26.8.09

მითიური შოთა

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ხმა გავრცელდა, სკოლაში ქერა, პუტკუნა, ლამაზი ბიჭი გადმოვიდაო და მთელი ჩემი დის კლასის გოგოები გიჟდებოდნენ. ეს მზეჭაბუკი ჩემი პარალელური კლასელი აღმოჩნდა, რომელიც თვალითაც კი არ მყავდა ნანახი. მოგვიანებით (მოქმედება ხდება მერვე კლასში) პარალელური კლასის დამრიგებელი ყოველი საკონტროლოს წინ მირეკავდა და მთხოვდა თემა ცალკე ფურცელზე გადამეწერა და მიმეტანა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ქერათმიანი მზეჭაბუკისთვის. ამიტომ ამოვითვალწუნე. მეცხრე კლასის ბოლოს მორიდებით მოვიდა და ”მე ის ვარ, თვეში ერთხელ რომ გაწუხებო”, თვალებით მითხრა. და მეც მივუტევე ყველაფერი.
ასე გავიცანი შოთა.
მეათეში პარალელურები გავერთიანდით და კლასელები აღმოვჩნდით. ერთად ვისხედით იმ გამონაკლის შემთხვევებში, როცა სკოლაში შემოივლიდა. მერე დავმეგობრდით, საათობით ვსაუბრობდით ტელეფონზე, თამაშებზე დავყავდი. სკოლაში, რა თქმა უნდა შეყვარებულები ვეგონეთ და გვამხიარულებდა ეს ფაქტი. უცხო ხალხში ტყუპებად ვასაღებდით თავს :)) ახლაც მახსოვს ის ემოციები, რასაც აბიტურიენტობას, მშიერი, დაღლილი, დაქანცული ჩანთის გახსნისას ვგრძნობდი შიგნით აღმოჩენილი შოკოლადებისა და სასუსნავების დანახვაზე.
მერე დაიწყო სტუდენტობა, ახალი ნაცნობები, მეგობრები. მერე გაჩნდა კომპიუტერი სახლში, ფორუმი და მესენჯერი, რამაც ჩემი თავისუფალი დროის (და არა მარტო თავისუფალი დროის) 80 % წაიღო და შოთამ ფრიად ცუდი ხერხით გადაწყვიტა ჩემი ’გადარჩენა’, რასაც მოყვა გაბუტვები თვეების მანძილზე. ძალიან ვიჩხუბეთ და მას მერე სულ ვჩხუბობთ.
ზოგჯერ ჩვენთან ყოფნა აუტანელია, ჩვენი ერთად ყოფნაც აუტანელია, მაგრამ შოთა წლების განმავლობაში ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და ახლაც ყველაზე ძვირფასია.
ძალიან მიყვარს. ჩემი თავგასიებული <3 data-blogger-escaped-br="">
ახლა შოტლანდიაშია, Dundee High კლუბში. ვამაყობ!

16 comments:

ბაბისა said...

ise moyevi, rom sul dadebiti emociebi gamochnda ucnobi adamianis mimart da mgonia ro zalian sayvareli iqneba :)))

ანუკ said...

is moyevi, ro yvelaferi vapatie :D :D

nati kuda said...

ბაბისა: ნუუ, მხარზე ფრთები არ აქვს, მაგრამ საყვარელია :))

ანუკ: მართლა? :)

ანუკ said...

ჰო :) რაღაც ფამილარულად გამომივიდა არა?

:(

Natalia said...

რაღაცა სტრიტ :))


საყვარელია შოთა კი, როგორც მახსოვს ფორუმიდან :)

მარი ახსიაშვილი said...

რაღაც ლამაზი ზღაპარივით წავიდა:)))

ჩორვენი¹³ said...

haaa lol
me maqvs dadraftuli megobrebze posti da jer ar vafablisheb vamateb ragaceebs :dlol
zaan magariaa friendebi <3

Tomushka said...

რა ძალიან საყვარელი პოსტიააა :)

შოთა მოდი აქ და წაიკითე ეს პოსტი!

nati kuda said...

anuk: რაღაც მესიამოვნა, რომ აპატიე :))

აი, ცოცხლად რომ ნახავთ, უფრო შეგიყვარდებათ :p

Dodka said...

კარგი პოსტია, ძალიან :უპ:

OTO said...

ღირსი ხარ კუდა : )

Keti said...

კარგი, თბილი პოსტია :)
ასეთი მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს

anano said...

vaaa shotaaa sad gipoveee :D:D:D dzn dzn miyvars shotaaa chemi msuqaniiii :D:D shenc gici mgoni xo? :D

nati kuda said...

tu shotas kargad icnob, mashin gecodinebi aucileblad :D
mgoni is xar, mashin keriashi rom "viqeifet", xo?

anano said...

xo is var :D

nati kuda said...

rogor xar? saidan momageni? :D:D