
ფილმი სადღაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა გადაღებული და სხვადასხვა ეროვნების ხალხი მონაწილეობს. ჩვენ რუსულად ვნახეთ, მაგრამ აქ ენა არ არის მთავარი, სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ის პრობლემები კი, რაც ფილმშია ნაჩვენები, საკმაოდ ნაცნობი იქნება ბევრი ქვეყნისათვის.
ფილმის დასრულების შემდეგ ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა გამოვიდა და დისკუსია გაიმართა ფილმზე და ზოგადად გენდერის თემაზე, აზრის გამოხატვა ყველას შეეძლო. იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს შორის ერთი ევროპაში გაზრდილი ქართველი ბიჭიც ერია, რომელმაც უეცრად თემა შეცვალა და საქართველოში ორგაზმისა და თავისუფალი ურთიერთობების პრობლემაზე ალაპარაკდა. ეტყობა ქართველი გოგოებისგან უარი მიიღო და ჯერ ვერ მოინელა :D
მივესალმები მსგავს ფილმის ჩვენებებს, მაგრამ ცოტა კისერი მეტკინა აქეთ-იქით ტრიალით, წინ მჯდომების თავები მიშლიდნენ ხელს.
2 comments:
საწყალი ბიჭი :დდდდ
აუ ისე აქაც უნდა მოეწყოს ეგ აქცია :დდდ
Post a Comment