ქალაქზე
ძალიან ლამაზია ბარსელონა, ლამაზი ქუჩები, შენობები, სისუფთავე, მაგრამ კანალიზაციის სუნია, ძველი სისტემა ჰქონიათ. ძალიან ბევრი მოპედი და მოტოციკლეტი დადის, ტაქსებისა და ავტობუსებისთვის ცალკე ზოლებია გამოყოფილი და საცობი არ შეგვხვედრია. ძირითადად დავდიოდით ფეხით და იშვიათად მეტროთი და ავტობუსით.
ვიწრო ქუჩებიდან პატარა მოედნებზე გადიხარ, მერე ისევ ვიწრო ქუჩები და ასე. ბულვარიც კარგია, წყალიც არ ჩანდა ცუდი (სამწუხაროდ ვერ ვიცურავე).
რა ვნახე
Sagrada Familia - ფოტოებზე ხომ ჩანს უზარმაზარი, მაგრამ ახლოდან კიდევ უფრო დიდია. შიგნით შესვლა თუ გინდათ, სჯობს ონლაინ იყიდოთ ბილეთი, თორემ თუ ბევრი ხალხია, არ შეგიშვებენ და შიგნიდან ნახვა ნამდვილად ღირს. მზე რომ ვიტრაჟებს მიადგება, ძალიან ლამაზი სანახაობაა.
La Rambla - ჩვენებური რუსთაველი, ტურისტული ქუჩა ბარებით, სავაჭრო ცენტრებით, კაფეებით და ძალიან ბევრი ხალხით. ღამის საათებში მეძავებით და ლუდის გამყიდველებით სავსე.
Park Guell - აქაც ონლაინ იყიდეთ ბილეთები. ჩვენ არ ვიყიდეთ, მაინც პარკია და როგორ ვერ შევალთო და ვერ შევედით. უფასო ნაწილში შევისეირნეთ და გადავიხედეთ, მაგრამ ვერაფერიც ვერ დავინახეთ.
Casa Batllo - გაუდის შედევრი. ტურში შედის აუდიო/ვიდეო გიდიც და ძალიან კარგი გაკეთებულია. გადავსებულ დარბაზებს ხედავ ცარიელს და გაუდის ჩანაფიქრები ცოცხლდება. აივანზე გასვლა თუ შემოგთავაზეს, გაიღიმეთ და უარი უთხარით, თორემ გარეთ დამონტაჟებული კამერა გადაგიღებთ ფოტოს და 12 ევროს აგახევენ გასასვლელში (კარგი ფოტო გამოვიდა, მაგრამ მაინც ძვირია :D )
პიკასოს მუზეუმი - აუცილებლად აიღეთ აუდიო გიდი. ძალიან კარგი კოლექციებია. გავოცდი, ძალიან კარგი ნამუშევრებია და სახალისო ისტორიებსაც მოისმენთ.
CosmoCaixa - ტექნოლოგიების მუზეუმი. სულ რაღაც 4 ევროდ შეგიძლიათ გაერთოთ, ისიამოვნოთ, განათლდეთ. მოკლედ, არაფრით შეიძლება აქ არწასვლა. პლანეტარიუმი ყოფილა საოცრება, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა, ამიტომ დილიდანვე მიდით.
საჭმელ-სასმელი
აუცილებლად ჭამეთ პაელა (პაელია/ paella). ბრინჯია ზღვის პროდუქტებით ან სხვა ვარიაციებიც არსებობს, ტომატიანი პურები, ტაპასები (ყველა აპეტაიზერი ტაპასია) და დალიეთ სანგრია. დეიდაშვილმა წამიყვანა რესტორანში და ყველაფერი გამასინჯა. იმდენი ვჭამე, ვეღარ ვსუნთქავდი.
თუ იაფად გინდათ გამოძვრეთ, კარფურში შეგიძლიათ იყიდოთ მზა სენდვიჩები 1 ევროდ. ასევე, პატარა მარკეტებია ყველა ქუჩაზე, გვიანობამდეც მუშაობს და თუ საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ სახლშიც მოამზადოთ.
ადგილობრივი ბარებიდან გირჩევთ Michael Collins Bar, სამის ნახევრამდე მუშაობს. ტურისტები არ იყვნენ. ჩვენთან რომ ბარებია ქიაჩელზე, რაღაც მსგავსია, ცოცხალი მუსიკით, ხმაურით, ლუდებით.
წამოსვლის წინ მეგობრის რჩევით წავედით აბსენტით ცნობილ ბარში Bar Marsella, რომელიც საბჭოთა კავშირის სახინკლეს უფრო გავდა. ძალიან გემრიელი მოჰიტო დავლიეთ. აბსენტიც გავსინჯეთ, მაგრამ ერთი ჭიქა ოთხმა გავიყავით, შესაბამისად მწვანე კაცუნებიც არ გვინახავს. წამოსვლისას ბარმენმა ჩიპსები გვაჩუქა. ლა რამბლასთან ახლოსაა და თუ მოხვდებით, აუცილებლად შეისეირნეთ.
ჰოსტელი
სახლი გვქონდა დაქირავებული, მაგრამ ბოლო დღეს ჰოსტელში დავრჩით და ძალიან კარგი ადგილი აღმოჩნდა. ლოკაცია კარგი იყო, სიტუაცია უფრო კარგი (ერთი ღამით რაც ვნახეთ), დაცვა, სისუფთავე, მოკლედ, თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ დარჩეთ St Christopher's Inn Barcelona Hostel. თან იქონიეთ პატარა ბოქლომი ჩანთების ჩასაკეტად, თორემ არ აქვს.
რჩევები
-ბილეთები იყიდეთ ონლაინ, აირიდებთ რიგებს და დაზოგავთ დროს.
-შეგიძლიათ იყიდოთ 10 გასვლიანი ბილეთები ტრანსპორტისთვის, მეტროშიც მოქმედებს და ავტობუსშიც.
-ბრელოკების და სუვენირებისთვის შეგიძლიათ საგრადა ფამილიასთან აისეირნოთ, 3-4 ევროიანი ბრელოკები 1 ევროდ ვიყიდე შევაჭრების გარეშე.
-მაკდონალდსში თუ შეხვალთ, აპარატებიდან შეუკვეთეთ კომბო მენიუ, ძალიან იაფი გამოდის (3-4 ევრო) და ურიგოდ იღებთ.

4 comments:
ვერი ქულ რჩევებია. ასეთი ნიუანსების ცოდნა ძალიან სასარგებლოა მოგზაურობისას. მერე რომ სხვა გეტყვის ნიშნისმოგებით, ასე უნდა გექნაო და რომ იჭყანები სინანულით, ასეთ სიტუაციებს აგარიდებს თავიდან.
შენი გადაღებული სიტუაციური ფოტოებიც ძალიან მომეწონა.
<3
მე ბარსელონაზე როგორი გულდაწყვეტილი ვარ არ იცი :( წელს ვიყავი 1 იანვარს ჩავფრინდი და 4ში უკვე კანარებზე გავფრინდი და ყველაფერი დაკეტილი იყო მანამდე, კი ვნახე რაღაცები როგორ არა, მაგრამ ისე ვერა როგორც საჭირო იყო...
რაღაცები კიარა, ალბათ ყველა ადგილი ვნახე რისი ნახვაც შეიძლებოდა.
ტიბიდაბოზე რატო არ იყავით? მანდაც 3 ევრო ღირს კოშკზე ასვლა და უულამაზესი ხედია <3
პ.ს კარგი რჩევებია ძალიან მართლა
მადლობა.
თიკო, სურათები გამომრჩა :))
კიწი, ბევრი დრო არ გვქონდა, ფესტივალზე ვიყავით საღამოობით და ამიტომ დავიკიდეთ, თან კიდევ ვაპირებ ჩასვლას და შემოვიტოვე რაღაცები :დ
Post a Comment