26.9.11

ლიმონათი


დავაბლენდეროთ: 

წვნიანი ლიმონი
რეჰანი
შაქარი
წყალი.

გადავწუროთ, ჩავასხათ გამჭვირვალე მაღალ ჭიქაში, ჩავამატოთ ყინულები და მივირთვათ!

დღეს მოამზადა დედამ, უცნაური, პიკანტური გემო დაკრავს, მაგრამ სასიამოვნო სასმელია. ძალიან მომეწონა. იგივეს მომზადება შეიძლება პიტნითაც, მგონია ბევრად უკეთესი გამოვა. ვინმეს თუ ტარხუნის ლიმონათი გიყვართ, ალბათ ეგეც შეიძლება.

4 comments:

babisa said...

ეე ლიმონათიანი პოსტი <3
ჰოდა რეჰანით მე ვერ ვცდი, ასე მგონია არ მომეწონება, სადილშიც ყველაში არ მომწონს ხოლმე
აი, პიტნით მომწონს და ამ რეცეპტშიც ვცდი და ტარხუნაც მგონი აკრგი უნდა იყოს <3

babisa said...

ჰოდა ალბათ გაფრცქვნილი ლიმონი,ხო? და წყალი რამდენი? ან შაქარი :”>

nati kuda said...

ე.ი. ჩვენ პატარა ბლენდერი გვაქვს, ერთი ჭიქა გამოდის და მაგის მასალას მოგწერ:
ნახევარი ლიმონი კანიანად (მე ისედაც კანიანად ვჭამ ხოლმე და ეგ ალბათ გემოვნებაზეა დამოკიდებული);
ერთი ფინჯანი წყალი;
შაქარიც გემოვნების მიხედვით, ვის როგორ უყვარს;
3 საშუალო ზომის რეჰანის ტოტი(პიტნა და ტარხუნაც შესაბამისად).

Kate said...

ლიმონს არ ვეკარები არასოდეს. ვერ ვიტან.

რეჰანი კი ძალიან მიყვარს. <3