RSS

nesquik bunny

ნესკვიკის ნაყინი გიჭამიათ? აი ის, კურდღლის ფორმიანი, ოღონდ ცხოველი კურდღლის ფორმა რომ არ აქვს :D


არა, გემრიელი კი იყო, რას ვერჩი. უბრალოდ თორნიკემ უხერხულობა იგრძნო და ხელაფარებული ჭამდა :D

დღეს დილით წამოვხტი, ვიცმევ, ვლამაზდები, ვწესრიგდები.. საათს გავხედე, ვაგვიანებ!! ჟაკეტი კიდევ არსად არ ჩანს. გადავქექე მთელი ოთახი, მივაგენი, შემოვიცვი, გავიქეცი. და ვდგავად მეტროსთან, ველოდები მარშუტკას, 10 დაიწყო უკვე.
ხალხი რაღაც უცნაურად მიყურებს.. დავიხედე და..
ჟაკეტი მაცვია უკუღმა
ვითომც არაფერი,
რუგზაკი მოვიხსენი,
ჟაკეტი გავიხადე ”ოხ, ეს სიცხე”-სახით,
მკლავზე გადავიკიდე და გავაგრძელე ლოდინი

ახალი თემა

თემა შევუცვალე ბლოგს და ძალიან მომწონს, წარამარა გადავდივარ და ვუყურებ თომუშკას, რომლის ბლოგმაც სტიმული მომცა და დიდი მადლობა რეიჩელს მუსიკალური ფონისთვის.
ჩვიდმეტი თემა ’მოვაზომე’ ბლოგს. ზოგი დიდი იყო, ზოგი განიერი, ზოგი გვიჭერდა.. ეს ჩვენს ტანზეა შეკერილი :)) ვამაყობ



ხვალ ბლოგებს ჩავსვამ და გადაავლეთ თვალი, ვინმე არ გამომრჩეთ, კი გადმოვაკოპირე იქიდან ვინც მყავდა, მარა მაინც..

თმები

ჩოლკა შევიჭერი და ისე ცერად მაქვს, რომ ხალხს ჩემი შეჭრილი ჰგონია, არადა მასე რომ მექნა, მგონი უკეთ გამომივიდოდა.




დიდი გამარჯვება წინ არის!

საგარეჯო

ჰოდა, შაბათს ავიკარით გუდა–ნაბადი და ჩვენ–ჩვენი სახლებიდან დავიძარით სამგორის მიმართულებით. მეტროსთან უნდა გვენახა მარი, რომელსაც დაუჯდა მობილური და თან დაგვიბარა, დავაგვიანებო. სამგორის მეტროს აქვს ორი ამოსასვლელი შიგნით და ჩვიდმეტი გარეთ :)) ამიტომ გავიყავით და ‘დავუპადიეზდეთ’, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ მე და თორნიკე ისევ სადგურში წავედით, იქნებ იქ მაინც მოვიდესო. მოვიდა მარი და ზუსტად იმ ამოსასვლელით ამოვიდა, სადაც შოთა დავაყენეთ, მაგრამ იყავი ახლა მაგის იმედზე, ვიღაც სხვა გოგოს გაეკიდა და მარის აცდა. ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ერთმანეთი და ჩავსხედით მარშუტკაში.
პირველი რეაქცია?
–შენ საგარეჯო ეძახე და შესულა ცივილიზაცია!
მერე ვიყიდეთ სურსათ–სანოვაგე, გავაჩერეთ ტაქსი და ავედით სახლში. დავანთეთ ცეცხლი, დავჭერით ხორცი, გავრეცხეთ ბოსტნეული, გავაბით ჰამაკი, გავშალეთ სუფრა და დავნაყრდით.
მერე სახლში შევლაგდით, ვიჭორავეთ, მე და მარიმ დავიძინეთ, შუაღამისას გაგვაღვიძეს და მერე ისევ დაიძინეთ.

კვირას ადრევე ავდექით და ბევრი ვიარეთ. ჯერ წმინდა გიორგის ეკლესიაში ავედით, მერე იქვე სალოცავში, მერე სათაოში თუ სადღაც, საგარეჯოს სტადიონი ვნახეთ, რომელიც ძალიან შორსაა და + აღმართია უსწორმასწორო, ლოგიკურია, რომ ერთი კარი ჰქონდა მხოლოდ :)) ბოლო მიზანი ლაშარის წმინდა გიორგის ეკლესია იყო და მოვბრუნდით სახლში. მთელი ამ ‘ტურის’ მანძილზე ჩვიდმეტჯერ გადავიარეთ მდინარე და უკანვე გადმოვიარეთ.
სახლში მოვედით, დავნაყრდით, დავწექით და დავიძინეთ. იწვიმა, გამოიდარა.. ამასობაში ბოლო მარშუტკამაც გაგვასწრო და რომ არა შოთას კეთილი მეზობელი ძველი მანქანით, რომელმაც ქვემო საგარეჯომდე ჩაგვიყვანა და მარშუტკაში ჩაგვსხა, მოგვიწევდა შარვლის ტოტების აკაპიწება მანქანის გასაჩერებლად :D

კარგი იყო...
ცოტა დავიზაგრე,
ცოტა გავცივდი
და ახლა ცხვირში გაგუდულს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება.

<3

I wanna be loved by you boop boop bee doop.....

63


წეღან დავჯექი და დავიწყე კალორიების მთვლელში იმ საკვების რაოდენობების მითითება, რომელიც დღეს გეახელით და 1700-ს რომ ავცდი, ძაან შემრცხვა და გავთიშე..
ჰოდა ახლა ნელ-ნელა მახსენდება, რომ არ შემიტანია:

  • ნაყინი, რომელსაც კალორიების თვლისას გეახლებოდით;
  • მაწონი, რომელიც შესვენებაზე ვჭამე, მართალია ძაან ცოტა, მაგრამ მაინც;
  • რძიანი ყავა, რომელშიც არც რძეა ნამდვილი და არც ყავა. თან 2 შეკვრა;
  • თუთა, რომელიც არ ვიცი რუსულად როგორაა;
  • მეორე ნაყინი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც აგერ, ახლა მივეშურები მაცივრისკენ.. :(
    სასწორი ისევ 63 კილოს აჩვენებს :(

ცოტ-ცოტა ყველაფერზე

ინტერნეტზე:
წვიმებმა წყლით ამოავსო ჭები, წყალმა დააზიანა ტელეფონის ხაზები შედეგად, ორ კვირაზე ცოტა მეტია როუტერზე მწვანე ნათურა არ აციმციმებულა. დღეს ეშველა, ვაშა! რომ ვთქვა დიდად მაწუხებდა უინტერნეტობა_თქო, არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა მომენატრა ფეისბუქზე ვაკა-ვაკას და ბიორაღაცის თამაში.

სახლზე:

მზიკომ ოფიციალურად აიღო ხელი სახლის დალაგებაზე, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ანი და სანდრო ჩამოვიდნენ და ლოგინებიც კი აღარ სწორდება :)) მათი ვიზიტი აისახება ჩემს ძილზეც.. ღამით ვიძინებ მარტო და დილით ვიღვიძებ ორბავშვჩახუტებული. ან ვიძინებ ერთთან ერთად და ვიღვიძებ მეორესთან.. დიდი მომთაბარე ბავშვები არიან :))

სამსახურზე:

ნინო წავიდა. ძალიან დამწყდა გული.. სხვებზე მაინცდამაინც არა, თვითონ ფაქტი იყო საწყენი, მაგრამ მე დიდად არ დამაკლდებიან. აი ნინო.. მალე ვატოც წავა და დავრჩები გაღიმებული :)

თორნიკეზე:
ვჩხუბობთ, ვეხუტებით, ვჩხუბობთ, ვეხუტებით.. ჩხუბის მერე ჩახუტება მაგარია, მარა ასე ხშირადაც არა :)) მე ვსუსტდები, ის სუქდება. ბალანსს ვიცავთ :D დღეს მე კაბით გამოვეცხადე, ის - ბლანჟით :ლოვე: აქციებს არ ეშვება, რაჰ.. უკვე ეჭვი მაქვს, რომ სამსახურის გამო კიარა სურვილის გამო დადის :D

ქეთოზე:

ფრიად კმაყოფილია. მეც :D მონატრებას ვერ ვასწრებ, უკვე აქაა :D თან უკვე საჩუქრებს მირჩევს და საშემოდგომოდ გეგმებს ვაწყობთ და მაგარია :D ასწორებს უფროსი და მაღალი ხელფასით:D

შოთაზე:

დღეს კლასი ქეიფობს, 5 წელია რაც დავამთავრეთ და არ წავედით. გუშინ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მეზარებოდა და სურვილი იმდენად მცირე იყო, რომ დასადები ფული დამენანა კიდეც :D ახლა აბათ ჩვენი ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს სვამენ :D შვებულება თუ ავიღე აგვისტოს დასაწყისში, შოთას ავეკიდები და კავკასიონისკენ გვაქვს გეზი აღებული, თუ წამიყვანეს. ოღონდ მანამდე კოჯორში ვაპირებთ ფეხით შაბათს, გასავარჯიშებლად :D