1.9.11

ბოლო დროის აკვიატებები


1. ონლაინ-მაღაზიები, ოღონდ ტანსაცმელ-ფეხსაცმელს ნაკლებად ვათვალიერებ. საოჯახო ნივთებს, სამკაულებს, სუნამოს, თავის მოვლის საშუალებებს, ფოტო კამერებს ვათვალიერებ, ყველგან ვრეგისტრირდები, კალათში ვყრი ნივთებს, რომ ადვილად მივაგნო. კიდევ კარგი ელექტრონი მაქვს და ამისთვის არ გამოდგება, თორემ მივახარჯავდი მთელს ხელფასს. თუმცა, გამოვტყდები და ბარათებსაც ვარჩევ, ვერ გადავწყვიტე რომელ ბანკს მივადგე.

2. თავის მოვლის საშუალებები. კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში გასაკვირი? უბრალოდ, ადრე კრემებს და ნიღბებს იშვიათად ვიყენებდი, ახლა სულ ამ თემის გარშემო დავტრიალებ ფორუმს, რეცეპტებს ვინიშნავ, ექსპერიმენტებს ვატარებ. გუშინ მაწვნისა და ჰერკულესის ნიღაბი წავიტიტყნე სახეზე, ტანზე კი ჯონსონის ზეთი, ყველა აქებდა და მინდა გითხრათ, ეს უკანასკნელი არ მომეწონა. დღეს ჟიაიას ნაწარმი ვიყიდე, სახის დრის და ღამის ზეთისხილის ექსტრაქტით და ტანის შოკოლადის კარაქი. სუპერ!

3. საბავშო ტანსაცმელი. თორნიკე მანიაკს მეძახის, მარა მიყვარს, ისეთი ლამაზებია, თავს ვერ ვიკავებ და საჩუქრებად ვყიდულობ. აი, შევიარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ჩვილი ბავშვის ტანსაცმლის სასაჩუქრე ნაკრები ვიყიდე თაკოსთვის და გზად რომ ამოვიღე ყუთიდან, გული გამისკდა, ძალიან პატარაა. მერე კი შევნიშნე, კუთხეში წვრილად აწერია 46 სმ. დედას გავატანე და გადამიცვალეს.

4 comments:

Kate said...

შემიძლია გირჩიო ქართუს e-card ონლაინ შოპინგისთვის. ან ბრ-ის კლასიკი.

აუ პატარა ბავშვების ნივთები მეც მიყვარს. თან შენ მიზეზი გაქვს ბუჟგუს პონტში.

nati kuda said...

e-card? hm, vnaxo erti :D
bujgula kiara imdei myavs ukve garshemo, xelfasi ar meyofa :D

Kate said...

თან საბავშვო რაღაცეები მუდმივად როგორი ძვირია :((

babisa said...

ise,eleqtronitac sheizleba zog saitze (esarundametqva) :D
me sul mezareba nigbebis da kremebis wasma saxezec, tmazec da saertodac :D