14.10.10

რა შეიცვალა?

  • სტატუსი შემეცვალა და მარჯვენა ხელის არათითზე ოქროს ბეჭედს ვატარებ;
  • ვნახე სტამბოლი, დიდი ხნის სურვილი ავისრულე, მაგრამ თორნიკემ მოიწყინა და საკუთარი თაფლობის თვიდან დროზე ადრე გამომაქცუნა :( ;
  • აღარ გვიწევს ჩხუბი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "შენ სულ სახლში გინდა, დღეში ისედაც 2 საათით გხედავ", "სად წავიდეთ?" და მისთანებზე;
  • მნიშვნელოვნად შემცირდა მშობლებისგან შემოსული ზარების რიცხვი საღამო/ღამის საათებში;
  • გაიზარდა სანაცნობო/საახლობლო/სანათესაო წრე;
  • დავდივარ მანქანით, ცოლის სტატუსი რომ არა, მამაჩემის ხელში ჯერ კიდევ შორიდან მომიწევდა ჩემი მანქანის ყურება;
  • სამაგიეროდ ჩხუბის ახალი მიზეზი მომემატა "რეზკად ატორმუზებ (მე მომიტევეთ :))) )", "ფრთხილად, წინ მანქანაა", "წითელი ანთია", "ჭკუას ნუ მასწავლი, ჩემით გავაკეთებ", "ერთი კვირაა რაც საჭესთან ვზივარ, მაქვს შეცდომის დაშვების უფლება", "გადადი მანქანიდან" და ა.შ.
  • კომპიუტერთან ვეღარ ვჯდები, თორნიკეს სულ "საქმე" აქვს და მე  დროის მოსაკლავად ან ვალაგებ ან ვკითხულობ ან მოწყენილობისგან ვკვდები და ვიწყებ ბუზღუნს ყურადღების მისაქცევად;
  • ქმარმა დაიწუნა ჩემი გოჭი ყულაბა, პატარაა და თან იხსნებაო, თვითონვე გააკეთა ყავის ქილისგან და ჩემი მთელი წლის ნაგროვები 40 ლარი თავისთან გადაყარა; 
  • ახლა მაგიდას უკვე 2 კაცზე ვშლი ხოლმე, მერე მე ვალაგებ, თორნიკე ჭურჭელს რეცხავს ან პირიქით.




მინუსები:
არის ერთი დიდი მაგრამ,  ბიუჯეტის სიმცირის გამო მშობლებთან ვცხოვრობთ და მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ ცხოვრების ამ ახალ ეტაპს. 

პლიუსები:
არანაირი კომუნალური, არანაირი ხარჯი საკვებში და + დალაგება-საჭმლის მომზადება "მომსახურებაში" შედის :)

10 comments:

Salome said...

აააწწწ <3 <3

utvino said...

გული ამიჩუყდა <3

ზიზი said...

კარგია ცვლილებები... საინტერესო თანაცხოვრებას გისურვებ..

kakato said...

<3
გამახსენდა 2წლის უკან ჩვენ როგორ ვიწყებდით და გული ამიჩუყდა :)

სასწრაფოდ ლეპტოპია შესაძენი ოჯახში :დ

ბედნიერებას გისურვებთ ნათ <3

Keti said...

:*** <3

piccolina said...

ომგ დამატებით კომპს თუ არ შეიძენთ, ოჯახი დაგენგრევათ :)))
ძაან ძნელია მარტო ერთი კომპით ცხოვრება, როცა ორივე 'მიმჯდარები' ხართ
been there :D

Kiwi said...

მშვენიერია <3

m i r a m a x said...

მოკლედ მეც იგივეს გირჩევ, სასწრაფოდ შეიძინეთ ლეპტოპი... აი ერთლარიანგანვადებიანები ხო არი : )))


კი არა და მიყვარხართ ორივე:* <3

babisa said...

homara mag "magram"s imdeni + aqvs, rom kargiaa mainc..
sachestan jdomis ambebi gamixarda :))

Kate said...

ხო ნუ ყველაფერს აქვს თავისი მინუსი და პლუსი.

ბედნიერ თანაცხოვრებას გისურვებთ.

ლეპტოპი მართლა აუცილებელია, მაგრამ ძვირია და ჰა :((