8.3.12

თამამი ექსპერიმენტები სამზარეულოში

როცა წარმოდგენა არ გაქვს, საჭმელად რა მოამზადო, უბრალოდ მაცივარი უნდა გამოაღო, უჯრებში ჩაიხედო, ფანტაზია მოიმარჯვო და სცადო, დასაკარგი არაფერია, თუ გაფუჭებულ პროდუქტს და მშიერ ოჯახს არ ჩავთვლით (ჰუჰ).
ასე შეიქმნა დღევანდელი ვახშამი: მაკარონი ჩაშუშული ქათმის ღვიძლით და საწებელი.

მაკარონი:
სტანდარტულად მოვამზადე. ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყარე მაკარონი. მოხარშვის შემდეგ გადავწურე, ჩავაბრუნე ქვაბში და მოვასხი ზეითუნის ზეთი.

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი:
გავრეცხე ერთი შეკვრა ქათმის ღვიძლი და დავდგი მოსახართად 10 წუთით. ტაფაზე მოვშუშე ბევრი ხახვი ზეითუნის ზეთში, მოვასხი ცოტა პომიდვრის საწებელი, ერთი კოვზი აჯიკა, დავაყარე ნახევრად მოხარშული ღვიძლი, პილპილი, მარილი, თავზე მოვასხი შავი ღვინო ^^ და 10 წუთით დავტოვე საშუალო ცეცხლზე. ახლა გამახსენდა, რომ მწვანილი დამავიწყდა :D

საწებელი:
ჯამში ერთად ჩავყარე/ჩავასხი კვერცხის  გული, არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, დაფხვნილი ნიორი, ერთი კოვზი საწებელი  და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღე.

შედეგად: ოჯახი კმაყოფილია :D 20 წუთიც გავიდა და თავს კარგად ვგრძნობთ :))

3 comments:

Kate said...

სიტყვა "ჩაშუშული" რომ მესმის, უკვე მაჟრიალებს. :(((


ისე გიყვარს კულინარობა???

kuda said...

იფ იფ, კი, ოღონდ როცა მარტო ვარ სახლში :D თორემ მერე თორნიკე მოდის და ამატებს თავის გემოზე ხახვებს და სუნელებს :D

Rode said...

მაკარონით ყველაფერი გემრიელი გამოდის.