ექსტერიერის თეთრი საღებავის და Alpina-ს ყავისფერი გუაშის ნაზავი. მინდოდა რამე ნეიტრალური ფერი დამესვა. სახელურებზე შემოვაკარი სკოჩი, რომ ყავისფერი დამეტოვებინა. 
დაგრუნტული

4. თავიდან დაძველებას ვაპირებდი, მაგრამ მერე გამახსენდა მილიტარი მწვანე საღებავი მქონდა და მაქსის ოთახს უფრო მოუხდებოდა, იმიტომ რომ ღია ყავისფერი შპალიერია გაკრული. ერთი ფენა გადავუსვი და საკმარისი აღმოჩნდა.
შეფერილი

5. მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ გუაში ისეთია, ადვილად იხაზება. თავიდან ვიფიქრე, მაინც ასე დამეტოვებინა, ბავშვი პატარაა და რას დაკაწრავს-თქო, მაგრამ უჯრების გამოწევისას და გადაადგილებისას 1-2 ზოლი მაინც გაუჩნდა და გადავწყვიტე, ლაქით დამეფარა ზედაპირი. გარაჟში ვიპოვე Corella ხის ზედაპირის დამცავი, სატესტოდ უკანა მხარეს გადავუსვი. რეალურად ლაქის გამოყენება იმიტომ არ მინდოდა, რომ პრიალა ზედაპირი არ მიყვარს. მწვანე შეფერილობის აღმოჩნდა, ძალიან გამიმართლა. არც სიპრიალე მისცა მაინცდამაინც, ამიტომ გადაწყდა - ლაქი გადავუსვი.
თუ გინდათ, რომ ლაქი სწორად განაწილდეს, უმჯობესია მარლა ან რბილი ნაჭერი გამოიყენოთ და ისე გადაუსვათ, მაგრამ მე ჯერ ფუნჯით ვადებდი ლაქს და შემდეგ ბამბის ნაჭრით ვაპრიალებდი. ცოტა არათანაბრად ნაწილდებოდა ფერი და ძალიან მოუხდა.
ვუალა! მზადაა :)

გამოყენებული მასალა: ელექტრო ხის გასაპრიალებელი. საღებავები, რბილი ფუნჯი და ბამბის ნაჭერი. რჩევა: ლაქის წასმისას კარგი იქნება, თუ ხელთათმანს გამოიყენებთ. მე შიშველი ხელებით გავაკეთე და ძლივს მოვიშორე.



28.3.15

WooDoo


წინა პოსტში რომ ვახსენე, ერთი კარგი საქმე წამოვიწყეთ თქო, მინდა ამაზე მოგიყვეთ.
ეს ვუდუა, WooDoo. ხის ხელნაკეთი სათავსოები, თაროები, ჩარჩოები, საკიდები თქვენი სახლისთვის. მთელი გულით, სულით და რუდუნებით დამზადებული :)






29.6.14

DIY ფერადი მაისური

ალბათ ყველას გვაქვს მომენტი, როცა რაღაცა ძალიან გვიყვარს და გაფუჭების შემდეგ მაინც ვინახავთ, იმიტომ, რომ გადაგდება გვენანება. ასე მიყვარდა ერთი მაისური, რომელიც ბიჭების სექციაში ვიყიდე 7 ლარად ფასდაკლებაზე და ძალიან ძალიან კარგად ვიხმარე, სანამ უეცრად არ დალაქავდა From Millan.Net

პრინციპში დიდი ხნით არ მოუწია დასვენება, იდეა გაჩნდა, ავიღე მაისური და მოვხატე აკრილის საღებავებით, რომელიც რეცხვასაც გადასარევად უძლებს და მალეც შრება.


როგორია?

10.11.13

ზეითუნის ზეთში პომიდვრები ბანაობენ

ოდესმე რეცეპტით საჭმელი შეგყვარებიათ? ასე დამემართა პომიდვრის ჩირზე. ისე კარგად გამოიყურებოდა, ისე გემრიელად იკითხებოდა, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ბედზე, დედას ხილ–ბოსტნეულის საშრობი აჩუქეს და ესეც ნიშანი ზემოდან.
კეთდება მარტივად. გამოშრობას დიდი დრო უნდა, მაგრამ რომ დაალაგებ ფირფიტაზე და ჩართავ, მერე არც წყალს გთხოვს, არც პურს, არც ყურადღებას. 2–3 ჯერ შეხედავ 2–3 საათში ერთხელ და ეგ არის.
რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ზემოდან ჩვეულებრივი ქართული იმერული ყველის ნაჭრები მოვალაგე, ზეთით ამოვავსე ქილა და შევდგი მაცივარში გასაჟღინთად.
ახლა გემო. პირველ გასინჯვაზე ვერ გადავირიე, ცოტა გულიც დამწყდა, ამდენ ხანს რომ ველოდებოდი. მეორე გასინჯვაზე მომეწონა. მესამე გასინჯვაზე ომნომნომნომ :)
მეტი აღარ გამისინჯავს, ახლა პიცაზე მინდა მოვსინჯო ყველიც და პომიდორიც.
ხო, რაც არ მომეწონა, თუმცა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. პურის გარეშე არ იჭმევა :D

22.7.13

D.I.Y. ტულის/წულის ქვედაბოლო

ძალიან მარტივი შესაკერია, "სოლნცეს" პრინციპით უნდა დაჭრა, რეზინა გაწელო, მიაბლანდო, მანქანით შემოურბინო და ქვედაბოლოც მზადაა. ბლოგი რომ გამხსენებოდა თავიდანვე, გადავუღებდი დაკეცვისა და დაჭრის პროცესს ფოტოებს, მაგრამ არ გამახსენდა :) სამაგიეროდ შემოკერების და შედეგის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ.




6.7.13

ძვლები

კარადა გამოვაღე, ძველი კეტები შემეფეთა. ხარისხი დიდი ვერაფერი, ფასის შესაბამისი, მაგრამ კომფორტული კი იყო, ვერ დავიწუწუნებ. იმდენჯერ გავრეცხე, ცოტა შედგა, თორემ არც ნაჭერი, არც ძირი არ გაცვეთილა. ერთი ეგაა, ზემოდან დალაქავდა. გადასაგდებად დამენანა. აქვე გაჩნდა იდეა: მოვხატავ!
და მოვხატე.
ძვლებს დიდად არ ჰგავს :))
საჭირო მასალა:
კეტები
აკრილის თეთრი საღებავი
შავი მარკერი
ფუნჯი




10.8.12

სანგრია ჩემებურად

თორნიკეს დაბადების დღეზე რამე უცნაურის დალევა გვინდოდა და ნინო სანგრია რომ მირჩია, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო. მერე დავქექე რეცეპტი ორი ანალოგიური ვერ ვნახე. მერე დავასკვენი, რომ მთავარია პრინციპი გაიგო და ეგაა, დანარჩენი გემოვნების საქმეა.
აქ დავწერ ჩემს რეცეპტს. ძალიან გემრიელი გამოვიდა. წვენი ძალიან მსუბუქი ჰქონდა და არ გათრობდა, თუ ხილსაც არ მიაყოლებდი. აი, ხილი იყო - ბომბა!


მასალა:

4 ცალი მწიფე ატამი
2 ცალი ვაშლი
2 ცალი ლიმონი კანიანად
2 ცალი მწიფე მსხალი
ერთი დიდი ფორთოხალი
1,5 ლიტრი წითელი მშრალი ნახევრად ტკბილი ღვინო
1 ლიტრი ფორთოხლის ნატურალური წვენი
70 მლ ბალზამი
50 მლ კონიანი
სიროფი (6 კოვზი შაქარი + ნახევარი ჭიქა წყალი)
ყინულები


მომზადების წესი:

გავთალოთ და დავჭრათ ხილი პატარა კუბიკებად. ლიმონი დავჭრათ კანიანად თხელ მრგვალ ნაჭრებად. ჩავალაგოთ ფენა-ფენა. დავასხათ სიროფი, ბალზამი, კონიაკი, ღვინო და წვენი. ამოვურიოთ და შევდგათ მაცივარში. როცა დ, ჩაყარეთ ბევრი ყინული.

მოკლედ, თქვენი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვა ხილითაც და არამარტო. მაგალითად, ცისფერ სანგრიას პიტნისა და კიტრისგან ამზადებენ და ცისფერი ფერის ლიქიორი რომ არის, სახელი არ ვიცი, იმას ასხავენ.
თითქმის ყველა რეცეპტში იყო ნახსენები ატამი.
ხო, სიროფში შაქრის ოდენობა დამოკიდებულია ღვინოზე. 

16.7.12

როგორ ავაფხრიწოთ თმა მამაკაცს

1. ჩავრთოთ მუსიკა, სასურველია რამე The black keys მსგავსი;
2. სიგარეტი, ბევრი სიგარეტი;
3. ჩავიცვათ რაც შეიძლება დიდი დეკოლტე ყურადღების გასაფანტად;
4. გავათბოთ ცვილი;
5. გავიხსენოთ ყველა ის წყენა თუ ბრაზი, რაც მოუყენებია და ძალიან სწრაფად და მთელი ძალით ავახიოთ ცვილწასმული ზონა.

რეაქცია ასეთია :D
p.s. სასურველია ცოტა მოშორებით დადგეთ, რომ ხელ-ფეხის ქნევისას არ დაშავდეთ :D 

8.3.12

თამამი ექსპერიმენტები სამზარეულოში

როცა წარმოდგენა არ გაქვს, საჭმელად რა მოამზადო, უბრალოდ მაცივარი უნდა გამოაღო, უჯრებში ჩაიხედო, ფანტაზია მოიმარჯვო და სცადო, დასაკარგი არაფერია, თუ გაფუჭებულ პროდუქტს და მშიერ ოჯახს არ ჩავთვლით (ჰუჰ).
ასე შეიქმნა დღევანდელი ვახშამი: მაკარონი ჩაშუშული ქათმის ღვიძლით და საწებელი.

მაკარონი:
სტანდარტულად მოვამზადე. ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყარე მაკარონი. მოხარშვის შემდეგ გადავწურე, ჩავაბრუნე ქვაბში და მოვასხი ზეითუნის ზეთი.

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი:
გავრეცხე ერთი შეკვრა ქათმის ღვიძლი და დავდგი მოსახართად 10 წუთით. ტაფაზე მოვშუშე ბევრი ხახვი ზეითუნის ზეთში, მოვასხი ცოტა პომიდვრის საწებელი, ერთი კოვზი აჯიკა, დავაყარე ნახევრად მოხარშული ღვიძლი, პილპილი, მარილი, თავზე მოვასხი შავი ღვინო ^^ და 10 წუთით დავტოვე საშუალო ცეცხლზე. ახლა გამახსენდა, რომ მწვანილი დამავიწყდა :D

საწებელი:
ჯამში ერთად ჩავყარე/ჩავასხი კვერცხის  გული, არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, დაფხვნილი ნიორი, ერთი კოვზი საწებელი  და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღე.

შედეგად: ოჯახი კმაყოფილია :D 20 წუთიც გავიდა და თავს კარგად ვგრძნობთ :))

3.2.12

სკრაბი

ადრე ვახსენე, რომ თავის მოვლის საშუალებები შემიყვარდა. ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სახეზე ათას საშუალებას ვიტიტყნი და ველოდები შედეგს, აფთიაქებსა თუ პარფიუმერულ მაღაზიებში კრემებს ვათვალიერებ და ინტერნეტში ვიქექები შესაბამისი რეცეპტების/პროდუქციის მოსაძებნად.
დღეს ფორუმზე ვნახე სკრაბის რეცეპტი, საკმაოდ მარტივი და გამოვცადე კიდეც. შედეგი არაჩვეულებრივია. რაც აბაზანიდან გამოვედი, საკუთარ თავს თვალს ვერ ვწყვეტ.
რეცეპტი: 4 სადილის კოვზი შაქარი + 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

სახესა და კისერზე რბილი ღრუბლით წავისვი და ძალა არ დამიტანებია, ტანზე - პირიქით, უხეში ღრუბლით და ძლიერად. ანტისეპტიკი არ მქონდა, რომ მერე ეს ზეთი მთლიანად ჩამომებანა, მაგრამ ფორუმზე ეწერა, თუ დაიტოვებთ, ცუდი არ არისო და მართლაც, ტანზე ისეთ სირბილეს ტოვებს, ჯერ არცერთი ნაყიდი საშუალებით რომ არ მიმიღია.

ჩემი შეფასება: 10/10
რეკომენდაციას ვუწევ!

4.12.11

სიზმართმჭერი (Dreamcatcher)

ჩემი საკუთარი სიზმართმჭერი მაქვს, შემიძლია მშვიდად ვიძინო.



მასალა:
ქსელის კაბელი;
ლენტი;
თოკი;
გნოლის ბუმბული;
ძაფი;
ხის მძივები.


27.11.11

საყელური

რამდენიმე დღის წინ წაფების პარკი გამოვიღე კარადიდან, საქმე არ მქონდა და სასარგებლო ჰობი გავიხსენე. ძირითადად პატარა ბურთებია დარჩენილი, რაიმე უკვე მზა ნივთიდან მორჩენილი. თაიას ქუდი მოვუქსოვე, ძალიან პატარაა და ასეთივე პატარა პომპონჩიკი მივაბი.
თაია ჩემი მომავალი შვილიშვილია, ჰო, დეიდაშვილის შვილის შვილი :D ყოველდღე ველოდებით, მაგრამ გარეთ გამოსვლას არ ჩქარობს, ეტყობა გამოდარებას უცდის, ჭკვიანი გოგო.
დღეს მორიგი პატარა გორგალი ამოვიღე, მარიამს რომ მოვუქსოვე შარშან ქუდი, იმის ნარჩენი. რაღაც ახალი უზორით დავიწყე ქსოვა, წიგნში როგორც ეწერა, ყველაფერი თითქოს მასე გავაკეთე, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც ფოტოზეა :D 
ჰოდა, დავიწყე სავარაუდოდ კაშნის ქსოვა, იდეაში გრძელი უნდა ყოფილიყო, 2-3-ჯერ რომ შემომეტარებინა, მაგრამ გზაში ერთი ფერი გამითავდა და მეორე ფერი კიდევ უფრო ცოტა მქონდა დარჩენილი და საბოლოოდ აი, ეს გამოვიდა. ძალიან თბილია და კომფორტული.
სახეს არ ვიმჩნევთ :D

26.9.11

ლიმონათი


დავაბლენდეროთ: 

წვნიანი ლიმონი
რეჰანი
შაქარი
წყალი.

გადავწუროთ, ჩავასხათ გამჭვირვალე მაღალ ჭიქაში, ჩავამატოთ ყინულები და მივირთვათ!

დღეს მოამზადა დედამ, უცნაური, პიკანტური გემო დაკრავს, მაგრამ სასიამოვნო სასმელია. ძალიან მომეწონა. იგივეს მომზადება შეიძლება პიტნითაც, მგონია ბევრად უკეთესი გამოვა. ვინმეს თუ ტარხუნის ლიმონათი გიყვართ, ალბათ ეგეც შეიძლება.

28.5.11

ახალი ჰობი

როგორც ვვარაუდობდი, საკანცელარიო ნივთებში ქექვა მომბეზრდა და სხვა გატაცება მაქვს: კერვა. სამწუხაროდ, აქაც არ მიწყობს გარემო ხელს. ჩემი სუპერ-ბუპერ საკერავი მანქანა გარაჟში ავიტანეთ და ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა, დაშალეს და სავარაუდოდ ვეღარც ავაწყობთ. მამიდაჩემს ვთხოვე მანქანა, ძველია და ზოგჯერ ისე შეჯდება ხოლმე ვირზე, კივილს ვიწყებ. სხვა რა გზაა. თან მუზა მაინცდამაინც თვის ბოლოს გამეხსნა, სახლში ქსოვილების არც ისე დიდი არჩევანი მაქვს, რაც დასაჭრელი ვნახე, ყველაფერი დავჭერი. აი, ჩამერიცხოს ხელფასი, მოვიცალო და გავიჭრები ველად ლილო მოლიში და სულ ჭრელ-ჭრელ მასალას მოვზიდავ, თუ მანამდე მუზამ არ გადამიარა.
ესეც ამ ერთ კვირაში შექმნილი "კოლექცია":






და ჩვენი გოგო, რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრეთ. ვარიანტები ასეთია: ჯუნო, მოლი, ტორი, ლეილა. რომელი?

14.5.11

კოსტუმჩიკ მოი

საჭირო მასალა:
-მზა კოსტუმი;
-ღილები;
-ჰალსტუხი.
ყველაფერი ეს გემოვნების მიხედვით.

მომზადება:
1. ვხსნით კოსტუმს ყველა ღილს;
2. ვჭრით ჰალსტუხს საჭირო ზომებად, გადაკეცვის ადგილებს ვაუთოვებთ;
3. დაჭრილ ჰალსტუხს ვაკერებთ კოსტუმს მანჟეტების ადგილას;
4. ვაკერებთ ღილებს მანჟეტებზეც და წინ, შესაკრავად.
ვუალა!


მე, ამ შემთხვევაში ღია კრემისფერი კოსტუმი ვიყიდე. ჰალსტუხი მონაცრისფო-მოკრემისფრო ნაჭრისაა ლურჯი ნაკერებით და წერტილ-ვარსკვლავებით. ღილის ფერის იდეაც აქედან გაჩნდა - ლურჯი! ოთხკუთხედი ფორმისაა. შედეგით კმაყოფილი ვარ.


პ.ს. ზოგიერთი თქვენგანი გულში გაიფიქრებთ, ბარემ მზა გეყიდაო, მაგრამ რაც მინახავს, არ მომწონებია, გამოწერა არ მინდოდა, რომ ვერ მოვიხდინო, გული დამწყდება_თქო. ჰოდა, ეს კოსტუმი ზუსტად ჩემი ზომის იყო, თან იმდენად სადა, რომ პირდაპირ მეუბნებოდა, შენი ხმალი და ჩემი კისერიო. მეც, არც ვაციე, არც ვაცხელე, ვიყიდე, გავკერე, ჩავიცვი, წავედი!



25.4.11

შოკოლადის მილქშეიკი

ინგრედიენტები:
1 ჭიქა ვანილის ან შოკოლადის ნაყინი;
1/4 ჭიქა რძე;
2 სუფრის კოვზი დაფხვნილი შოკოლადი.

მომზადების წესი:
ვაბლენდერებთ ყველა ინგრედიენტებს, მიღებულ მასას ვასხათ მაღალ ჭიქაში და ვტკბებით.


Chocolate milk shake {heart}

16.1.11

მეღიაბარათე

არ ვიცი რა ქვია იმ ადამიანს, ღია ბარათებს რომ აკეთებს. მგონი არც აქვს სახელი. ჰოდა ეს უსახელო პროფესია ძალიან მხიბლავს. მიყვარს არაფრისგან ლამაზი ნივთების შექმნა, არაფრისგან იმიტომ, რომ თბილისში საკანცელარიო მაღაზიებში მხოლოდ ბლოკნოტები და საოფისე ნივთები იყიდება. მახსოვს, პირველად ბარათი რომ გავაკეთე, მერე ინტერნეტში ტუტორიალები დავქექე და გამოვშტერდი. ყველაფერი მზა აქვთ, მხოლოდ მიწებება უნდა და 5 წუთში ბარათი მზადაა.
გუშინ ამანათი მივიღე ჩემი დისგან, ბერლინიდან გამომიგზავნა ფურცლები და სტიკერები. დიდი ხანი ვუყურე, სანამ გავჭრიდი. იცით რა ძვირია ყველაფერი?! გერმანიაშიც კი. რომ გამოვიწერო, ძვირი დამიჯდება. ნეტავ შესაძლებელია სადმე ჩავაბარო გასაყიდად? ისიც ვიფიქრე, ბლოგზე დავდებ, იქნებ მსურველი გამოჩნდეს_თქო, მასალის ფული რომ მოვაგროვო, ბიზნესის წარმოებას არ ვაპირებ. იყიდიდით თქვენ? არ გვაქვს საქართველოში ბარათების კულტურა.


ეს რამდენიმე დღის წინ დავწერე და უგულოდ დავტოვე დრაფტებში. მერე, სამსახურში მისულმა გავიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ ბლოგს, დავდებ ბარათებს, თუ გაიყიდა, გამიხარდება, თუ არ გაიყიდა - გავაჩუქებ_თქო, გავუზიარე თორნიკეს, რამდენიმე მეგობარს, იდეა მოიწონეს და აი, რამდენიმე საათის წინ ყველაფერი სისრულეში მოვიყვანე.
http://presents4u.wordpress.com/

ჯერჯერობით მეილბოქსი ცარიელია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და შესაძენ მასალას ვათვალიერებ ინტერნეტში :))

27.12.10

ქეთოს



წინაზე უკეთესი გამოვიდა და გული აღარ მწყდება :))

19.9.10

ოპერაცია Ы

იყო და არა იყო რა, იყო წყვილი თეთრი კეტი. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ცალ-ცალკე არ დადიოდნენ. არ ეშინოდათ წვიმისა და ქარის, არც ტალახის, არც დასვრის, თქვენ წარმოიდგინეთ და არც სარეცხი მანქანის. ერთხელაც არ დაუწუწუნებიათ ტრიალისგან მიღებულ თავბრუსხვევაზე, მაგრამ დრო თავისას შვებაო და დაბერდნენ, დრო მოჭამეს, შედგნენ, გაიცვითნენ, გათხელდნენ, გაჭუჭყიანდნენ. მე, როგორც ერთგული მფლობელი, ვერ შეველეოდი და სასწრაფოდ შევიძინე აკრილის საღებავები, ფუნჯების ნაკრები და შევუდექი ოპერაციას სახელით 'Ы'.
პირველი ნახატი, ეტყობა ხო?! ჩიტს ვხატავდი და არც წიწილაა, არც მწყერი, რაღაც შუალედურია

ეს ჩემი თევზების ხსოვნის საპატივცემულოდ, აქ უნიტაზში ჩარეცხვა არ ემუქრებათ!

ბუ, რომელიც რუსულ ვინი პუხს ჰგავს

ღამის ეფექტი დავადე :))

თომასი, მემე, ჯიბლა, ჯეკი ჩანი და კნუტა

მსუქანი მსუქანი ჩიტი

ჩემი მსუნაგობა აქაც უნდა ჩანდეს! 

ეს მე ვარ 

მგონი უნდა ამომეტრიალებინა

და ბოლო, ის ჩიტ-მწყერ-წიწილა დაგავაჟირაფე! ვუალა
გამოცდილია წვიმასა და სიცივეში. არ გადაადის!

17.6.10

+1 ჩანთა ჩემს კოლექციას

რამდენიმე დღის წინ ფორუმზე ჩანთის ფოტოს წავაწყდი, თუ სწორედ მახსოვს, პოლსკის დადებული იყო. ძალიან მომეწონა, გულში ჩამრჩა, დავქექე, რომელიღაც ონლაინ მაღაზიის საიტზე წავაწყდი, მაგრამ გაყიდული იყო. ბევრი არც მიფიქრია, გადმოვალაგე ძველი ქამრები (იმედია ოჯახის წევრები არ მოიკითხავენ), ძველი ჩანთა (CD ფლეერის), ნემსები, მახათები, ძაფები, მაკრატელი, წებო (წებო, ჰო) და შევუდექი საქმეს.
3 საღამოა დავფოფინებ და მოვრჩი. ძალიან მომწონს. რამდენიმე ლაფსუსი გამეპარა, უბრალოდ ბალთა უკუღმა მოექცა და შეკვრისას ვარდება, მარა მოვიფიქრებ გამოსავალს :)
თუ ვინმეს რამე ლამაზი (ან უშნო) ქამარი გაქვთ სახლში, შეგხვდებით სადმე და ვიჩუქებ სიამოვნებით. მინდა ცოტა დიდი ზომის შევკერო.
ესეც ჩემი ნახელავი, შემიფასეთ :)





ეს ორიგინალი: