27.11.11

საყელური

რამდენიმე დღის წინ წაფების პარკი გამოვიღე კარადიდან, საქმე არ მქონდა და სასარგებლო ჰობი გავიხსენე. ძირითადად პატარა ბურთებია დარჩენილი, რაიმე უკვე მზა ნივთიდან მორჩენილი. თაიას ქუდი მოვუქსოვე, ძალიან პატარაა და ასეთივე პატარა პომპონჩიკი მივაბი.
თაია ჩემი მომავალი შვილიშვილია, ჰო, დეიდაშვილის შვილის შვილი :D ყოველდღე ველოდებით, მაგრამ გარეთ გამოსვლას არ ჩქარობს, ეტყობა გამოდარებას უცდის, ჭკვიანი გოგო.
დღეს მორიგი პატარა გორგალი ამოვიღე, მარიამს რომ მოვუქსოვე შარშან ქუდი, იმის ნარჩენი. რაღაც ახალი უზორით დავიწყე ქსოვა, წიგნში როგორც ეწერა, ყველაფერი თითქოს მასე გავაკეთე, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც ფოტოზეა :D 
ჰოდა, დავიწყე სავარაუდოდ კაშნის ქსოვა, იდეაში გრძელი უნდა ყოფილიყო, 2-3-ჯერ რომ შემომეტარებინა, მაგრამ გზაში ერთი ფერი გამითავდა და მეორე ფერი კიდევ უფრო ცოტა მქონდა დარჩენილი და საბოლოოდ აი, ეს გამოვიდა. ძალიან თბილია და კომფორტული.
სახეს არ ვიმჩნევთ :D

4 comments:

Meme said...

შენ გეტყობა ქსოვის ხასიათზე ხარ, მე კიდე ძაფები ვიყიდე და დრო არ მაქ :( ხოდა შემთხვევით ხომ არ გინდა ფუმფულა კაშნე მომიქსოვო??? :)

babisa said...

ლამაზია, მგონი მოდაშიცაა- მაღაზიებში გადავეყარე. "უზორიც" მშვენეირი ჩანს ფოტოზე :))

Kate said...

ნიჭი გაქვს. ლამაზია და თბილიც სავარაუდოდ.

Keti said...

ლამაზია ძალიან!

მე შარშან მოვიქსოვე ასეთი :) ძაფის ნაკლებობის გამო და მერე ვიფიქრე, გაცილებით საინტერესო გამოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივი გრძელი შარფი იქნებოდა :)