წინა პოსტში ვახსენე, რომ კორპორაციული წვეულებისთვის დავალება უნდა მოგვემზაებინა. მე სიმღერა შევარჩიე, შორენამ ტექსტი დაწერა, ნინომ სტუდია მოძებნა და დავიძარით სიმღერის ჩასაწერად. ჩაწერის პროცესი ფრიად სახალისო გამოდგა. არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს სიმღერის ნიჭი, თუმცა ზოგს ამის აღიარება ცოცხალი თავით არ სურს. საკმაოდ ვაწვალეთ ბატონი არტური, გადავუჭამეთ მთელი ხილი და ტკბილეულობა და ღამის 12 საათზე დაღლილ-დაქანცულები წამოვედით სახლში.
გამზადებული სიმღერა მეორე დილითვე დამხვდა მეილზე. პირველი მოსმენა ჩვენსავე დეპარტამენტში შედგა და გაამართლა, იხალისეს და მოგვიწონეს. მთავარი იყო სცენაზე როგორ წარვადგენდით.
ჩემი იდეა, რაიმე მარტივი ცეკვა დაგვედგა, დაიწუნეს და როცა რეპეტიციის დროს დებილებივით ვიდექით მთელი სიმღერის მანძილზე, მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი. ყოველთვის ასეა, არავინ მისმენს და ერთ საათში რამის მომზადება, თან ერთ-ერთი მონაწილის გარეშე, საკმაოდ რთულია.
ასე იყო თუ ისე, გუშინ წვეულება შედგა. ჩვენი ნომერი რიგით მეათე იყო. გამოგვაცხადეს და ავედით სცენაზე. ბავშვობაში სკოლასა და ხელოვნების კოლეჯში ჩატარებულ რამოდენიმე კონცერტს თუ არ ჩავთვლით, სცენასთან სხვა დამოკიდებულება არ მაქვს + ამას ძალიან მორცხვი ვარ. არც დანარჩენ ოთხს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ავედით და ვიმღერეთ, გამოგვივიდა. არ ვიცი, გულის ტკენა არ უნდოდათ თუ მართლა მოეწონა ხალხს :)) მართალია ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა ჩვენ ვიხალისეთ და ესეც საკმარისია.
შეგიძლიათ შეაფასოთ: Call us
დიდების 5 წუთი :)))
დიდი მადლობა:
თიკოს ხმისთვის;
არტურს გაძლებისთვისა და შრომისთვის;
თორნიკეს ფირზე აღბეჭდვისთვის;
ანი ბერიაშვილს ფინანსური მხარდაჭერისთვის;
მეგობარ IT დეპარტამენტს გამხნევებისთვის
და ყველას, ვინც 5 წუთი გამონახა ჩვენთვის
p.s. ყველა გაჟღერებული ზარი ამოღებულია ჩვენი ბაზიდან!

10 comments:
ააა, დე რა მაგარი იყო, ზარების ჩანაწერები! :ლოლ:
მკვტარი ვარ. - მკვდარი ხართ? :D ნარნარი ხმა :D წურბელა :ლოლ:
პ.ს მშვენივრად მღერით : ))
au sul cpota xnis cin movismine es sweetystan lol
good
ძალიან ბევრი ვიცინე : D
სიმღერის იდეა მომეწონა, Nouvelle Vague იამაყებდა თქვენით : D
kargia rom gagecinat, mtavari egaa :D misia shesrulebulia!
თქვენ შემოგევლოთ IT-ს თავი (ოღონდ თავში დეპარტამენტის უფროსი არ იგულისხმება :))) ) მაგარი იყო :*
au Dzaab magaria :)
sad mushaob? :)
წურბელა : )))))
რამდენი გიწვალიათ : *
აუ ქოლ ცენტრში მუშაობა მაგარი ნერვების წიწკვნაა, მაგრამ გაერთობა კაცი :D
ყველაზე მაგარი მუსიკალური ნომერი იყო მთელს სკეჩებს შორის ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
"ნარნარი ხმა მინდოდა გამეგო" :D :D :D :D
და ვაფშე ძალიან მაგარი იყო.
იქაც რომ ვისმენდი ამ რეჩებს, ვკვდებოდი სიცილისგან.
ნათ, ჩვენი სურათი გამომიგზავნე რა.
ცუდად ვარ, ჩავბჟირდი უკვე და გავლურჯდი : )))))
ამ ქალს ხმაზე ეტყობა რო მართლა მკვდარია : ))))))))
Post a Comment