30.1.10

Shopping Fail

არსებობს ორი ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიმეს ყიდვისას: თორნიკე და ქეთო.

-თორნიკესთან ერთად სიარული მიყვარს. კარგად მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი და ყოველთვის დაცული ვარ რაიმე სულელური შენაძენებისგან. ამასთან, ხარისხის გამოცნობაც მშვენივრად ეხერხება და მის გემოვნებას სავსებით ვენდობი.
-ქეთოსთან ერთად სიარული იმიტომ მომწონს, რომ პირდაპირ მოგახლის თუ რამე არ მოსწონს, შენი აზრი ფეხებზე კიდია და ამ თვისებით ”ცივ წყალს გასხავს”. მაგრამ ფხიზელი თვალით აფასებ პროდუქციას. მტკივნეულია, თუმცა ამართლებს ძირითადად, მაგრამ გემოვნება განსხვავებული გვაქვს და ერთი და იგივე რამეს ცოტა რთულად ვიწონებთ.

-თორნიკეს მაღაზიების ხსენებაზე ბურძგლავს და შუბლზე აწერია: ”ღმერთო, რა დავაშავე”. ამის მიუხედავად შეიძლება შემომყვეს რამდენიმე მაღაზიაში, მაგრამ ურეაქციოდ ან ძალით ”უი,გიხდება,იყიდე და წავიდეთ” სახით ან შეიძლება მაღაზიის წინ ვიდგეთ და დაეზაროს, ასე, უბრალოდ დაეზაროს, არ შემომყვეს და ვიჩხუბოთ.
-ქეთოსთან სიარულისას მანქანა აუცილებლად სახლში უნდა დავტოვოთ, თორემ მერე მთელი გზა მოგიწევს უსმინო მის გამოსვლებს საცობებზე, ბენზინის წვაზე, ფასების ზრდაზე და ამის შედეგად შეიძლება ზედაც არ შეხედოს იმ ნივთს, რომლის შეფასებასაც სთხოვ.

ჰოდა ახლა ვზივარ, ძალიან მინდა გავიდე და ვიყიდო პალტო და შარვალი + საჩუქარი ბაბისასთვის, მაგრამ გარშემო არავინაა, რომ გამომყვეს და მარტო წასვლას ვიცი, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვიყიდი. ერთი რამ მინდა, მქოპნდეს იმხელა შემოსავალი, რომ თუ ვერ ვიხმარ, ახლის ყიდვის საშუალება მქონდეს და არასდროს(!) არავის(!) აღარ(!) ვთხოვ გაყოლას საყიდლებზე!

Free Smiley Courtesy of www.millan.net

lol, just for fun

6 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ratom ratom var avad!! uars rogor getyodi maset ramezeeee ;(
nu martalia mec qetosavit momdis xolme pirdapir mixla rasac vfiqrob magram zato vamugameb vis ra evaseba an mouxdeba (jer ar gamimazavs btw :P ) hoda cotati tu gadaido sheni es shopingi an tu manamde veravin ishove me tanaxma var :user: alfat shamshabatidan ukve viqnebi jamrteli bedneieri da zalian aqtiuri

nati kuda said...

uii, ra magaria, sxva dros gtxov xolme gayolas. dges etyoba sindisma sheawuxa da wamyva da viyide kidec :D

Anonymous said...

კარგი გადაწყვეტილებაა! ეგრე უნდა მოექცე ყველას! :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

bazari araa!! mtavaria gamovjamrtelde tan saintereso da bevristvis ucnobi adgilebic vici saintereso ragaceebit :evil:

thomas said...

კარგი ახლა.ყველაზე კარგი გემოვნება მაქვს და ყველაზე კარგად შემიძლია გირჩიო,ვურჩიო სხვას რა ჩაიცვას და რა უხდება.უბრალოდ სულ ყოველთვის არ ემთხვევა მაღაზიებში სიარულის ხასიათი.
სულ მასეა ყველა ქალს ჰგონია რომ რახან კაცი საყიდლებზე არ მიყვება არ სცემს პატივს მის აზრს და თხოვნას.
არადა ქალებს ყოველ დღე მაღაზიაში უნდათ შესვლა ფულიც რომ არ ჰქონდეთ.

ქალებო მე თქვენ გეუბნებით ,არსებობს შოპინგზე უფრო ბევრი კარგი რამ გასაკეთებელი საყვარელ ადამიანთან

Kate said...

"თორნიკეს მაღაზიების ხსენებაზე ბურძგლავს და შუბლზე აწერია: ”ღმერთო, რა დავაშავე”"
ააააააა....
მოვკვდიიიიიიიიი....

:D :D :D