27.6.14

ბედნიერების ფორმულა

ცოტა ხნის წინ სოფის პროექტში მივიღე მონაწილეობა. ერთი კითხვა, რომელსაც პასუხი გავეცი, ასეთია:
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

2007 წელს შემიყვარდა პირველად ცხოვრებაში. 2010-ში ცოლად გავყევი. აგერ, მეშვიდე წელია ერთად ვართ. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ისევ შეყვარებულებს გავხართო და ძალიან მიკვირს, არ უნდა ვგავდეთ? ბრრ.. საიდუმლო? ჩვენი სიყვარულის ფორმულა ალბათ ის არის, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც ვართ და ინტერესებიც ხშირად იკვეთება ხოლმე. 
თურმე ვცდებოდი.
არა, განა დავშორდით.
ახლა რომ თავიდან ვწერდე პასუხებს, აუცილებლად მივამატებდი:
ჩვენი სიყვარულის ფორმულა ალბათ ის არის, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც ვართ და ინტერესებიც ხშირად იკვეთება ხოლმე. თანაც ერთმანეთს თვეში მხოლოდ ერთი კვირა ვხვდებით და ერთმანეთის მობეზრებას ვერ ვასწრებთ.
ჰო, ასეა ეს. აი, ორშაბათს უცებ დამირეკა, წავედი მივლინებაშიო და ჯერაც არ ჩამოსულა.

2 comments:

Tinatin Nadiradze said...

მოყარე სახლში გოგოები, ჩართეთ სინდი ლაუპერის ის წკივანა სიმღერა, გააკეთე შენი ლიმონათი და წააავიდაააა! :))))

babisa said...

ოჰ, ეს ბიჭების სამსახურები. ნეტა, სულ არ არსებობდეს და ფული კიდე ან არ გვჭირდებოდეს, ან ბევრი გვქონდეს ისედაც :))))