Showing posts with label thomas. Show all posts
Showing posts with label thomas. Show all posts
25.9.14
30.7.14
27.6.14
ბედნიერების ფორმულა
ცოტა ხნის წინ სოფის პროექტში მივიღე მონაწილეობა. ერთი კითხვა, რომელსაც პასუხი გავეცი, ასეთია:
არა, განა დავშორდით.
ახლა რომ თავიდან ვწერდე პასუხებს, აუცილებლად მივამატებდი:
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?თურმე ვცდებოდი.
2007 წელს შემიყვარდა პირველად ცხოვრებაში. 2010-ში ცოლად გავყევი. აგერ, მეშვიდე წელია ერთად ვართ. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ისევ შეყვარებულებს გავხართო და ძალიან მიკვირს, არ უნდა ვგავდეთ? ბრრ.. საიდუმლო? ჩვენი სიყვარულის ფორმულა ალბათ ის არის, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც ვართ და ინტერესებიც ხშირად იკვეთება ხოლმე.
არა, განა დავშორდით.
ახლა რომ თავიდან ვწერდე პასუხებს, აუცილებლად მივამატებდი:
ჩვენი სიყვარულის ფორმულა ალბათ ის არის, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც ვართ და ინტერესებიც ხშირად იკვეთება ხოლმე. თანაც ერთმანეთს თვეში მხოლოდ ერთი კვირა ვხვდებით და ერთმანეთის მობეზრებას ვერ ვასწრებთ.ჰო, ასეა ეს. აი, ორშაბათს უცებ დამირეკა, წავედი მივლინებაშიო და ჯერაც არ ჩამოსულა.
10.6.14
ბენი, როგორც ასეთი
ცოტა ხნის წინ სიზმარი ვნახე, ვითომ ბენიმ სახლში ბოზი მოგვიყვანა, შვილებით, მიყვარს და რჩებაო და კარგი_თქო. რა მექნა. დილით რომ გამახსენდა, ბევრი ვიცინე. მერე სოფის მოვუყევი, ეტყობა დედობრივი ინსტინქტია_თქო და დამეთანხმა.
ჰოდა, რატომ მოვყევი ეს. ჩემის აზრით, შინაური ცხოველის/ფრინველის ყოლა ახალგაზრდა წყვილისთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარი რეპეტიციაა შვილის ყოლამდე. აქამდე თორნიკე სულ ამბობდა, ბავშვი რომ გვეყოლება, მე არ შემაწუხოთ, არ გამაღვიძოთ და ა.შ. ბენის ხელში უძილო ღამეებსაც გაუძლო, მოსაქმებულსაც წმენდდა გადაჩვევამდე, აბანავებს, აჭმევს, ვარცხნის, ასუფთავებს.. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ამ წუწუნ-მუქარის მიუხედავად, თორნიკე მშვენიერი მამა იქნება.
ჰოდა, რატომ მოვყევი ეს. ჩემის აზრით, შინაური ცხოველის/ფრინველის ყოლა ახალგაზრდა წყვილისთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარი რეპეტიციაა შვილის ყოლამდე. აქამდე თორნიკე სულ ამბობდა, ბავშვი რომ გვეყოლება, მე არ შემაწუხოთ, არ გამაღვიძოთ და ა.შ. ბენის ხელში უძილო ღამეებსაც გაუძლო, მოსაქმებულსაც წმენდდა გადაჩვევამდე, აბანავებს, აჭმევს, ვარცხნის, ასუფთავებს.. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ამ წუწუნ-მუქარის მიუხედავად, თორნიკე მშვენიერი მამა იქნება.
2.5.14
25.9.13
21.6.12
24.1.12
პრეზიდენტის ფოტოკონკურსი
პრეზიდენტი ფოტოკონკურსს ატარებს, გაიგებდით ალბათ. თორნიკეც (ჩემი პირველი თუ მეორე ნახევარი :D ) მონაწილეობს.ოთხი წელია ერთად ვართ და პირველად ვხედავ ასეთ მონდომებულს და მოტივირებულს.
თუ მოგეწონებათ, არ მოგერიდოთ, გადადით შესაბამის ბმულზე (ან ბმულებზე) და თამამად დააჭირეთ LIKE ღილაკს, მითუმეტეს, რომ ამისთვის თავად პრეზიდენტის გვერდის დალაიქება სულაც არ არის აუცილებელი.
თუ მოგეწონებათ, არ მოგერიდოთ, გადადით შესაბამის ბმულზე (ან ბმულებზე) და თამამად დააჭირეთ LIKE ღილაკს, მითუმეტეს, რომ ამისთვის თავად პრეზიდენტის გვერდის დალაიქება სულაც არ არის აუცილებელი.
მადლობა ყველას!
11.9.11
29.1.11
brainshtorming
იანვარი
-ახალ წელს შევხვდი ბათუმში, ჩემს ახალ ოჯახთან ანუ თორნიკესთან და მეგობრებთან ერთად, პირველად 23 წლის მანძილზე. მშვენიერი იყო.
-ქეთომ საჩუქრები გამომიგზავნა :გულიკი:;
-დღეს თორნიკემ ყვავილები მაჩუქა, გაზაფხულის სუნი აქვთ;
-ჰობი ბიზნესად ვაქციე. დღეისთვის გაყიდულია 9 ბარათი და 2 შეკვეთა მაქვს;
-2 დღის წინ მანქანა დავტოვე პარკინგზე, გამოვედი და "შელამაზებული" დამხვა. დღემდე არ ვიცი ვის ვაგინო! სავარაუდოდ ნაგვის მანქანამ გადაუარა. ცხვირზე საკმაოდ მოზრდილი ნაკაწრები და მცირედი დაჟეჟილობები აქვს. მეწყინა;
-დღეს თორნიკემ საფულე მიყიდა, საშინლად მომწონს;
-ყურსასმენები ვიყიდე! ჭკუაზე არ ვარ. 20 წუთია ყურზე მიკეთია, last.fm-ს ვუსმენ და დებილივით ვიღიმი. 4 თვე თორნიკეს ფლეილისტს ვუსმენდი;
-თაკო თხოვდება;
-მარიამი... მარიამ!

11.1.11
30.12.10
ძვირფასო
ძვირფასო,
მაპატიე, რომ ეს ბოლო პერიოდია ყურადღებას ვეღარ გაქცევდი, სახლში ვაგვიანებდი, კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებდი, ყველაფერს ვკეცავდი შენი დანახვისას, მაპატიე ამდენი საიდუმლო და ამდენი ტყუილი. ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე, შენთვის და აი, ეს შენ, ჩემგან.
ჯერ ყველაფერი სატესტო რეჟიმშია და ფოტოებიც საკმაოდ მწირია, უბრალოდ სხვა ორიგინალები ვერ მოვიპოვე და თვალსაჩინოებისთვის ესეც კმარა. დანარჩენი ერთად დავხვეწოთ. გილოცავ ახალ წელს. მაპატიებ?
http://tornike.ge/

უღრმესი მადლობა თაკოს, ბერეჟას, ჯიბლას და ყველა მეგობარს გვერდში დგომისა და საიდუმლოს შენახვისთვის.
update: გუშინ ვაჩვენე და დომენზე აღფრთოვანდა,დიზაინს ეგრევე გადაუსვა ხაზი :|
მაპატიე, რომ ეს ბოლო პერიოდია ყურადღებას ვეღარ გაქცევდი, სახლში ვაგვიანებდი, კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებდი, ყველაფერს ვკეცავდი შენი დანახვისას, მაპატიე ამდენი საიდუმლო და ამდენი ტყუილი. ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე, შენთვის და აი, ეს შენ, ჩემგან.
ჯერ ყველაფერი სატესტო რეჟიმშია და ფოტოებიც საკმაოდ მწირია, უბრალოდ სხვა ორიგინალები ვერ მოვიპოვე და თვალსაჩინოებისთვის ესეც კმარა. დანარჩენი ერთად დავხვეწოთ. გილოცავ ახალ წელს. მაპატიებ?
http://tornike.ge/

უღრმესი მადლობა თაკოს, ბერეჟას, ჯიბლას და ყველა მეგობარს გვერდში დგომისა და საიდუმლოს შენახვისთვის.
update: გუშინ ვაჩვენე და დომენზე აღფრთოვანდა,დიზაინს ეგრევე გადაუსვა ხაზი :|
14.10.10
რა შეიცვალა?
- სტატუსი შემეცვალა და მარჯვენა ხელის არათითზე ოქროს ბეჭედს ვატარებ;
- ვნახე სტამბოლი, დიდი ხნის სურვილი ავისრულე, მაგრამ თორნიკემ მოიწყინა და საკუთარი თაფლობის თვიდან დროზე ადრე გამომაქცუნა :( ;
- აღარ გვიწევს ჩხუბი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "შენ სულ სახლში გინდა, დღეში ისედაც 2 საათით გხედავ", "სად წავიდეთ?" და მისთანებზე;
- მნიშვნელოვნად შემცირდა მშობლებისგან შემოსული ზარების რიცხვი საღამო/ღამის საათებში;
- გაიზარდა სანაცნობო/საახლობლო/სანათესაო წრე;
- დავდივარ მანქანით, ცოლის სტატუსი რომ არა, მამაჩემის ხელში ჯერ კიდევ შორიდან მომიწევდა ჩემი მანქანის ყურება;
- სამაგიეროდ ჩხუბის ახალი მიზეზი მომემატა "რეზკად ატორმუზებ (მე მომიტევეთ :))) )", "ფრთხილად, წინ მანქანაა", "წითელი ანთია", "ჭკუას ნუ მასწავლი, ჩემით გავაკეთებ", "ერთი კვირაა რაც საჭესთან ვზივარ, მაქვს შეცდომის დაშვების უფლება", "გადადი მანქანიდან" და ა.შ.
- კომპიუტერთან ვეღარ ვჯდები, თორნიკეს სულ "საქმე" აქვს და მე დროის მოსაკლავად ან ვალაგებ ან ვკითხულობ ან მოწყენილობისგან ვკვდები და ვიწყებ ბუზღუნს ყურადღების მისაქცევად;
- ქმარმა დაიწუნა ჩემი გოჭი ყულაბა, პატარაა და თან იხსნებაო, თვითონვე გააკეთა ყავის ქილისგან და ჩემი მთელი წლის ნაგროვები 40 ლარი თავისთან გადაყარა;
- ახლა მაგიდას უკვე 2 კაცზე ვშლი ხოლმე, მერე მე ვალაგებ, თორნიკე ჭურჭელს რეცხავს ან პირიქით.
მინუსები:
არის ერთი დიდი მაგრამ, ბიუჯეტის სიმცირის გამო მშობლებთან ვცხოვრობთ და მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ ცხოვრების ამ ახალ ეტაპს.
პლიუსები:
არანაირი კომუნალური, არანაირი ხარჯი საკვებში და + დალაგება-საჭმლის მომზადება "მომსახურებაში" შედის :)
24.9.10
Step In The Name Of Love
თითქმის 3 წლის წინ თორნიკემ პირველად მითხრა, რომ ვუყვარვარ. ისე გავიქეცი, 3 კვირა არ გვინახავს ერთმანეთი. მერე ისე, მეგობრულად ვხედავდით ერთმანეთს, დავბოდიალობდით, მერე მეგობრულად ჩავკიდეთ ხელი და ბოლოს ისევ იმ "მიყვარხარ"-მდე მივედით. შემაბა, მომეწონა და ჩავთვალე, რომ მიყვარს.
2-3 თვეში ზუსტად ვიცოდი, რომ მიყვარდა, ოჯახზე არც გვიფიქრია, ეს დრომ მოიტანა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა საუბარში ახალი ფრაზა შეგვერია - "როცა ერთად ვიცხოვრებთ".
მერე რიგრიგობით გვინდოდა ერთად ცხოვრება, ხან ის იყო წინააღმდეგი, ხან მე. შუალედებში ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ვჩხუბობდით და ისევ ვრიგდებოდით.
როცა ზაფხულში დამიჩოქა და ხელი მთხოვა არც თუ ისე რომანტიულ ადგილას რომანტიული მთვარის ფონზე, დავთანხმდი, მაგრამ ერთად ცხოვრებას მაინც ვერ მოვაბით თავი, მიზეზები არ გველეოდა (ძირითადად მე), ვინმე გვჭირდებოდა, ვინც ხელს გვკრავდა, დაგვაჩქარებდა. ჰოდა, წინა სამშაბათს ეს პიროვნებაც გამოჩნდა, გვიჯიკა და შედეგიც სახეზეა, 28 საათში ჯვარს ვიწერთ და პირდაპირ სტამბოლისკენ მივემართებით.
დრო: დღის 3 სთ
ადგილი: ჩიტაძეზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში
დრეს-კოდი: არანაირი შეზღუდვა
საჩუქრები: ყველანაირი სახის
დასწრება თავისუფალია!
23.9.10
20.8.10
შვებულება / ბათუმი
აუტანელი სიცხე, მშვენიერი წყალი საცურაოდ, ერთი შეხედვით სუფთა, თუმცა ალაგ–ალაგ მოცურავე ფეკალიებით. გზად ისე დავიღალეთ, ბინის მოძებნის თავი არ გვქონდა, ნაცნობ ოჯახს მივაკითხეთ და უნახავად დავთანხმდით ერთადერთ დარჩენილ ოთახზე იმის შიშით, რომ ჩემს შემდეგ 2 წუთში მოსულ გოგოს არ დაესწრო. შედეგად მივიღეთ დასაგველი, ცხელი და კოღოებით სავსე ოთახი. მშვენიერი!
როკ ფესტი, როგორ ველოდით. საშინელება! ჯერ ერთი, ზუსტად იგივე ხალხი, ვინც თბილისის მსგავს ფესტივალებს სტუმრობს და თავი აქ მეგონა. მერე მეორე, საშინელი პუბლიკა – აჭარელი კაიბიჭობა, რომლებიც მიკროფონთან მისვლას და დედის გინებასაც კი არ ელოდებოდნენ და კულმინაცია – არანაირი დაცვა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. ბათუმი როკ ფესტი ჩაფლავდა.
თუმცა შაბათ–კვირას იმდენი მეგობარი შემოგვემატა, თბილისში აღარავინ დარჩა და ცხვირჩამოშვებულები ავედით ბათუმი–თბილისის ჯაყჯაყა ავტობუსში.
© ყველა ფოტო გადაღებულია თორნიკეს მიერ
18.8.10
შვებულება / ცხენისწყალი
თორნიკეს სოფლის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინე, ცხენისწყალი, იმერეთ–სამეგრელოს გამყოფი ხიდი, ბინული და მჟავანაძის სახლის ნარჩენები ვანახე. ცხენისწყალზე კარგად გაერთო, ვინც არაა ნამყოფი, ქვიშიანი წყალი მოდის, საკმაოდ სწრაფია, საცურაოდ არ ვარგა, თუმცა ბავშვობაში ხშირად მიჭყუმპალავია. ახლა მხოლოდ გატალახებით და ფეხების დასველებით შემოვიფარგლეთ.
სამეგრელოს მხარეს საოცარი რამ ვნახე: ქმარი ჩრდილში იჯდა, ცივ წყალს მიირთმევდა, ცოლი მანქანას რეცხავდა, დისკებიც გაუპრიალა, მერე გაამშრალა და წავიდნენ :| ალბათ უყვარს იმ ქალს რეცხვაო, ზოგმა მითხრა, თუმცა რავი, არ მგონია. გული ჩამეწვა.
17.8.10
შვებულება / კინჩხა
ვინც არ იცის, კინჩხა ხონის რაიონის ბოლო სოფელია, საკმაოდ მაღალზე მდებარეობს და ცნობილია ჰაერით და ჩანჩქერით. ჩემი სოფლიდან იქამდე 25 კილომეტრია. მაცხოვრებლებმა გვიქეს, გვიდიდეს. ჩვენც დილით საგზალი ავიღეთ და წავედით. გაჩერებაზე ნახევარსაათიანი ყურყუტისა და ლოდინის შემდეგ ნიკოლოზის დროინდელი ავტობუსი მოვიდა. გზა პირველი 10 კილომეტრი კარგია, ტრასაა დაგებული. გორდიდან იწყება აღმართები და გზას ნუ მკითხავთ, დავიღალე, დავიტანჯე, ყველა კუნთი დამეჭიმა. გაჩერებიდან ჩანჩქერამდე 1,5-2 კილომეტრი ფეხით სასიარულოა, ძირითადად აღმართები. ჩანჩქერი კი ჩანს, თუმცა წვრილად. გულს არ ვიტეხ, ალბათ ახლოდან ლამაზია_თქო. თვითონ სოფელი ნამდვილად ლამაზია, კაკაბაძის "იმერეთი" გამახსენდა. მთები, ტყე, ჰაერი, აქ ყველაფერია, რაც ჩემს სოფელს აკლია.
მივედით ჩანჩქერთან და საბოლოოდ გადაგვეწურა იმედი ჩანჩქერის სილამაზის ნახვისა და გაგრილების. გვალვის გამო წყალი ისეთი დამშრალი იყო, რომ ქვემოთ ჩანჩქერისგან მხოლოდ წვეთები აღწევდა. საბანაო ადგილი აღმოჩნდა დაგუბებული ადგილი დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანის, სადაც 30 კაცი იწვა. დავრჩით გაღიმებულები. ავტობუსის გასვლამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, ამიტომ გაგრილების სხვა საშუალებას მივმართეთ: პატარა გუბეში ჩავსხედით. აღმართები დაღმართებად იქცა, უცებ ჩამოვირბინეთ, ავტობუსმა კი ისევ საშინლად გვახტუნავა.
მივედით ჩანჩქერთან და საბოლოოდ გადაგვეწურა იმედი ჩანჩქერის სილამაზის ნახვისა და გაგრილების. გვალვის გამო წყალი ისეთი დამშრალი იყო, რომ ქვემოთ ჩანჩქერისგან მხოლოდ წვეთები აღწევდა. საბანაო ადგილი აღმოჩნდა დაგუბებული ადგილი დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანის, სადაც 30 კაცი იწვა. დავრჩით გაღიმებულები. ავტობუსის გასვლამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, ამიტომ გაგრილების სხვა საშუალებას მივმართეთ: პატარა გუბეში ჩავსხედით. აღმართები დაღმართებად იქცა, უცებ ჩამოვირბინეთ, ავტობუსმა კი ისევ საშინლად გვახტუნავა.
კვატი <3 |
შვებულება / დღე მესამე
თორნიკემ გაიღვიძა და არაო. ვერაო. შენ წადი, მე სახლში ვბრუნდებიო. ფეხები იტკინა და გზას ვეღარ გავაგრძელებდით. ბახმარომდე 3 დღე ტყით უნდა გვევლო, დასახლებული პუნქტების გარეშე და უკან გამოსაბრუნებლად საირმე საუკეთესო ვარიანტი იყო. ავიბარგეთ, ბავშვები გავაცილეთ და ჩვენ ქუთაისისკენ ავიღეთ გეზი. ტრანსპორტი შუადღემდე არ გადიოდა, კეთილი მძღოლების იმედად ფეხით დავადექით გზას. 1 საათის შემდეგ ზუგდიდელმა წყვილმა შეგვიფარა და ბაღდადამდე ჩამოგვიყვანა. იქიდან მარშუტკით ქუთაისში ჩავედით, თეთრი ხიდი მოვინახულეთ და ხონისკენ დავიძარით.
მორჩა საირმე |
![]() |
მე და პიკასოს ბიჭი |
ფიის, ლავ :)) |
შვებულება / დღე მეორე
საშინელი ღამე იყო. ცუდად მეძინა. დაღმართზე გიძინიათ? გინდა თუ არ გინდა, ქვემოთ მისრიალებ კარვის ბოლოში და ფეხს ვერ შლი. + ღამით რაღაც ცხოველი მოვიდა კარავთან, დაგვსუნა. ფშვინვაც ისმოდა. დათვი მეგონა, შემეშინდა, სუნთქვა შევიკარი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხმა მეზობელი კარვიდან მოდიოდა, ვიღაცას მშვიდად ეძინა და ხვრინავდა, ვინ დაგვსუნა, ეს არ ვიცი, ზემოთ, მთაზე მწყემსები მოჩანდნენ და ალბათ მათი ძაღლი იყო. 7 საათზე გამოვლაგდით, ავშალეთ ბანაკი. დარჩენილი წყლით ნახევარი ჭიქა ჩაი და ნახევარი ჭიქა ყავა გამოგვივიდა, ყველამ მოვყლუპეთ და გავუდექით გზას.
ისევ აღმართი, ჩვენ წვეთი წყალი არ გვაქვს, ხელ–პირიც დაუბანელი, გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარით, მაგრამ იმედიანად მივდივართ, იქ, სადღაც, იმერეთში წყალი გვეგულება. და უცებ, ჩვენი ბაზიდან 50-60 მეტრში კვამლი გამოჩნდა, შემდეგ საშინელი სუნი, მერე ქოხები და წყალი! მწემსები ცხოვრობდნენ. მარაგი შევავსეთ და გავუდექით გზას.
ყვითლად გზაა მონიშნული |
გუშინდელისგან განსხვავებული პეიზაჟებია. სამანქანო გზას მივუყვებით, თუმცა სამანქანო რა, ალბათ წელიწადში 2–3–ჯერ რამე ხიდიანი მანქანა თუ დადის. მარცხნივ მწვანე მთა, მარჯვნივ – აბასთუმანს დავყურებთ და ობსერვატორიის თავი პატარა ბურთად მოჩანს. ლამაზია აქაურობა. ეს აჭარა–იმერეთის ქედია. იმერეთისკენ რომ გადავუხვიეთ, დაღმართები დაიწყო. კარგი სიჩქარე გვაქვს აღებული. გზად რამდენჯერმე შევჩერდით წყლისთვის, საჭმლისთვის, გეოგრაფიული კვლევებისთვის.
![]() |
ქედზე |
საირმემდე 30 კილომეტრია, მართალია დაღმართები, მაგრამ ამხელა ბარგით ცოტა ძნელია. არ ვიცით შევძლებთ თუ არა გზის გავლას დაღამებამდე. გზას ვაგრძელებთ. საირმისკენ რომ ჩავუხვიეთ, ტყე დაიწყო, მარცხნივ მდინარე მოგვყვებოდა. გზად – არაფერი. სამიოდე მანქანა შეგვხვდა, მათ შორის ერთი ვილისის ტაქსი და ჩვენი დიდი იმედი, რომ უკან ჩამობრუნდებოდა და ბარგს მაინც გავატანდით, არ გამართლდა, აღარ ჩამოუვლია.
საირმემდე დარჩა 8 კილომეტრი, 7 კილომეტრი, 6, 5... 4.... ცოტაც.... 3.... ქვემოთ ჩავდივართ და ჩავდივართ. არც სახურავები მოჩანს, არც კაციშვილის ხმა ისმის. ბოლო კილომეტრები ძალიან გაიწელა. აშკარად ან ჯიპიესი გვატყუებს ან რომა. უცებ მოსახვევი გავიარე და ანძა! 2 ანძა! ვაშა! ცივილიზაცია! ხალხი! კაციშვილი არ ჩანს, რომ სიხარული გავუზიარო. სახლები მაინც არ მოჩანს, მაგრამ იმედი არის, რომ გზა არ შეგვშლია, რომ მალე მივალთ. დაახლოებით 30–40 წუთში სახურავებიც გამოჩნდა, ხმაც გავიგეთ, ჟრიამულიც. ესეც საირმე. და ეს ანძები სავარაუდოდ მობილური ოპერატორების ანტენები იყო.
ანტენები <3 |
ხალხი უცნაურად გვიყურებს, გიჟები ვგონივართ. ვიღაც მილიციელი შეგვეგება და საკარვე ადგილიც მოგვაძებნინა, იქვე ცენტრში, თუმცა რა ცენტრში, საირმეში სულ ათიოდე შენობა დგას ერთი პარკის გარშემო. ამ პარკში ამოდის ის სამკურნალო წყლები, თბილი და გაზგასული ნაბეღლავის გემოთი. არ მომწონს აქაურობა, ჰაერი მძიმეა, ხალხი პირქუში, ყველას ჭიქა უკავია და ყლუპ–ყლუპად სვავს წყალს. ბრრრრ. ომისშემდგომ ქალაქს მაგონებს აქაურობა.
კარვები გავშალეთ. იქვე აბანო ვიპოვეთ. რახან ბევრნი ვიყავით, ფასდაკლება გვაჩუქეს და 3 ლარის ნაცვლად 2 ლარად შევედით ჭუჭყის ჩამოსარეცხად. იფ, კარგია.
შედეგი: 30 კილომეტრი, დრო არ მახსოვს
შვებულება აიღო და არ დავასვენე <3 :) |
2 კაცი გვაკლია |
წუთშესვენება |
იმერეთი, სისხლმა მიყივლა |
საირმის ბაზა |
წყარო #2, სიბინძურეა |
მხოლოდ ეს ადგილი მომეწონა |
Subscribe to:
Posts (Atom)