Showing posts with label shopping. Show all posts

4.7.12
15.11.11
6pm - free shipping
გავაჩუქებ 6pm.com-ის უფასო შიპინგის კუპონს, მეილზე გამომიგზავნეს და არაფრის გამოწერას არ ვაპირებ, ტყუილად რომ არ გავაფუჭო, აი, ვინც დაასწრებს, იმის იყოს:
Coupon Code: 6pm11.15E8808910
ვადა: 15-20 ნოემბერი, 2011 წელი
Coupon Code: 6pm11.15E8808910
ვადა: 15-20 ნოემბერი, 2011 წელი
22.7.10
გილოცავ დაბადების დღეს
რა საჭიროა მოცდა, როცა შეგიძლია საყვარელი ადამიანი გაახარო დღესვე?
დღეს დილიდან თორნიკეს დაბადების დღეს ვულოცავ. მეგობრებმაც მიულოცეს. თორნიკე გაკვირვებული იყო. საქმე ისაა, რომ დაბადების დღე 2 აგვისტოს აქვს, იქამდე კვირაზე მეტი დარჩა, მე კიდევ საჩუქრები სამი კვირის წინ ვიყიდე და უკვე ჩამოვიდა კიდეც. და რა საჭიროა მოცდა? აზრს ვერ ვხედავ. მითუმეტეს არც კი ვიცით რა ვითარებაში შევხვდებით დაბადების დღეს, სამშაბათს სალაშქროდ მივემართებით გაურკვეველი მიმართულებითა და გაურკვეველი ვადით.
ჰოდა, ასე და ამგვარად,საჩუქრები პატარა ყუთში წიხლით ჩავტენე, ყუთი შევალამაზე და შევფუთე. ცოტა გოთური კი გამოვიდა, მაგრამ ლამაზი იყო.
და მგონი ძალიან გავახარე. რაც მთავარია, ყველაფერი მოერგო და ჩემი ონლაინ შოპინგი შარშანდელივით კრახით არ დასრულდა :D (აი, ჩანთა რომ ვუყიდე დიიდი და რომ ჩამოვიდა პატარა და მე და ჩემი სანდრო ვხმარობთ ხოლმე :D)
თორნიკე, გილოცავ დაბადების დღეს!

![]() |
| ესეც საჩუქრები |
თორნიკე, გილოცავ დაბადების დღეს!
15.7.10
31.3.10
30.3.10
ჩვენი ბიჭი :)
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ ხელს შენ ჩაგკიდებდი, მეორეში 40D-ს დავიჭერდი და ასე ვივლიდით.."თორნიკე, 30.03.2010
27.2.10
30.1.10
Shopping Fail
არსებობს ორი ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიმეს ყიდვისას: თორნიკე და ქეთო.
-თორნიკესთან ერთად სიარული მიყვარს. კარგად მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი და ყოველთვის დაცული ვარ რაიმე სულელური შენაძენებისგან. ამასთან, ხარისხის გამოცნობაც მშვენივრად ეხერხება და მის გემოვნებას სავსებით ვენდობი.
-ქეთოსთან ერთად სიარული იმიტომ მომწონს, რომ პირდაპირ მოგახლის თუ რამე არ მოსწონს, შენი აზრი ფეხებზე კიდია და ამ თვისებით ”ცივ წყალს გასხავს”. მაგრამ ფხიზელი თვალით აფასებ პროდუქციას. მტკივნეულია, თუმცა ამართლებს ძირითადად, მაგრამ გემოვნება განსხვავებული გვაქვს და ერთი და იგივე რამეს ცოტა რთულად ვიწონებთ.
-თორნიკეს მაღაზიების ხსენებაზე ბურძგლავს და შუბლზე აწერია: ”ღმერთო, რა დავაშავე”. ამის მიუხედავად შეიძლება შემომყვეს რამდენიმე მაღაზიაში, მაგრამ ურეაქციოდ ან ძალით ”უი,გიხდება,იყიდე და წავიდეთ” სახით ან შეიძლება მაღაზიის წინ ვიდგეთ და დაეზაროს, ასე, უბრალოდ დაეზაროს, არ შემომყვეს და ვიჩხუბოთ.
-ქეთოსთან სიარულისას მანქანა აუცილებლად სახლში უნდა დავტოვოთ, თორემ მერე მთელი გზა მოგიწევს უსმინო მის გამოსვლებს საცობებზე, ბენზინის წვაზე, ფასების ზრდაზე და ამის შედეგად შეიძლება ზედაც არ შეხედოს იმ ნივთს, რომლის შეფასებასაც სთხოვ.
ჰოდა ახლა ვზივარ, ძალიან მინდა გავიდე და ვიყიდო პალტო და შარვალი + საჩუქარი ბაბისასთვის, მაგრამ გარშემო არავინაა, რომ გამომყვეს და მარტო წასვლას ვიცი, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვიყიდი. ერთი რამ მინდა, მქოპნდეს იმხელა შემოსავალი, რომ თუ ვერ ვიხმარ, ახლის ყიდვის საშუალება მქონდეს და არასდროს(!) არავის(!) აღარ(!) ვთხოვ გაყოლას საყიდლებზე!

lol, just for fun

21.9.09
И я вошла, и я сказала - Здравствуй!..
დღეს ორშაბათია, მე კიდევ გუშინ ღამით მაღვიძარა გავთიშე და ტკბილად გამოვიძინე. მაგარი გრძნობაა, ყველა მუშაობს, შენ - გძინავს.
მორიგი ვიზიტი მქონდა ექიმთან, იმედია უკანასკნელი. ისევ კუჭი.. სანერვიულო არაფერიაო,
მკურნალობა უნდა განაგრძოო, წამლები გამომიწერეს და გამომიშვეს. დღეში 9 აბი უნდა გადავყლაპო, არადა როგორ ვერ ვიტან. კიდევ დიეტას ვაგრძელებ. მეწყინა-თქო, ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ბოლო დროს არაფერს ვზღუდავ და არ ვიმატებ. სახლში ამოსვლამდე მაღაზიაში შევედი, რაც ყველაზე მეტად მომინდება, ვიყიდი რომ ხვალიდან გული არ დამწყდეს_თქო. ვერ მოვიფიქრე. 2 ფილა შოკოლადი ვიყიდე, ორივე ახალი სახის, ორივე საშინელება :(
ამანათი ჩამოვიდა და ჩემი მაიკები ჩამოიტანა
ქეთომ მიყიდა ესენი:

სუნამოც მალე ჩამოვა.. ეს ჩემი დაბ.დღის საჩუქარია, მერე რა, რომ 5 თვე გავიდა. ქეთო იზ thე ბესთ

მორიგი ვიზიტი მქონდა ექიმთან, იმედია უკანასკნელი. ისევ კუჭი.. სანერვიულო არაფერიაო,
მკურნალობა უნდა განაგრძოო, წამლები გამომიწერეს და გამომიშვეს. დღეში 9 აბი უნდა გადავყლაპო, არადა როგორ ვერ ვიტან. კიდევ დიეტას ვაგრძელებ. მეწყინა-თქო, ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ბოლო დროს არაფერს ვზღუდავ და არ ვიმატებ. სახლში ამოსვლამდე მაღაზიაში შევედი, რაც ყველაზე მეტად მომინდება, ვიყიდი რომ ხვალიდან გული არ დამწყდეს_თქო. ვერ მოვიფიქრე. 2 ფილა შოკოლადი ვიყიდე, ორივე ახალი სახის, ორივე საშინელება :( ამანათი ჩამოვიდა და ჩემი მაიკები ჩამოიტანა
სუნამოც მალე ჩამოვა.. ეს ჩემი დაბ.დღის საჩუქარია, მერე რა, რომ 5 თვე გავიდა. ქეთო იზ thე ბესთ
11.6.09
ამანათი
ამანათი ჩამოვიდა. ჩეემი ჩანთა, რამდენი ხანი ველოდე.. და იმედები გამიმართლა რომელია, გავგიჟდი და გადავირიე : )) ზეთისხილისფერია და უურბილესი.

3 ყუთი ჩამოვიდა.. ქეთომ უშველებელი სია გადმომიგზავნა, უნდა გამენაწილებინა ეს ბარგი. სამს უკვე გავატანე, ზოგს ხვალ უნდა შევხვდე. იმედია საბოლოოდ ყველა იმას მიიღებს რაც გამოიწერა :-S

8.5.09
ამანათი

მაიკა საყვარელია. ხარისხი დიდი არაფერი. მოვარდისფრო-მორძისფროა. პრინციპში ჩემი დისთვის უფრო შევუკვეთე ვიდრე ჩემთვის და ის ფრიად კმაყოფილია, ორი დღეა არ გაუხდია :D

შარფი.. ჰო.. სქელი და გრძელი მეგონა, მაგრამ თხელი, მოკლე და ძალიან ნაზია : ( ლამაზია, მაგრამ რაღაც არ ვიცი : ( ბევრად უკეთესს ველოდი. დღეს კი მეკეთა, მარა შემაწუხა. არ ვიცი ვიხმარ თუ არა. ქეთოს მოუხდება ცისფერ თვალებზე : ))
4.4.09
ამანათი
forever21-დან ჩემი ამანათი ჩამოვიდა. კმაყოფილი ვარ, მერე რა, რომ მაიკა კაბასავით მაქვს. ქამარი წავუჭირე და წავა : ))
სათვალით მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ და მიკეთია კიდეც. აი, დღეს ცუდი ამინდის გამო ვერ გავიკეთე და ძალიან ვიდარდე, მარა სახლში რომ მოვედი, მზემაც გამოანათა და რამენიმე წუთით სახლშიც მშვენივრად მეკეთა.
number 1:
.JPG)
number 2:
.JPG)
ჰო, კიდევ დღეს ბევრი უაზრო ბოდიალის შემდეგ მივაგენი ფეხსაცმელს და უფრო იმიტომ ვიყიდე, რომ მჭირდებოდა და არა იმიტომ, რომ მომეწონა. ამიტომ ფრიად უემოციოდ შევხვდი ამ ფაქტს. დედაჩემმა დამიწუნა, რომელი საუკუნეაო, ცოტა რამე ქალური იყიდეო.. არადა ჩემთვის ქალურია 0o
Edit: დიდი მადლობა მახვილ თვალს ჩემი ატანისთვის :*

14.3.09
I'm a big big girl in a big big world
(c) Emilia
ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე, არა, ძალით კი არ ვფიქრობ, უბრალოდ ბევრი რამე მაგრძნობინებს, რომ მე ის კუდა აღარა ვაარ.. (აქ ამოოხვრის ეფექტი)
გემოვნება შემეცვალა რაღაცებში, დამოკიდებულება ადამიანებისადმი, საგნებისადმი, ქცევებისადმი. კიდევ ისე ადვილად ვეღარ მატყუებენ და თავსაც ისე ადვილად აღარ ვაჩაგვრინებ ხალხს. კარგია ცვლილებები, ალბათ ასეც უნდა იყოს.
ინტერნეტი/კომპიუტერი:
კომპიუტერს გადავეჩვიე, მბეზრდება. სამსახურში უსაქმურობისას ვამოწმებ მეილებს, გუგლ რიდერში ბლოგებს გადავხედავ და ეგაა. სახლში მოსული პირველად ”გრეის ანატომიის” მომდევნო სერიას ვიწერ, მერე დიდი დიდი last.fm გადავამოწმო, იქნება და ვინმეს გავახსენდი და თორნიკეს ველაპარაკო ცოტა ხნით. მერე ვრთავ უკვე გადმოწერილ სერიას და ან მსვლელობისას მეძინება, ან დამთავრებისთანავე : )) სულ 4 სერია დამრჩა სანახავი. მერე რა ვქნა? არ ვიცი..
ფორუმი:
ფორუმს ფაქტობრივად შევეშვი. შეიძლება შევიხედო, PM თუ დამხვდა, წავიკითხო, პასუხი გავცე.. მელომანიაში აღარ შევდივარ. მხოლოდ ”ჩვენი ნივთების მაღაზია” თუ რაღაც მსგავსი სათაურის თემაა, იქ შევივლი, იქნებ რამე მომეწონოს_თქო, მაგრამ ახლა ფულიც აღარ მაქვს და ხელფასამდე არაფრის მყიდველი არ ვარ. ანუ მანდაც არ შევსულვარ დიდი ხანია. ნიკ სერჩი უკვე შარშანწინდელ დაბადების დღის მოსალოც თემას მიგდებს, მართლა :D
მუსიკა:
კიდევ ამას წინათ 518 სიმღერა რომ წავშალე, რამდენიმე დღის წინ ალბომებიც მივაყოლე, ის ალბომები, შეხედვისას არცერთი სიმღერა რომ არ გამახსენდა. თან ვგრძნობ, რომ ადრე რაც მომწონდა, ის მაინცდამაინც აღარ მსიამოვნებს. აი, ჯაზი უფრო და უფრო მითრევს. უახლოეს გეგმებში მაქვს დისკებზე ალბომების გადატანა და ვინდოუსის გადაყენების ან ლინუქსის დაყენების შემდეგ (თუ დავადგი საშველი) ახალი ალბომების მომარაგება. ცვლილებები მესაჭიროება : ))
ჰო, წინა კვირას კონსერვატორიაში ვიყავით მე, ბუჰა, დეკა, ლევანი და ჯონჯოლი, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის საღამო იყო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მართლა. მომეწონა. მადლობა დეკას, რომ გაგვაგებინა :)
ტანსაცმელი:
მეორე ფეხსაცმელი, ae-დან რომ ვაპირებდი გამოწერას, ვერ გამოვიწერე, ბარათს ვერ მივიღებთო, 30 დოლარი კი მშვენივრად დამიბლოკეს და ახლა 1 თვე უნდა ველოდო, რომ ბლოკი მოეხსნას. დავრჩი ფეხშიშველი : ( სამაგიეროდ ფორევერიდან ჩამოვა ამანათი იმ კვირაში. როგორ მიხარია. ჩემი გულებიანი სათვალე და კურდღლიანი მაიკა.. ჰო, ამ საკითხში არ გავზრდილვარ :D მარა ამ ბოლო დროს ქუსლიან ფეხსაცმელებს ვუყურებ ცუდად :/
მამრი:
ჰმ.. ის ერთადერთია, ვისთვისაც არ გავიზრდები, never

24.2.09
25.12.08
ეკნომიური დღე
* დღეს მაკში შევედით მე და მზიკო. თავი გამოვიდე მე ვიხდი_თქო, დილით ხელფასი ჩამერიცხა და.. ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ტერმინალი არ აქვთ :D და 13 ლარის ეკონომია კი გავაკეთე.* მერე პუმაში ჩექმა მომეწონა. კი მეძვირა, მარა მოვიხიბლე. გამოვედი მაღაზიიდან, სახე გრილ ჰაერს შევუშვირე, ვივარჯიშე, ვიფიქრე. ქეთოს ვთხოვე, ადრე მოდი, უნდა განახო_თქო. დამიწუნა და 165 ლარის ეკონომია გამომივიდა.
* ბენეტონში შარვალი მომეწონა. 98 ლარი ეწერა იარლიყზე. სალაროსთან 30% გამოქვითეს და ესეც შენი ეკონომია : ))
პ.ს. ყულაბაში უკვე 20 GEL და 20 USD მაქვს
Subscribe to:
Posts (Atom)