9.6.17

პროგრამა მაქსიმუმი

30 წლის ასაკში პროგრამა მინიმუმი ფრიადოსანი მოსწავლესავით შევასრულე:
  • ხე დავრგე;
  • სახლი ავაშენე;
  • ბიჭი გავაჩინე.
გარდა ამისა, მაქვს სტაბილური სამსახური, კარგი სამეგობრო წრე, არაჩვეულებრივი მშობლები, ძაღლი, მეტნაკლებად საინტერესო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მინდა, რომ:
  • ვნახო მინიმუმ 5 ქვეყანა;
  • ვისწავლო რამე ახალი (ეს ნაწილობრივ განვახორციელე, სწავლა დავიწყე და იმედი მაქვს ჩემი უჟმური "მასწავლებელი" ხუთი წლის შემდეგ მაინც მეტყვის, რომ კაიტიპი ვარ);
  • ხელფასი მქონდეს მინიმუმ 2-ჯერ მეტი;
  • სესხის ჩანართში ჩემი იპოთეკური სესხი აღარ ჩანდეს;
  • მოვიწყო სახელოსნო;
  • ჩემი ეზო იყოს ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს.
მშვიდობა მსოფლიოში, შვილი კარგად მყავდეს, გარშემო ყველა იღიმებოდეს, შიმშილით ხალხი არ კვდებოდეს და სხვა მის მსოფლიოს სფიჩიდან ისედაც იგულისხმება.

2 comments:

Kiwi said...

დაე! <3

k84u.com said...

აუ მე ჯერ არცერთი არ მიქნია ამ სამიდან. არადა, მეც 30-ის ვარ :(

ჰოდა, ძალიან კარგი სურვილებია და ყველა უნდა აასრულო.