6.7.13

ძვლები

კარადა გამოვაღე, ძველი კეტები შემეფეთა. ხარისხი დიდი ვერაფერი, ფასის შესაბამისი, მაგრამ კომფორტული კი იყო, ვერ დავიწუწუნებ. იმდენჯერ გავრეცხე, ცოტა შედგა, თორემ არც ნაჭერი, არც ძირი არ გაცვეთილა. ერთი ეგაა, ზემოდან დალაქავდა. გადასაგდებად დამენანა. აქვე გაჩნდა იდეა: მოვხატავ!
და მოვხატე.
ძვლებს დიდად არ ჰგავს :))
საჭირო მასალა:
კეტები
აკრილის თეთრი საღებავი
შავი მარკერი
ფუნჯი




2 comments:

Sophie שרה Golden said...

რატომღაც კომენტარების ველს ვერ ვპოულობდი კაი ხანს, გამოძინება მჭირდება ან მოხატვა და გამოფხიზლება შენი კედებივით :)

ცხოვრებაში არ მომაფიქრდება მსგავსი რამ, ღმრთი რანაირად არიგებს ამ კრეატიულ ნიჭს, არა? :)))

kuda said...

g+_ის კომენტარები ჩავრთე და მანაც ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ მომხმარებლებს მისცა კომენტარის დატოვების საშუალება. ქრისტიმ შეამჩნია და გავთიშე.
ჰო, ზოგს რა გვხვდება, ზოგს – რა. მაგალითად, სიამოვნებით შევიხვედრებდი სიმღერის და ხატვის ნიჭს, მაგრამ უშრეტი ფანტაზია შემხვდა :)