2.11.09

nobody knows what it means

Is there good or bad or are you just mad

კანარიომ დამთაგა..  ერთი ძველი პოსტი გამახსენდა და გადმოვიტან. ძალიან ცოტა შიეცვალა. შენიშვნებს მივაწერ, ერთი-ორ პუნქტს მივამატებ. ამიტომ მიყვარს ბლოგი, ხედავ როგორ იცვლები.
  • შტერი ვარ, ძალიან შტერი.. გულთან მიმაქვს ყველაფერი, იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე საჭიროა..
  • ბუტია ვარ, მინდა, არ მინდა, მწყინს და ვიბუტები.. ვერ შევიცვლები..
  • მიყვარს ყურადღება და შესაბამისად უყურადღებობას ვერ ვიტან. მაღიზიანებს..
  • მიჩვევა ვიცი საშინელი და განვიცდი, როცა ადამიანისთვის მეორე პლანზე გადავდივარ.. ცუდი განცდაა..
  • სიყვარული შემიძლია უზომოდ, ზედმეტადაც კი.. შეყვარებული არ ვყოფილვარ, არასდროს.. ყურებამდე ვარ შეყვარებული, ამაზე მეტად შეუძლებელია თითქოს, მაგრამ დღითიდღე უფრო მეტად და მეტად მიყვარდება, ალბათ გავსკდები :)
  • გავცემ ძალიან ბევრს.. უკან მესამედიც არ მიბრუნდება (( თორნიკეს შემთხვევაში 3/4 მიბრუნდება ხოლმე :))
  • მიყვარს შოკოლადი, ნაყინი და თოვლი.. პირველი ორი მასუქებს, ბოლო მალოდინებს და მაინც არ მოდის. ამბობენ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვაო, ვნახოთ. 
  • ეჭვიანი ვარ ცოტაზე უფრო მეტად, მეგობრებზე ვეჭვიანობ ხოლმე, მიყვარს და იმიტომ . (თავს ვიმართლებ ). თორნიკეზე არასდროს მიეჭვიანია, ნუ, კამერა და ფოტოაპარატი არ ითვლება, არც იარაღი, ესენი სერიოზულ კონკურენციას მიწევენ ))
  • ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი. ამ ბოლო დროს ძილისგუდაც გავხდი, გვიან ვიძინებ და იმიტომ. 12_ზე მძინავს, 8_ზე ვდგები, მაინც არ მყოფნის.
  • არ მიყვარს ჭკუას რომ მარიგებენ, მაგრამ გააჩნია ვინ. ზოგს ვებუტები, მაგრამ ვითვალისწინებ ყოველთვის . (მიყვარხართ)
  • უსამართლობას ვერ ვიტან, წელს ამის გამო ლექტორებსაც ვეჩხუბე. არ ვნანობ )) ახლა უკვე თანამშრომლებს ვეჩხუბები ))
  • ბავშვები მიყვარს, იმათაც.. ჩემი სანდრი ქვეყანას მირჩევნია, დედას აღარ მეძახის, ’ნათიაც’ დაავიწყდა, მარა გაიზრდება და გავახსენებ ))
  • ხშირად ვტირი.. დიდხანს ვიცოცხლებ ალბათ
  • მაიმუნი მინდოდა ყოველთვის.. მინ დო და
  • ”ფიქრი ისე გამიტაცებს ხოლმე, რომ რეალობა მგონია”... -ჩემზეა ეს დაწერილი. მიწაზე დაშვება ვერ ვისწავლე რბილად
  • ვპატიობ თითქმის ყველაფერს. მავიწყდება? ძნელად.
  • ყველაზე ყველაზე ყველაზე.. ქეთო მიყვარს და თორნიკე, სხვადასხვანაირად, შედარება არც შეიძლება, არც იმის განსაზღვრა, რომელი უფრო მეტად.
  • რომანტიკოსი ვარ, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ველოდები )) ის ყოველთვის ან ავტობუსით მოდის ან მეტროთი ან მარშუტკით
  • არ მიყვარს მარტივი ხალხი, უინტერესონი არიან
  • მშიშარა ვარ ნახევრად.. მეშინია ქარის, ომის და საყვარელი ადამიანების დაკარგვის.. გზაზე გადასვლის შიშებიც დამეწყო, მდას.. გამოცდების მეშინია, გამოცდა რომ ქვია იმიტომ. დღემდე..
  • წიგნების სუნი მიყვარს, კითხვაც.. მინდა ჩემი მაღაზია მქონდეს
  • მექნება : ) ძალიან მინდა!!
  • ოპტიმისტი ვარ და ცხოვრება მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაბრაზებს ხოლმე
  • ვერ ვიტან ტელეფონს, ზარის გაგონებაზე მბურძგლავს, საყიდლებზე სიარულს, იშვიათად მომწონს რამე და თუ მომეწონა, ჩემი ხელფასი ვერ ფარავს ხარჯებს
  • სახლი მინდა, ჩემი საკუთარი სახლი
  • ძაღლი
  • და შვილები.. სამი მაინც :)
  • დიდი ჩანთა მინდა, საძილე ტომრით, კარვით, პარალონით, კომფორტული ბათინკებით და რუკა, დაკარგვა მინდა სადმე თორნიკესთან ერთად




6 comments:

Anuschka said...

ეეე, კუდა რა მაგრა ხარ შეყვარებული, რა ბედნიერებაა:)

ჩორვენი¹³ said...

shemogevlee
davtbi da avgeldi da agvtkindi :D
shenishvnebze vixalise

ნასტასია said...

ee,ra sayavreli yofilxar turme :)

eget rameebs ro ceren xolme,rogroc cesi,xelovnurobis suni adis ra es ragac sie ise dacerili,gimilit cavikitxe...bolo yvelase kargia...
me davikarge ertxel egre didi chantit chem axla ukve zvel bichtan ertad :D :D :D

nati kuda said...

მადლობა :)


ნასტასია: ჰომ.. გამიხარდა ძალიან რომ აღნიშნე :) არ მიყვარს ხელოვნური ხალხი ხელოვნური ბლოგებით და პოსტებით :*

babisa said...

sayvareli :">


hoda dagtage me axla ukve sxva tamashshi, aivso tamashebit blogsfero :D

Mariam said...

:*