28.1.10

მზეს ველოდები (38)

რა არის ადამიანი მაინც, რამეს მიეჩვევა და დათმობა უჭირს. შეიძლება არც უჭირს, შეიძლება კი არა უმეტეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ ცვლილებების ეშინია, სიახლეების. არადა ცოტაოდენი ხელის განძრევა და წარმატებაც მიღწეულია. წავიდა ის დრო, ყველაფერი ჩაწყობით რომ ხდებოდა. ახლა თუ ცოდაოდენი ნიჭი და უფრო მეტი მონდომება გაქვს, ყველაფერს შეძლებ, მაგრამ გვეზარება!

ცოტა ხნის წინ სერიოზულად დავფიქრდი, რა მინდა ამ ცხოვრებაში და ავიჭერი. აღმოჩნდა, რომ 22 წლის ასაკში კიდევ არ ვიცი რა მინდა. სერიოზულად დავფიქრდი პროფესიის შეცვლაზე, მაგრამ არ ვიცი, ახალს რამდენად შევეწყობი, შევითვისებ, გავუშინაურდები.. ახლა კიდევ ერთი შანსი მეძლევა და არ ვიცი, გავრისკო თუ არა. უბრალოდ, ბოლო შანსი ხელიდან ისე გავუშვი, შეხებაც არ მქონია, უჩემოდ ჩაიარა, წავიდა და ძალიან განვიცადე, დიიდი უსამართლობის წინაშე რომ აღმოჩნდები და არაფერი ძალგიძს. და ახლა ისევ იგივეს განცდა არ მინდა. აქ ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ მაინც.

ჰოდა არ ვიცი, გავრისკო?
ჰო, აბა რა, იქნებ მეც შემხვდეს შამპანიური :)



პ.ს. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ზაფხული მინდა რაც შეიძლება მალე!

9 comments:

Mariam said...

mec minda zafxuli :( kvela gagebit

ჩორვენი¹³ said...

aucileblad unda gariskooo kak minimum adrenalinia
kaifia siaxlea
axali emociebia
yvelaferi axali ragac sxva shegrznebas jruantels icvevs, mere ra tu ar mogeconeba da sheni ar agmochndeba zato ukve zustad gecodineba rom meored msgavs adgilas agar shecurav tu shetopav :D
xoda aucileblad cade!! Go kuda Go!!

NINOZARA said...

SHANSI ARASODES AR UNDA GAUSHVA XELIDAN.... :) AR UNDA GESHINODES CVLILEBEBIS. 22 TSLIS? JER DZAAN ADREA IMISATVIS ROM EQSPERIMENTEBIS GESHINODES :)

mr.picasso said...

მე იმდენად მიყვარს ცვლილებები ცხოვრებაში რომ მზად ვარ ინტერესის გამოც ბევრი რამ დავთმო. მგონი ცდად უნდა ღირდეს რა იცი რა გელის მომავალში მერე რა თუ პროფესიის შეცვლა მოგიწევს მთავარია რომ ამ ახალმა საქმემ სიამოვნება მოგანიჭოს და წარმატება მოგიტანოს
ზაფხული მეც საშინლად მენატრება თავს საშინლად ვგრძნობ ზამთარში . ჩემი დრო არაა ნამდვილად.

thomas said...

gariske riske riske riske

OTO said...

გარისკე !!!

თუ არ გარისკავ, მერე სულ ინანებ რატომ არ გავრისკეო. (ბევრჯერ მომსვლია) რაც უფრო ბევრ რაღაცას ცდი მით უფრო ბევრი გამოგივა : ))

Keti said...

მე მგონია, გარისკვა ღირს :)
თუ არ მოგეწონება, ამ პროფესიას ხომ არ კარგავ? ამასთან სიახლეები ყოველთვის კარგია, ყოველ შემთხვევაში – საინტერესო მაინც :)
წარმატებები!

nino said...
This comment has been removed by the author.
nino said...

gariske da gagimartla kidec, shegidzlia shampanurs daewafo:):)
shen iseti mondomebuli xar, rom axal saqmianobas kargad sheitviseb da dakisrebul pasuxismgeblobasac 10 -ze shesruleb.

ცოტა ხნის წინ სერიოზულად დავფიქრდი, რა მინდა ამ ცხოვრებაში და ავიჭერი.
(e.i.. marto me ar vichrebi rodesac sakutar tavs msgavs shekitxvebs vusvam:)))