29.12.09

I'm just gonna keep on waiting

გუშინ ღამით მინდოდა დამეწერა, როგორი გრძელი და სასიამოვნო დღე მქონდა, როგორ დამითანხმა დაღლილ-დაქანცული ქეთომ, სალვეში გავყოლოდი, როგორ მოვაბრუნე თორნიკე სახლის გზიდან, როგორ გავაკვირვე კაბითა და ქუსლიანი ჩექმით, რამდენი დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-მეგობარი ვნახეთ, როგორ გავეხვიეთ უამრავ ხალხში, კვამლში, მოგონებებში, როგორ წავედით შუაღამისას ტერემოკში პილმენებისა და ბლინების საჭმელად, როგორ ვერ ვიშოვეთ ნაყინი, მაგრამ ზედმეტად სავსე ვიყავი ემოციებით და ზედმეტად დაღლილი.



დღეს საღამოს მინდოდა დამეწერა, როგორ ავაგე ცოტა ხნის წინ უახლოესი გეგმები ერთი მიზნის გარშემო, რომელიც დღეს დაიმსხვა და დომინოს პრინციპით რიგ-რიგობით მიეწყო სხვებიც, როგორ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, ამიცრუვდა გული ხალხზე, სამსახურზე, მომავალზე და როგორ მახრჩობდა ცრემლები, მაგრამ არ ვიტირე და დარდი ისევ ერთი ფილა შოკოლადით განვიქარვე.



ჰოდა სახლში მოსულს, სვითის ვიდეო დამხვდა, გამიხარდა, გავმხიარულდი და დავიკიდე ფეხებზე დღევანდელი ნეგატივი, გავიღიმე და ახალი იმედებით ავივსე. მერე რა, რომ დღეს არ გამიმართლა, თუ არ გამოდის დღეს, გამოგვივა ხვალ (c).



დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა. ხვალ სანდრო და ანი მოვლენ და ამ ახალ წელს ისევ ხმაურიანად შევხვდებით, როგორც ძველად, ახალციხეში :)

6 comments:

Natalia said...

სვითის ვიდეო მართლა ძალიან კარგია, და შენ და თორნიკე ხართ კარგები კიდევ : )

ჩემი თბილი დე :*

Kate said...

სამსახურში რა ხდება???

taa said...

დღეს დაიმსხვა და დომინოს პრინციპით რიგ-რიგობით მიეწყო სხვებიც, როგორ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, ამიცრუვდა გული ხალხზე, სამსახურზე, მომავალზე და როგორ მახრჩობდა ცრემლებ

ra moxda???

nati kuda said...

jandaba :( ai, cudi rameebi rom miewyoba xolme ertmanets, xo ici.. hoda eg periodi maqvs :(

tammo said...

გაგივლის ნათი, გაგივლიიიიის :)))

Meme said...

ai mec zustad eg cudi miwyobis periodi maq :(
xoda chemi gadagebuli foto gamixardaa :D :*