10.3.12

Нет воды — нет и секса!

გუშინ, კაფე "ალთჰაუსში" თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ახალგაზრდულმა კლუბმა ქალთა დღესთან დაკავშირებით კინოჩვენება მოაწყო. საგანგებოდ ამ დღისთვის რატომ შეარჩიეს ვეიტ (ფაიტ) ჰელმერის "აბსურდისტანი", ვერ მივხვდი, მაგრამ ფილმი მართლა კარგი იყო. ძირითადი თემა  გენდერული პრობლემებია. კაცები მთელი დღე  ჩაიხანაში სხედან და უსაქმურობენ, ქალები ვირებივით მუშაობენ, ღამით სექსით კავდებიან და ყველა ბედნიერია მანამ, სანამ სოფელს უბედურება არ დაატყდება თავს - წყალი აღარ მოდის. კაცები ისევ გულხელდაკრეფილები სხედან და ქალები ბუნტს ატეხენ: არ არის წყალი - არ იქნება სექსი!

ფილმი სადღაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა გადაღებული და სხვადასხვა ეროვნების ხალხი მონაწილეობს. ჩვენ რუსულად ვნახეთ, მაგრამ აქ ენა არ არის მთავარი, სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ის პრობლემები კი, რაც ფილმშია ნაჩვენები, საკმაოდ ნაცნობი იქნება ბევრი ქვეყნისათვის.

ფილმის დასრულების შემდეგ ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა გამოვიდა და დისკუსია გაიმართა ფილმზე და ზოგადად გენდერის თემაზე, აზრის გამოხატვა ყველას შეეძლო. იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს შორის ერთი ევროპაში გაზრდილი ქართველი ბიჭიც ერია, რომელმაც უეცრად თემა შეცვალა და საქართველოში ორგაზმისა და თავისუფალი ურთიერთობების პრობლემაზე ალაპარაკდა. ეტყობა ქართველი გოგოებისგან უარი მიიღო და ჯერ ვერ მოინელა :D

მივესალმები მსგავს ფილმის ჩვენებებს, მაგრამ ცოტა კისერი მეტკინა აქეთ-იქით ტრიალით, წინ მჯდომების თავები მიშლიდნენ ხელს.



2 comments:

Kate said...

საწყალი ბიჭი :დდდდ

Kate said...

აუ ისე აქაც უნდა მოეწყოს ეგ აქცია :დდდ