13.11.12

ინდური სამზარეულო

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ჩვენი შეხვედრები ჭამა–სმას არ სცდება, სასიამოვნოს სასარგებლო და საინტერესოც შევმატოთ და დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები. პირველი გასვლა იაპონურში იყო დაგეგმილი, მაგრამ მიზეზთა გამო, ინდურ რესტორან მაჰარაჯაში აღმოვჩნდით.

ატმოსფერო:
ბევრად უფრო ხასხასა გარემოს ველოდი და დაგვხვდა მუქი წითელი და ყავისფერი ტონები. დარბაზი დიდი არაა, მაგრამ ჩვენს გარდა არც არავინ იყო. მუსიკა – რა თქმა უნდა – ინდური. თავიდან გსიამოვნებს და მერე ნერვებს გიშლის.

მენიუ:
საკამოდ დიდი არჩევანია, დასახელების ქვეშ შემცველობაც წერია მეტნაკლებად. ფასები – ძვირი. ჩვენ მიმტანს ვუხმეთ და ისიც დაუზარებლად გვიხსნიდა, რომელი კერძი რისგან მზადდება, რას რა უხდება, რომელ სუნელს შეიცავს და ა.შ.

საჭმელი:
მმმ.. მოდი, პირდაპირ ვიტყვი – არაფერი განსაკუთრებული. გავსინჯე შემწვარი ქათამი და თევზი, ჩვეულებრივი, საფანელში ამოვლებული და ბევრ ზეთში შემწვარის შთაბეჭდილება დატოვა; ბრინჯი ბოსტნეულით, ჩვეულებრივსაც რომ ვერ უწოდებ – არ მომეწონა. პურის არჩევანია დიდი: ნივრით, კარტოფილით, ბოსტნეულით, წიწაკით.. ცუდი არ იყო. მე წიწაკიანი შევუკვეთე, ზემოდან წვრილად დაჭრილი კიტრი და პომიდორი ჰქონდა მოყრილი. დანარჩენი ხორციანი კერძები რაც იყო,  ქათმის ჩვეულებრივი ჩახოხბილის გემოზე ვჭამე და ცხვრის არ გამისინჯავს, მაგრამ ჯემა უკმაყოფილო დარჩა. თუმცა იყო ერთი კერძი, რომელიც იმ დღის ფავორიტი გახდა – ქათამი ისპანახში. თვითონ ეს ისპანახი იყო დაბლენდერებული და ისე შეზავებული, რომ სულ არ სჭირდებოდა ქათამი, ყოველ შემთხვევაში, მე არ მიჭამია, მარტო ეს სოუსი ვასხი ცალკე პურს და ცალკე ბრინჯს. სხვა მგონი არაფერი შეგვიკვეთავს. ა, ხო, მაწვნისა და ბოსტნეულის საწებელი იყო კიდევ, დიდი ვერაფერი.

Lassi
სასმელი:
ნაციონალური ალკოჰოლური არაფერი იყო, სამაგიეროდ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ინდური შავი ჩაი, ჩაი რძით ან ლასი, როგორც ტკბილი, ასევე მარილიან–სუნელებიანი. ინგლისის სიყვარულის გამო, რამდენჯერმე ვცადე რძიანი ჩაის დალევა, მარა საოცრებები გამოდიოდა, ამიტომ მე რძიანი ჩაი ავირჩიე და ცუდი არ იყო, ყავის გემო და არომატი დაჰკრავდა. ჯემამ გარისკა და ლასი აიღო ძირით. წარმოიდგინეთ, დაბლენდერებული მაწონი, ძირა და წყალი. წარმოიდგინეთ? ახლა სახე გაასწორეთ, ძალიან გემრიელი იყო, აკროშკის წვენს ჰგავდა. მგონი ნაბახუსევზე არ იქნება ურიგო და ზაფხულში მისწრება იქნება.

დასკვნა:
ან ეს ინდური არ იყო ინდური, ან ზოგადად ინდური საჭმელი არ მოგვეწონა.



4 comments:

babisa said...

ისეთი პოსტია, ვერაფერს დავამატებდი
უბრალოდ, მაინც იმედი მაქვს, ნამდვილი ინდური საჭმელი მეტი საკაზმით და სპეციფიურობით იქნება სავსე და უფრო გემრიელიც გამოვა.
ამ ინდურში კიდევ მისვლის სურვილი კი არ მექნება ალბათ.

Mariam Nanobashvili said...

კანდელაკზე რომ არის იმ ინდურში უნდა წასულიყავით, ეგ ვერ არის მთლად კარგი : )

ჩორვენი

Charlotte Alexandra said...

აუუ, როგორ მაინტერესებდა ეს ინდური არადა. კანდელაკისას მაინც ვცდი, ერთხელ, რავი :(

Kiwi said...

ლასი მმინდააა <3