16.1.11

მეღიაბარათე

არ ვიცი რა ქვია იმ ადამიანს, ღია ბარათებს რომ აკეთებს. მგონი არც აქვს სახელი. ჰოდა ეს უსახელო პროფესია ძალიან მხიბლავს. მიყვარს არაფრისგან ლამაზი ნივთების შექმნა, არაფრისგან იმიტომ, რომ თბილისში საკანცელარიო მაღაზიებში მხოლოდ ბლოკნოტები და საოფისე ნივთები იყიდება. მახსოვს, პირველად ბარათი რომ გავაკეთე, მერე ინტერნეტში ტუტორიალები დავქექე და გამოვშტერდი. ყველაფერი მზა აქვთ, მხოლოდ მიწებება უნდა და 5 წუთში ბარათი მზადაა.
გუშინ ამანათი მივიღე ჩემი დისგან, ბერლინიდან გამომიგზავნა ფურცლები და სტიკერები. დიდი ხანი ვუყურე, სანამ გავჭრიდი. იცით რა ძვირია ყველაფერი?! გერმანიაშიც კი. რომ გამოვიწერო, ძვირი დამიჯდება. ნეტავ შესაძლებელია სადმე ჩავაბარო გასაყიდად? ისიც ვიფიქრე, ბლოგზე დავდებ, იქნებ მსურველი გამოჩნდეს_თქო, მასალის ფული რომ მოვაგროვო, ბიზნესის წარმოებას არ ვაპირებ. იყიდიდით თქვენ? არ გვაქვს საქართველოში ბარათების კულტურა.


ეს რამდენიმე დღის წინ დავწერე და უგულოდ დავტოვე დრაფტებში. მერე, სამსახურში მისულმა გავიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ ბლოგს, დავდებ ბარათებს, თუ გაიყიდა, გამიხარდება, თუ არ გაიყიდა - გავაჩუქებ_თქო, გავუზიარე თორნიკეს, რამდენიმე მეგობარს, იდეა მოიწონეს და აი, რამდენიმე საათის წინ ყველაფერი სისრულეში მოვიყვანე.
http://presents4u.wordpress.com/

ჯერჯერობით მეილბოქსი ცარიელია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და შესაძენ მასალას ვათვალიერებ ინტერნეტში :))

6 comments:

m i r a m a x said...

ყოჩაღ კუდ! : ) წარმატებებს გისურვებ!!!

ჩორვენი¹³ said...

aaaaaaaaw raaa genialuriaaa ♥♥♥ bravoo kudaa!!

m i r a m a x said...

http://www.youtube.com/watch?v=_tHWXkzdP50&feature=fvhr
Ыут აი კიდე, ასეთებიც შეიძლება, იმ კეტებზე გამახსენდა : ))

babisa said...

zalian lamazebia :)
neta sakancelario magaziebi an sasachuqre magaziebi ar chaibareben? :)
egec SCADE :)

nati kuda said...

madloba :)

Keti said...

ძალიან ლამაზია :)
კარგია, საქმიანობადაც რომ აქციე, წარმატებები! :)