31.12.09

01/01/09 - 31/12/09

თითქმის ერთნაირი ოდენობით იყო კარგიც და ცუდიც, ამიტომ მიჭირს კონკრეტულად თქმა, როგორი იყო ჩემთვის ეს წელი.
რა მოხდა ამ წელს?
–ათასჯერ ვიჩხუბეთ მე და თორნიკემ, ამდენჯერვე შევრიგდით და ჩავეხუტეთ;
–ავიხდინე ბავშვობის ოცნება და გადავკვეთე ეგვიპტის საზღვარი;
–პირველად გავატარე შვებულება თორნიკესთან ერთად;
–გადავწვიტე თმის გაზრდა, მაგრამ ეს პროცესი ისე იწელება დროში...
–დავიკელი წონაში;
–ვიყიდე კაბა და ქუსლიანი ჩექმა;
–დავფარე ოვერდრაფტი;
–ჩემი თევზები დაიხოცნენ;
–შევცვალე თემა ბლოგზე;
–ავიღე დიპლომი;
–პირველად ვიყავი მეჯვარე;
–გამოვცვალე პროცესორი;
–სიცხემ დამიწია 36,6-მდე, დავამტკიცე, რომ ნორმალური ვარ;
–შოთა წავიდა შოტლანდიაში;
–გავბერე იო–იო..

იყო კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომლის გახსენებაც არ მსიამოვნებს და შეგნებულად არ დავწერე. იყო ბევრი სიხარული და ბევრი გულისტკივილი. სხვა კონრეტული ამ წუთისთვის არ მახსენდება.

რას ველი 2010 წლისგან? მოლოდინით არ ველი, მაგრამ მინდა:
-ახალი სამსახური;
-მაგისტრატურა;
-ნორმალური ხელფასი;
-ლეპტოპი;
-მოგზაურობა საზღვრებს გარეთ;
-ბეეევრი ღამე კარავში;
-კიდევ 3-4 კილოს დაკლება.

კიდევ რამდენიმე სურვილი მაქვს, თუმცა მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, ამიტომ გავჩუმდები.






****
გილოცავთ ყველას. ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს ყველასთვის. გკოცნით, გეხვევით.

2 comments:

Kate said...

მერე ჩემთან შემოდი რა.
ბოლო პოსტი წაიკითხე.
ძალიან ბევრ რაღაცაში გეთანხმები სამსახურთან დაკავშირებით.

Keti said...

გილოცავ, ნათი! :)
ყველა სურვილის ასრულებას გისურვებ :)