
დღეს საღამოს მინდოდა დამეწერა, როგორ ავაგე ცოტა ხნის წინ უახლოესი გეგმები ერთი მიზნის გარშემო, რომელიც დღეს დაიმსხვა და დომინოს პრინციპით რიგ-რიგობით მიეწყო სხვებიც, როგორ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, ამიცრუვდა გული ხალხზე, სამსახურზე, მომავალზე და როგორ მახრჩობდა ცრემლები, მაგრამ არ ვიტირე და დარდი ისევ ერთი ფილა შოკოლადით განვიქარვე.

ჰოდა სახლში მოსულს, სვითის ვიდეო დამხვდა, გამიხარდა, გავმხიარულდი და დავიკიდე ფეხებზე დღევანდელი ნეგატივი, გავიღიმე და ახალი იმედებით ავივსე. მერე რა, რომ დღეს არ გამიმართლა, თუ არ გამოდის დღეს, გამოგვივა ხვალ (c).
დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა. ხვალ სანდრო და ანი მოვლენ და ამ ახალ წელს ისევ ხმაურიანად შევხვდებით, როგორც ძველად, ახალციხეში :)
6 comments:
სვითის ვიდეო მართლა ძალიან კარგია, და შენ და თორნიკე ხართ კარგები კიდევ : )
ჩემი თბილი დე :*
სამსახურში რა ხდება???
დღეს დაიმსხვა და დომინოს პრინციპით რიგ-რიგობით მიეწყო სხვებიც, როგორ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, ამიცრუვდა გული ხალხზე, სამსახურზე, მომავალზე და როგორ მახრჩობდა ცრემლებ
ra moxda???
jandaba :( ai, cudi rameebi rom miewyoba xolme ertmanets, xo ici.. hoda eg periodi maqvs :(
გაგივლის ნათი, გაგივლიიიიის :)))
ai mec zustad eg cudi miwyobis periodi maq :(
xoda chemi gadagebuli foto gamixardaa :D :*
Post a Comment