16.7.15

სიყვარული, როგორც ასეთი

19 წლის რომ ვიყავი, ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა, ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მერე დანარჩენებიო. ამაზე კარგი რჩევა ცხოვრებაში არ მიმიღია, გულწრფელად ვიტყვი. მას შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა, ბევრად ლაღი და გახსნილი გავხდი და ჩემი სიმორცხვეც ცოტათი დავძლიე.

ცოტა ხნის წინ ეს სიყვარული დამეკარგა. მერწმუნეთ, ამაზე ცუდი არაფერია. სიყვარულს თავდაჯერებულობა და თვითშეფასებაც მაშინვე მიყვა უკან და სანამ ჭაობში ბოლომდე ჩავყვინთე, მივხვდი, ასე გაგრძელება არ შეიძლება. 2 დღეა შორიდან ვუვლი, მომწონს, ვაფასებ და მიყვარდება ისევ.

ეს არის ყველაზე გულწრფელი სიყვარული, აი, ვერტიკალური და თან ბრუნვადი. 

1 comment:

Kiwi said...

უდაოდ კარგი რჩევაა!
ისე წერ რო ბოლომდე ვერ მივხვდი რა ხდება, მაგრამ იმედია კარგად ხარ <3