31.12.09

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი..

ჰო, ჰო, საყვარელი ადამიანების გასახარებლად სულაც არაა ფული საჭირო, საჩუქრის გასაკეთებლად მცირეოდენი ფანტაზია და მარჯვე ხელებიც კმარა.
საახალწლოდ თორნიკეს სურვილები გავიხსენე, საკმაოდ ბევრი რამ უნდა, მაგრამ ჩემი ბიუჯეტით ყველაფერს ვერ გავწვდებოდი, ამიტომ გადავწყვიტე წიგნი მეჩუქებინა, რომლის წაკითხვის სურვილიც ცოტა ხნის წინ გამოთქვა. ჯერ ერთ მაღაზიას მივმართე, არ ჰქონდათ,
შემდეგ მეორეს - არ ჰქონდათ,
მესამეს - არ ჰქონდათ,
მეოთხეს - მაღაზია აღარ დამხვდა ადგილზე..
დილით დაღონებული ვიჯექი სამსახურში, ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა კიდევ მეყიდა და თავს ზემოთ პატარა ნათურა აინთო.
პრინტერი!
რატომაც არა.
წიგნის ელექტრონული ვერსია ერთ-ერთ საიტზე დევს, სამსახურიდან წვდომა არ გვაქვს. მივდექი, მოვდექი, ხალხი შევაწუხე, გადმოვაგზავნინე, შევალამაზე, გავაფორმე, ამოვბეჭდე, დავჭერი, ავკინძე.. ბლოკნოტები დავჭერი, რომ სქელი ყდა გამეკეთებინა, მარკერით სახელი მივაწერე და საჩუქარიც მზად არის!
უკვე ვაჩუქე და ძალიან მოეწონა Free Smiley Courtesy of www.millan.net



ჰუჰაა Free Smiley Courtesy of www.millan.net

11 comments:

clown said...

მაგარია ^^

OTO said...

Good Girl : )

P.S. და რა წიგნია ?

თინი said...

რა მაგარია <3 მევასები ^_^

vasasi said...

რა თქმა უნდა, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი..

სხვა დანარჩენისთვის მასტერქარდი არსებობს.. :როლლ:


ეგ კი არა, ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი.. :)

Kate said...

ყოჩაღ.
კარგი გოგო ხარ.

gvantsula said...

HIPPIE NEW YEAR!!!

pelagiaa said...

წოწ
რამდენი გიწვალაია და გიჩალიჩია
აი მიყვარს ესეთი იდეინი ხალხი და ესეთი საჩუქრები!!!!!!
გილოცავ ახალ წელს!

იმედია შენც არანაკლები საჩუქარი მიიღე :)

Gatsby said...

მართალია . . .

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი . . .

რასაც უბრალოდ, ფულით ვერ იყიდი,შეიგიძლია იყიდო ძალიან ბევრი ფულით . . .

nastasia said...

yvelafers fulit ver iyidi ki ara,egeti fantaziit fulsac ishovi :D

gilocav :*

Leonard Shelby said...

რა კარგია ეგეთი საჩუქარი. : ) საინტერესოა რა წიგნი აჩუქე ? თუმცა სულ კოლოდის პინოქიო რომ ყოფილიყო, მაინც მაგარია ასე ორიგინალურად შეფუთული საჩუქრის მიღება.

nati kuda said...

მოიმარჯვეთ ფანტაზია და შეუდექით თქვენც საჩუქრების შექმნას :)