10.8.12

სანგრია ჩემებურად

თორნიკეს დაბადების დღეზე რამე უცნაურის დალევა გვინდოდა და ნინო სანგრია რომ მირჩია, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო. მერე დავქექე რეცეპტი ორი ანალოგიური ვერ ვნახე. მერე დავასკვენი, რომ მთავარია პრინციპი გაიგო და ეგაა, დანარჩენი გემოვნების საქმეა.
აქ დავწერ ჩემს რეცეპტს. ძალიან გემრიელი გამოვიდა. წვენი ძალიან მსუბუქი ჰქონდა და არ გათრობდა, თუ ხილსაც არ მიაყოლებდი. აი, ხილი იყო - ბომბა!


მასალა:

4 ცალი მწიფე ატამი
2 ცალი ვაშლი
2 ცალი ლიმონი კანიანად
2 ცალი მწიფე მსხალი
ერთი დიდი ფორთოხალი
1,5 ლიტრი წითელი მშრალი ნახევრად ტკბილი ღვინო
1 ლიტრი ფორთოხლის ნატურალური წვენი
70 მლ ბალზამი
50 მლ კონიანი
სიროფი (6 კოვზი შაქარი + ნახევარი ჭიქა წყალი)
ყინულები


მომზადების წესი:

გავთალოთ და დავჭრათ ხილი პატარა კუბიკებად. ლიმონი დავჭრათ კანიანად თხელ მრგვალ ნაჭრებად. ჩავალაგოთ ფენა-ფენა. დავასხათ სიროფი, ბალზამი, კონიაკი, ღვინო და წვენი. ამოვურიოთ და შევდგათ მაცივარში. როცა დ, ჩაყარეთ ბევრი ყინული.

მოკლედ, თქვენი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვა ხილითაც და არამარტო. მაგალითად, ცისფერ სანგრიას პიტნისა და კიტრისგან ამზადებენ და ცისფერი ფერის ლიქიორი რომ არის, სახელი არ ვიცი, იმას ასხავენ.
თითქმის ყველა რეცეპტში იყო ნახსენები ატამი.
ხო, სიროფში შაქრის ოდენობა დამოკიდებულია ღვინოზე. 

No comments: