Showing posts with label swingიჩა. Show all posts
Showing posts with label swingიჩა. Show all posts

1.3.14

სამანქანო თამაშები

როგორ შეიძლება გავერთოთ დიდ გზაზე? მუსიკის ფონზე წიგნი ვიკითხოთ ან რამე ვითამაშოთ. მაგრამ თუ საჭესთან ხართ და მგზავრიც არ გყავთ? ხო, აქ საქმე რთულად გვაქვს. მუსიკის მოსმენა პრობლემა არ არის. არც ხმის აყოლება და ცეკვა, პირიქით, სახალისოც კია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება არ გემღერება და არც გეცეკვება.
ასეთ დროს მე "შპიონობანას" ვთამაშობ. ორი ვარიანტია:
1. მანქანა თუ მანიშნებს, გამატარეო, ვატარებ და მერე მივდევ იქამდე, სანამ ჩვენი გზები არ გაიყოფა;
2. თუ რაღაც მანძილზე უკან მომყვება მანქანა, ვთვლი, რომ მითვალთვალებენ და ვცდილობ, როგორმე დავუსხლტე. ჰოდა ერთ მშვენიერ დღესაც ასათიანიდან რომ ახალ გზაზე გადავუხვიე, უკან მომადგა ვერცხლისფერი შკოდა. სანაპიროზე გავედი, გამომყვა. მშრალ ხიდზე ავუხვიე, ამოუხვია. იქ შევძელი მანქანებს შორის გაძრომა და გავასწარი, მაგრამ შუქნიშანზე მომიხდა გაჩერება და დამეწია. საცობების და შუქნიშნების მოჭრის გზით სახლში უცნაური გზებით ავდივარ და ეს მანქანა კორპუსამდე ამომყვა. და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაშ-თამაშში ცოტა შემეშინდა და დავიჯერე, რომ "დამეხვოსტნენ".


13.12.13

მე და ჩემი კორსა

არასდროს მქონია მანქანის მუღამი. აი, ქეთოს სულ ჰქონდა, მართვის მოწმობა აიღო, მერე მუშაობა დაიწყო, სესხი დაუმტკიცეს და იყიდა. მე - არა. მართვის მოწმობაც ისე ავიღე, ზაფხული იყო, არდადეგები მქონდა და თავს საქმე გამოვუჩინე. ეს იყო 2007 წელს.
2010 წელს ქეთომ ბერლინში ჩააბარა. ფული სჭირდებოდა, მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. სანამ ვინმე გამოჩნდებოდა, მერე ფულზე წუწუნს დაუწყებდა, გადავწყვიტეთ, რომ ქეთო მანქანას მჩუქნიდა და მე სწავლას ვუფინანსებდი. ჩვენ დავარქვით ასე, თორემ რეალურად მანქანა ვიყიდე და საკმაოდ ძვირადაც.
ეს კიდევ არაფერი. ვიყიდე ზაფხულში, მაგრამ მაინც ფეხით მერჩივნა სიარული. თან შიშიც მქონდა ტარების, თან თორნიკე სულ მეუბნებოდა, კარგად თუ არ ივლი, სულ ნუ ივლიო. ასე გავიდა რამდენიმე თვე. ე.წ. "ჰანიმუნიდან" დაბრუნების შემდეგ მეგობრები გვეწვივნენ სახლში. მეტრომდე გაცილება ჯიბლას და მარიამის სახლში გაყვანით დასრულდა.
ორი კვირა თორნიკესთან ერთად ვიარე, თვითონ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ სულ მე ვიჯექი. ერთ შაბათ დღესაც ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადავწვიტე, რომ დროა მარტო წავიდე. გავხედე ჭავჭავაძეს, უჩვეულოდ გადატვირთულია მოძრაობა, მაგრამ უნდა გავრისკო. თორნიკეს დავურეკე, მოვდივარ_თქო, დავქოქე მანქანა და დავიძარი. ახლაც მახსოვს, როგორ ამიძაგძაგდა ფეხი ორჯერ. თავი ხელში ავიყვანე და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად მივედი.
იმის მერე აღარ მეშინია, დავდივარ წვიმასა და ქარში, თოვლსა და ყინვაში და ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა. უკვე ძველია და სიურპრიზებითაც მანებივრებს, მაგრამ ჯერ მანქანის შეცვლაზე არ მიფიქრია. ის რომ არა, სახლის მშენებლობა-რემონტი კიდევ უფრო გაიწელებოდა. არმატურაც აგვიზიდავს ერთად, 100 ცალი აგურიც, 3 ტომარა ცემენტი გადასარევად იგრძნობა, შპაკლზე რო
მ არაფერი ვთქვათ და 2 მეტრიანი კანალიზაციის მილები ისე ეტევა, რომ საბარგულის ღია დატოვება საჭირო არ არის.


გუშინ
ვინც ჩემთან ნამყოფია, ეცოდინება, ზამთარში რა ხდება აღმართზე. თუ მოყინა, ასვლა ჭირს. გუშინ მივდივარ სახლში. ჩემს წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა და გადააყენა, იმის წინა იქვე დაპარკინგდა, იმის წინ მიმავალი მარშუტკა გაჩერდა, ხალხი ჩამოყარა, დატრიალდა და უკან წავიდა. ვდგავარ და ვფიქრობ, ავიდე? არ ავიდე? ამ დროს მანქანის კარი გაიღო, ჩემთვის სრულიად უცნობი ბებო ჩახტა და ავედით! ავედით! ავედით! ძახილით ავიარეთ ბოლომდე :D

ჰოდა, ასწორებს გაყინული და თოვლიანი თბილისი. ვისაც ცუდი საბურავები აქვს ან თავის იმედი არ აქვს, ყველა ფეხით გამოდის დილით და მოძრაობა ფრიად სასიამოვნოა. 

6.6.12

ისტორიები კორსაზე

თავი პირველი:
დღეს ვაჟას ერთ-ერთ პატარა ასახვევში დავტოვე მანქანა. ზემოთ კი იყო საპარკინგე ადგილი, მაგრამ ყველა დაკავებულები და მონიშნულის გაგრძელებაზე მდგარ მანქანებს მივუდექი უკან. 20 წუთით შევედი რედ კაფეში საჭმელად და რომ გამოვედი, სადღაა მანქანა? ფა-ფუ! მაშინვე მივხვდი, რომ სითი პარკმა მოიპარა. აი, რას ნიშნავს პატრული და დამყარებული წესრიგი, ტყუილად არ ვმდგარვართ წვიმასა და ქარში. ჩვენი მშობლების ახალგაზრდობაში მაშინვე დაასკვნიდნენ, რომ ვიღაც მხედრიონელმა მოიპარა და ჩაიქნევდნენ ხელს პოვნაზე. მე რა ვქენი? გადავრეკე სითი პარკში, მოვიკითხე მანქანა, მიმასწავლეს სადგომი და 60 ლარად გამოვისყიდე + 10 ლარი ჯარიმა მომარჭვეს უადგილო ადგილას გაჩერებისთვის. პლაკალი მაი ძენიშკი.

ესეც ძველი რეკლამა:


16.12.11

The piano has been drinking (not me)

 10 რიცხვის მერე ბარათზე ნაშთის გადამოწმებას მოვუხშირე, ბიუჯეტში აშკარა გარღვევა მაქვს, სამაგიეროდ ჩემს კორსას ახალი ზამთრის საბურავები ამშვენებს, მე კი ბრედ მელდაუს ვიხილავ ცოცხლად.

დღეს სამი ბარათი გავყიდე და ზე-ამაყი წავედი მულენ ელექტრიკში გამომუშავებული ფულის საკვებში გადასაცვლელად. სულ სხვა გრძნობაა, როცა ფული იქიდან მოდის, რისი კეთებაც გსიამოვნებს. თან დიდი ხანია, არაფერი გამიკეთებია, სულ მგონია, რომ არავის აინტერესებს და სტიმული მიქრება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთმა სტუდენტმა გოგომ მომწერა, რომ უნივერსიტეტისთვის თემას წერს და ჩემი "ბიზნესი" აირჩია. ბიზნესამდე ბევრი მიკლია, მაგრამ მესიამოვნა და როცა ბარათებიც შემიკვეთა, ზედმეტიც გავაკეთე. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ორი დღეა ტომ ვეითს ვუსმენ გადაბმულად და დღეს საღამოს ვიგრძენი, რომ დავსევდიანდი, მოწევა და ღვინო მომინდა, ტომის ხასიათი გადამედო :))) სასწრაფოდ მოვიშორე ყურსასმენი.

რამდენიმე წუთის წინ პირსახოცმოხვეული აბაზანაში შევვარდი და წყალი მოწყდა, loooooser :| ახლა ვწევარ, გვერდით ჩაი და წითელი ღვინო მაქვს მომარაგებული (გეყოფა, ტომ!) და უკვე მერამდენე წრეზე წავიდა Devics - Red Morning.

29.1.11

brainshtorming

იანვარი
-ახალ წელს შევხვდი ბათუმში, ჩემს ახალ ოჯახთან ანუ თორნიკესთან და მეგობრებთან ერთად, პირველად 23 წლის მანძილზე. მშვენიერი იყო.
-ქეთომ საჩუქრები გამომიგზავნა :გულიკი:;
-დღეს თორნიკემ ყვავილები მაჩუქა, გაზაფხულის სუნი აქვთ;
-ჰობი ბიზნესად ვაქციე. დღეისთვის გაყიდულია 9 ბარათი და 2 შეკვეთა მაქვს;
-2 დღის წინ მანქანა დავტოვე პარკინგზე, გამოვედი და "შელამაზებული" დამხვა. დღემდე არ ვიცი ვის ვაგინო! სავარაუდოდ ნაგვის მანქანამ გადაუარა. ცხვირზე საკმაოდ მოზრდილი ნაკაწრები და მცირედი დაჟეჟილობები აქვს. მეწყინა;
-დღეს თორნიკემ საფულე მიყიდა, საშინლად მომწონს;
-ყურსასმენები ვიყიდე! ჭკუაზე არ ვარ. 20 წუთია ყურზე მიკეთია, last.fm-ს ვუსმენ და დებილივით ვიღიმი. 4 თვე თორნიკეს ფლეილისტს ვუსმენდი;
-თაკო თხოვდება;
-მარიამი... მარიამ!


23.7.10

პიპო პაპო

ამ ბოლო თვეში იმდენი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, გახარებული ვარ და მინდა სულ ასე გაგრძელდეს!

Opel Corsa SWING