Showing posts with label კუდაუბდა. Show all posts
Showing posts with label კუდაუბდა. Show all posts

3.1.18

პატარა ამბები

#1
შესავალი
საშინლად ვერ ვიტან როცა ტრანსპორტში ვინმე მემგზავრება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა ვისაუბროთ, როცა ხშირად სალაპარაკო თემაც არ გვაქვს და ამ დროს ვერც მუსიკას ვუსმენ, ვერც ვკითხულობ.

ისტორია
უნივერსიტეტში ერთი ჯგუფელი მყავდა, ხშირად გვიწევდა ერთად მგზავრობა და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით ხოლმე. ძალიან სასიამოვნოდ გადიოდა დრო მაღლივიდან ავლაბრამდე.

ჰოდა, 2-3 კვირის წინ მეტროში, მატარებელში შესვლისას ვხედავ, კართან დგას, კითხულობს. ისე გამიხარდა, მივაჭერი პირდაპირ. ალბათ მასაც დავურღვიე მყუდროება, მაგრამ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა და თანაც წიგნით ხელში.


#2
დღეს, ასე, სრულიად მოულოდნელად, ადამიანმა, რომელიც თითქმის 10 წელია არ მინახავს, ძალიან თბილი მესიჯი მომწერა. კიდევ ერთხელ დავაფასე და გადავაფასე სოციალური ქსელის როლი დღევანდელ ცხოვრებაში.




3.7.17

The Present Tense

შეშინებული კურდღელი გინახავთ?
გამომიარეთ ახლო მომავალში და ნახავთ.


23.6.17

შიშები

მანქანის მართვა რომ დავიწყე, ძალიან მეშინოდა ავლაბრის წრიულზე შესვლა, სადაც ჩემი სამოძრაო შუქნიშანი არ იყო და უნდა მომეხერხებინა გავმძვრალიყავი დიდ მოძრაობაში. ბევრჯერ გავძვერი და მივეჩვიე.
კიდევ ესტაკადების მეშინოდა, მერჩივნა გრძელი გზით მევლო. ბევრჯერ ავედი და გადავლახე.
სააკაძეზე, სანამ შუქნიშნებს დაამონტაჟებდნენ, კოსტავადან შარტავაზე გასვლისას ვცდილობდი მარშუტკის ან ავტობუსის მარცხნივ დავმდგარიყავი და იმათ გავყოლოდი. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ დროა, აღარ დაველოდო
არავის და გადავჭერი. მას მერე აღარ მეშინია.


ჩემი და ძაღლების სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ჯერ კიდევ ბავშვობაში დავავლებდი ეზოში ნაპოვნ ლეკვებს ხელს და სახლში მიმყავდა, მერე ვუსმენდი მშობლების ლექციას, რომ ვერ დარჩებოდნენ და უკან მომყავდა.
არასდროს შემშინებია უცხო ძაღლის (ბიას ძაღლის გარდა).
თითქმის ერთი თვის წინ ეზოდან გამოსულს მეზობლის ძაღლი მეცა და მიკბინა, ორჯერ, ორივე ფეხზე. პირველ კბენაზე გაოცებული ვიყავი, ვერ მივხვდი, რატომ მეცა. მეორე ნაკბენი ისე მეტკინა, ვიკივლე.
რამდენიმე დღე სახლში ასვლისას ჯოხი მიმქონდა, მოსაგერიებლად.
ის ძაღლი მიაბეს და ალბათ აღარც აუშვებენ. მე არ ვყოფილვარ პირველი მსხვერპლი.
მას შემდეგ ძაღლების მეშინია ცოტა.
არ ვაღიარებდი, მაგრამ თვით ბალტოს დანახვაზეც კი გული მიჩქარდება და სანამ არ დავრწმუნდები, რომ არაფერს მიპირებს, ვერ ვმშვიდდები.
ბალტო ქუჩის ძაღლია, რომელსაც რამდენჯერმე საჭმლით გავუმასპინძლდი და მას მერე გადაწყვიტა, რომ ჩემთან ცხოვრობს. კართან წევს მაშინაც, როცა სახლში არ ვარ.
ძალიან მინდა ამ შიშმაც გამიაროს.



9.6.17

პროგრამა მაქსიმუმი

30 წლის ასაკში პროგრამა მინიმუმი ფრიადოსანი მოსწავლესავით შევასრულე:
  • ხე დავრგე;
  • სახლი ავაშენე;
  • ბიჭი გავაჩინე.
გარდა ამისა, მაქვს სტაბილური სამსახური, კარგი სამეგობრო წრე, არაჩვეულებრივი მშობლები, ძაღლი, მეტნაკლებად საინტერესო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მინდა, რომ:
  • ვნახო მინიმუმ 5 ქვეყანა;
  • ვისწავლო რამე ახალი (ეს ნაწილობრივ განვახორციელე, სწავლა დავიწყე და იმედი მაქვს ჩემი უჟმური "მასწავლებელი" ხუთი წლის შემდეგ მაინც მეტყვის, რომ კაიტიპი ვარ);
  • ხელფასი მქონდეს მინიმუმ 2-ჯერ მეტი;
  • სესხის ჩანართში ჩემი იპოთეკური სესხი აღარ ჩანდეს;
  • მოვიწყო სახელოსნო;
  • ჩემი ეზო იყოს ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს.
მშვიდობა მსოფლიოში, შვილი კარგად მყავდეს, გარშემო ყველა იღიმებოდეს, შიმშილით ხალხი არ კვდებოდეს და სხვა მის მსოფლიოს სფიჩიდან ისედაც იგულისხმება.

20.5.17

ოქროს წესი ბლოგერებისთვის

10 წელია რაც ეს ბლოგი არსებობს და მგონი სხვებიც დამეთანხმებით, რომ ორი ოქროს წესი არსებობს ყველა ბლოგერისთვის:

#1. არ გადაიკითხო ძველი პოსტები.
#2. არ გადაიკითხო ძველი პოსტები.

:D 

17.5.17

you don't know me

ჩართე
ძალიან არ მიყვარს ადამიანების დაყოფა რაიმე ნიშნით, გემოვნებით, ჩაცმულობით, ინტერესებით, რავი, მილიონი რამე შეიძლება იყოს. ყველა ისეთია, როგორიც არის.

მეც ისეთი ვარ, როგორიც ვარ. კომფორტული ჩაცმულობა მიყვარს, სევდიანი მუსიკა, მარტო ცეკვა და ღვინის წრუპვა, ფეხით სიარული, "ჟიზნენი" დრამები, ისეთი ბარები, თავი რომ სახლში გგონია და არაფერში შეზღუდული არ ხარ.

ჰოდა, რატომ ვწერ ამაზე. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ზოგს უცნაური ვგონივარ და გამიკვირდა. ისე, რა საინტერესოა სხვები როგორ გხედავენ და რას ფიქრობენ შენზე. საინტერესოა, ოღონდ იმ კუთხით არა, რომ მერე ადგე და რამე შეცვალო ან შეიცვალო. უბრალოდ, კარგი იქნებოდა საკუთარი თავის დანახვა სხვა ადამიანის თვალით.


26.4.17

ყველაფერი მარტივი გენიალურია

ურთიერთობებზეც ასეა, აი, მარტივად, არაფერს რომ ელი და არც დასაწყისი აქვს ამ ყველაფერს, არც აწმყო და მითუმეტეს არც მომავალი. სამაგიეროდ იმ დღეს, იმ წუთს გიხარია და მორჩა, აქ მთავრდება ყველაფერი.

არც ფორმაში ყოფნა გეზარება, არც გამოპრანჭვა, რა იცი, სად გადაეყარო.

უფრო საკუთარი თავისთვის აკეთებ ყველაფერს და სხვისი, თუნდაც იმ ობიექტის აზრი ნაკლებად გადარდებს.

არ ვიცი ამას რა ქვია. ჩემთვის ეს კარგად ყოფნა და გაზაფხულია :)
Bloom by Xuan loc Xuan

18.4.17

ბლაბლაბლა

ისე მიხარია 30 წელი, როგორც არცერთი დაბადების დღე არ გამხარებია. არ ვიცი, რას ველი. ასე მგონია, 20-ში გავიღვიძებ და ყველაფერი იქნება უკეთესად, ასე, უცებ.


წელს გრანდიოზული გეგმა მქონდა, ეზოში უნდა გადამეხადა დიდი დაბადების დღე. ერთი თვის წინ დავჭერი ნაჭრები, მოვხატე, შევკერე, ეზოში უნდა გამება დიდი happy birthday. ჩამოვწერე მენიუ და მეგობრების სია. მოკლედ, ყველაფერი დავგეგმე და... სახლზე ჯავშანი მოვიდა, 21-დან გაქირავებულია. ასე ჩამეყარა წყალში ყველაფერი, მაგრამ...
როცა ლიდასნაირი მეგობარი გყავს, ყველაფერი გამოვა. წვეულება დაგეგმა. მე ჩემი ფერიის კაბით უნდა მივიდე და გავერთო, სხვა დანარჩენზე ის ზრუნავს.

მინდა ჩამოვწერო მიზნები შემდეგი 5 წლისთვის და მერე ამ გეგმების შესრულებაზე ვიზრუნო. პირობას ვდებ ბლოგის ორმოცდაათივე მკითხველის წინაშე :D



21.2.17

Unknown Pleasures

წერის ხასიათზე მოვედი.
სამსახურში ჯიმეილი დაბლოკილია, შესაბამისად ჩემი კი არა, სხვისი ბლოგებიც არ მინახავს დიდი ხანია.
სამსახური შევიცვალე. თავიდან ძალიან არ მომწონდა აქაურობა, მერე მივეჩვიე და ახლა მომწონს გარემო. ცოტა ექშენი მაკლია, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ავსებს დანაკლისს.

მაქსიმუსი იზრდება, ცელქდება. სახლში გვიან მივდივარ და ცოტა ხნით ვხედავ, მაგრამ რომ დამინახავს, სულ ზედ მკიდია. რომ ჩამეხუტება, მზად ვარ ყველა უძილო ღამე ვაპატიო, ასეთი კი ბევრია, თითქმის ყველა ღამე მას შემდეგ, რაც გაჩნდა ))

წინა წელი სავსე იყო საყვარელი ჯგუფებით და შემსრულებლებით. ამაზე ცალკე დავწერ ოდესმე, მინდა შემენახოს ემოციები, სანამ გაცივდა. ეს წელიც ჯეი ჯეი იოჰანსონის კეთილი ხმით დაიწყო და ჯერ ასევე კეთილად გრძელდება.

ჰოდა, არც კი ვიცი რა დავწერო. კარგად ვარ, რაღაცნაირად, მშვიდად. რაღაცები მიხარია, რაღაცები აღარ მაღელვებს. ისეთი პერიოდი მაქვს, ხავერდის.


19.10.16

24 საათი

01:00 - დავიძინე.
02:40 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. უკვე დაპროგრამებულივით ვდგები ხოლმე წამოტირებაზე, გავდივარ სამზარეულოში, შუქს ვანთებ და ვცდილობ, თვალები ბოლომდე არ გავახილო, რომ არ გამოვფხიზლდე.
06:30 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. იგივე.
07:30 - მაღვიძარამ დარეკა.
07:40 - snooze
07:50 - snooze
08:00 - ავდექი, სხვა რა გზა მაქვს.
09:00 - სამსახურში ვარ. გამიმართლა, პარკინგზე 5 წუთიც არ დამიხარჯავს, ადგილი მალე ვიპოვე.
13:00 - კამექსში გავიარე, ჩემი პოლასჩოისები ჩამოვიდა. ამაზე ცალკე უნდა დავწერო.
16:00 - მოვრჩი მუშაობას, წავედი სახლში. -1 საათი სამუშაო დრო. უძილობის ბენეფიტი.
19:00 - შეხვედრა მაქვს. ნახევარი საათი დავკარგე საცობში. ამ დროს მანქანით გასვლა არ ღირს.
21:30 - მოვედი სახლში, შევვარდი სამზარეულოში, გავაკეთე ლობიო ავოკადოთი, ხილის სალათა და ბოსტნეული მაწვნით.
23:00 - შეკვეთა მაქვს დასახატი, ასაწყობი. ადრე დაძინება არ გამოდის.
01:00 - საბანში გავეხვიე და დავიძინე.

5.1.16

-

გასული წელი ყველაზე არაპროგნოზირებადი წელი გამოდგა ჩემთვის.
ვისწავლე:
-შვილი ყოფილა ბედნიერება;
-სიყვარული არც ვერტიკალურია და არც ბრუნვადი;
-კუზიანს სამარე გაასწორებს;
-ყველა მეგობარი მეგობარი არ არის.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება წინა წელზე, მაგრამ მეზარება.
გავიზარდე - ესაა მოკლე შეფასება.

ყველაფერი ცუდი 2015-ში დარჩა.
Я посылаю все нахуй





28.10.15

ჰო

ჩემი ცხოვრება ფილმის სცენარს დაემსგავსა, მე - მთავარი მოქმედი გმირი ვარ, ლამაზი, ძლიერი, ჭკვიანი. ქუჩაში თავაწეული გავდივარ ხოლმე, ლაღად მივსეირნობ და ვცდილობ კამერებისკენ არ გავიხედო.
Maori Sakai

ცხოვრებას მუღამს რომ დაუჭერ, ყველაფერი ისეთი მშვენიერი და მარტივია გარშემო...

30.9.15

2200 ლარი

დღეს მთელი დღეა ჩემი თანამშრომელი ისეთი აჟიტირებულია, ემოციებს ვერ მალავს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წუთში ახალი iPhone 6s ექნება და ყოველი შეძახილისას მე ავტომატურად მეფიქრება რაში დავხარჯავდი ამ 2200 ლარს, რაც ტელეფონში უნდა გადაიხადოს.

2200 ლარი
ზუსტად ამდენი დამჭირდა ზედა სართულზე შპალიერის საყიდლად და ხელოსნისთვის გადასახდელად.

2200 ლარი
სამივე საძინებელს ექნება კარი. შეიძლება ქვედა სართულის ტუალეტისთვისაც დამრჩეს.

2200 ლარი
ჩემი კორსა რომ ჩავაბარო ჯართში 300 დოლარად და ეს თანხაც დავამატო, რამე პატარა და ძველი მანქანა მომივა.

2200 ლარი
ეზოს კარს შევუკვეთავ, ცოტა დამაკლდება მგონი.

2200 ლარი
ქეთოს ვალს დავფარავდი დღესვე. მძულს ვალები.

2200 ლარი


არადა წლების წინ ისე მინდოდა Sony-Ericson k800i, რომ ქეთოს განვადება გავაკეთებინე და ჩემი 100 ლარიანი ხელფასიდან 63 ლარს ბანკს ვუხდიდი. მაგრამ ის 500 ლარი ღირდა და ეს 2200..
არასდროს არ გადავიხდი ამდენს ტელეფონში.
რა განსხვავებულები ვართ ადამიანები.

18.8.15

31

არასდროს გვიცხოვრია ფუფუნებაში, მაგრამ მე და ქეთოს არასდროს არაფერი გვაკლდა, მშობლები თან გვყვებოდნენ. განსაკუთრებით ჩვენს აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდნენ. თეატრი, კინო, დასვენება, მთა თუ ზღვა ბავშვობიდან მოვლილი გვქონდა. რამე წრეზე თუ გვინდოდა სიარული, არც ამაზე გვეუბნებოდნენ უარს, კალათბურთზეც კი მიგვიყვანეს ქეთოს სურვილით (სხვათაშორის, მშვენიერი გამთამაშებელი ვიყავი).
ვფიქრობ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია მომავალში ჩემზე.

ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლებში ძალიან გამიმართლა.
დღეს მათი ქორწინებიდან 31 წელი გავიდა 


16.7.15

სიყვარული, როგორც ასეთი

19 წლის რომ ვიყავი, ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა, ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მერე დანარჩენებიო. ამაზე კარგი რჩევა ცხოვრებაში არ მიმიღია, გულწრფელად ვიტყვი. მას შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა, ბევრად ლაღი და გახსნილი გავხდი და ჩემი სიმორცხვეც ცოტათი დავძლიე.

ცოტა ხნის წინ ეს სიყვარული დამეკარგა. მერწმუნეთ, ამაზე ცუდი არაფერია. სიყვარულს თავდაჯერებულობა და თვითშეფასებაც მაშინვე მიყვა უკან და სანამ ჭაობში ბოლომდე ჩავყვინთე, მივხვდი, ასე გაგრძელება არ შეიძლება. 2 დღეა შორიდან ვუვლი, მომწონს, ვაფასებ და მიყვარდება ისევ.

ეს არის ყველაზე გულწრფელი სიყვარული, აი, ვერტიკალური და თან ბრუნვადი. 

20.6.15

ლაწან

28 წლის ასაკში ცხოვრებამ მწარედ შემომილაწუნა.
იმდენი რამ დამატყდა თავს, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე.

Maori Sakai

11.3.15

ამბები

ეძღვნება kiwi-ის, ჩემი წარმოდგენით ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგოს.

დაუგეგმავი ახალი წელი იყო წელს, არანაირი გეგმა. მშობლებთან შევხვდით მე და ბენი, თორნიკე მუშაობდა. მერე გავედი, მეგობრები ვნახე, გავბევრდით, სხვადასხვა ადგილები შემოვიარეთ, თორნიკეც წამოგვეწია, ბოლოს ლობიოს ჭამაში დაგვათენდა და დავიშალეთ. კარგი გამოვიდა. მიყვარს ჩემი მეგობრები. ყველას ჩვენი საკუთარი ტარაკნები კი გვყავს თავში, მაგრამ ერთად კარგია. ბათუმში გავისეირნე, კარგია უხალხო ბათუმი. ამინდები იყო ძალიან კარგი. გავერთეთ. სულ ერთი ღამით გამოგვივიდა, მაგრამ არაუშავს. ბაზალეთზე გავისეირნეთ კიდე, ჩვენი ამხანაგები დასახლდნენ და ისეთი საყვარელი სახლია, წამოსვლა არ მოგინდება. ახლა აქტიურად ვცდილობთ სამეზობლოში მიწა მოვნახოთ იაფად და გადავსახლდეთ ჩვენც. სამსახურში ძველებურად. საქმე მრავლდება, პირობები იგივე, როგორც ხდება ხოლმე რა. ორაკლის სწავლა დავიწყე და ვზივარ ახლაც, დავალებას ვწერ. ამ პოსტსაც ორი დღეა ვწერ უკვე, თან საქმეს ვაკეთებ და რომ ჩავხურავ, მავიწყდება. კიდევ საინტერესო საქმეში ჩავერთვე, მაგრამ ამას შემდეგზე დავწერ უფრო ვრცლად, თან რეკლამა რომ გამოვიდეს :)))


31.12.14

2014 წლის გამორჩეული მოვლენები

2014 წლის გამორჩეული მოვლენები:
- გაყინული კუს ტბა და ბაზალეთის ტბა ახლაც ღიმილით მახსენდება;
- ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი მამაკაცი - ბენჟამენ ბატონი;
- მოულოდნელად მოვხვდი CES-ში (მადლობა ქეთოს), გავიცანი ლადო და სტია. ჩემი გაკეთებული სტიკერი აირჩიეს საგაზაფხულო ფესტივალისთვის, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო ჩემთვის;
- სახლში გადავედით! ეს იყო წლის მოვლენა :D და გადავწყვიტეთ, რომ გაზაფხულამდე არანაირ რემონტს აღარ წამოვიწყებთ (საძინებლები არ დასრულებულა ჯერ);
- მქონდა გამორჩეულად ცუდი დაბადების დღე;
- სამაგიეროდ ძალიან კარგი ზაფხული თორნიკესთან და მეგობრებთან ერთად <3
- პირველად დავთვერი და საკუთარ თავზე ვახდენდი დაკვირვებას. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა გონება მუშაობს და ტანი დროს ჩამორჩება. რატომ თვრებიან, ვერ ვხვდები;
- ზაფხულში ჩემს თავს ვაჩუქე კარავი;
- გავიკეთე ტატუ;
- ჩემმა მანქანამ მიმტყუნა უამრავჯერ. ხელიდან მეცლება.

რომ შევაჯამოთ, რაღაც უღიმღამო წელი იყო. არც კარგი, არც ცუდი.
მინდა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, როდესაც 2015 წელს შევაჯამებ, იმდენი რამ მქონდეს ჩამოსათვლელი (გამორჩეულად კარგების ოღონდ), რომ წერა დამეზაროს :)
და იგივეს გისურვებთ თქვენც!



30.12.14

დილით მეილი მივიღე და იმის მერე რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ ( :D )

სათაური ახალი ტენდენციის შესაბამისად :)))


მორიგ უჟმურ დილას რომ მაღვიძარა დარეკავს 07:30-ზე, გარეთ ისევ რომ ბნელა, სუსხია და თბილი ლოგინის დატოვება არ გინდა. ტელეფონს დახედავ და მეილი ციმციმებს, გახსნი და ეს ჭრელი გოგო შემოგყურებს და ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო მოსაკითხი წერილი რომ გხვდება  აი, ეს არის წინასაახალწლო მოულოდნელობები. 

ახალი წელი სადაცაა მოგვეპარება, მე ჯერ კიდევ არ ვიცი რას ვაპირებ. შეიძლება კარგიცაა სპონტანურად დაწყება. ერთი ვიცი, რომ წელსაც არ იქნება თორნიკე.

საახალწლო საჩუქრების ნაწილიც უკვე მივიღე ერთი პირობით, მაინც უნდა შევფუთო და ნაძვისხეს შემოვუწყო :D

ჩემი ნაძვისხე არ მიჩვენებია, ხო? აი, ყველაზე ლამაზია, მჯერა.

12.11.14

ბლოგროლი

რაც გუგლმა რიდერი დაიკიდა და დახურა, ბევრი ბოდიალისა და ძებნის შემდეგ წარმატებით დავისადგურე აი, აქ. ეს ბოლო კვირები სრული საგიჟეთი მქონდა სამსახურში, ამიტომ არც კი გამიხსნია. დღეს მოვიცალე, გავხსენი და ომნომნომ, 400-მდე ახალი პოსტი საყვარელ თუ საინტერესო ბლოგებზე.