რა მოხდა ამ წელს?

–ათასჯერ ვიჩხუბეთ მე და თორნიკემ, ამდენჯერვე შევრიგდით და ჩავეხუტეთ;
–ავიხდინე ბავშვობის ოცნება და გადავკვეთე ეგვიპტის საზღვარი;
–პირველად გავატარე შვებულება თორნიკესთან ერთად;
–გადავწვიტე თმის გაზრდა, მაგრამ ეს პროცესი ისე იწელება დროში...
–დავიკელი წონაში;
–ვიყიდე კაბა და ქუსლიანი ჩექმა;
–დავფარე ოვერდრაფტი;
–ჩემი თევზები დაიხოცნენ;
–შევცვალე თემა ბლოგზე;
–ავიღე დიპლომი;
–პირველად ვიყავი მეჯვარე;
–გამოვცვალე პროცესორი;
–სიცხემ დამიწია 36,6-მდე, დავამტკიცე, რომ ნორმალური ვარ;
–შოთა წავიდა შოტლანდიაში;
–გავბერე იო–იო..
იყო კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომლის გახსენებაც არ მსიამოვნებს და შეგნებულად არ დავწერე. იყო ბევრი სიხარული და ბევრი გულისტკივილი. სხვა კონრეტული ამ წუთისთვის არ მახსენდება.

-ახალი სამსახური;
-მაგისტრატურა;
-ნორმალური ხელფასი;
-ლეპტოპი;
-მოგზაურობა საზღვრებს გარეთ;
-ბეეევრი ღამე კარავში;
-კიდევ 3-4 კილოს დაკლება.
კიდევ რამდენიმე სურვილი მაქვს, თუმცა მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, ამიტომ გავჩუმდები.
****
გილოცავთ ყველას. ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს ყველასთვის. გკოცნით, გეხვევით.
2 comments:
მერე ჩემთან შემოდი რა.
ბოლო პოსტი წაიკითხე.
ძალიან ბევრ რაღაცაში გეთანხმები სამსახურთან დაკავშირებით.
გილოცავ, ნათი! :)
ყველა სურვილის ასრულებას გისურვებ :)
Post a Comment