Showing posts with label Presents4u. Show all posts
Showing posts with label Presents4u. Show all posts

16.12.11

The piano has been drinking (not me)

 10 რიცხვის მერე ბარათზე ნაშთის გადამოწმებას მოვუხშირე, ბიუჯეტში აშკარა გარღვევა მაქვს, სამაგიეროდ ჩემს კორსას ახალი ზამთრის საბურავები ამშვენებს, მე კი ბრედ მელდაუს ვიხილავ ცოცხლად.

დღეს სამი ბარათი გავყიდე და ზე-ამაყი წავედი მულენ ელექტრიკში გამომუშავებული ფულის საკვებში გადასაცვლელად. სულ სხვა გრძნობაა, როცა ფული იქიდან მოდის, რისი კეთებაც გსიამოვნებს. თან დიდი ხანია, არაფერი გამიკეთებია, სულ მგონია, რომ არავის აინტერესებს და სტიმული მიქრება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთმა სტუდენტმა გოგომ მომწერა, რომ უნივერსიტეტისთვის თემას წერს და ჩემი "ბიზნესი" აირჩია. ბიზნესამდე ბევრი მიკლია, მაგრამ მესიამოვნა და როცა ბარათებიც შემიკვეთა, ზედმეტიც გავაკეთე. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ორი დღეა ტომ ვეითს ვუსმენ გადაბმულად და დღეს საღამოს ვიგრძენი, რომ დავსევდიანდი, მოწევა და ღვინო მომინდა, ტომის ხასიათი გადამედო :))) სასწრაფოდ მოვიშორე ყურსასმენი.

რამდენიმე წუთის წინ პირსახოცმოხვეული აბაზანაში შევვარდი და წყალი მოწყდა, loooooser :| ახლა ვწევარ, გვერდით ჩაი და წითელი ღვინო მაქვს მომარაგებული (გეყოფა, ტომ!) და უკვე მერამდენე წრეზე წავიდა Devics - Red Morning.

23.3.11

ჩემი ბარათები

აი, ზუსტად მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ არაფერი გამოდის, ბარათების ნაწილი გავაჩუქე და ბლოგის დახურვა გადავწყვიტე, ერთ-ერთმა გამომცემლობა დამიბარა, ჩემი ნამუშევარი მოიწონა და სამომავლოდ თანამშრომლობაც შემომთავაზა.
ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. ყოველი შემთხვევისთვის, თითები გადააჯვარედინეთ, ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ ან გადააფურთხეთ და წარმატება მისურვეთ.

ბლოგი
facebook

29.1.11

brainshtorming

იანვარი
-ახალ წელს შევხვდი ბათუმში, ჩემს ახალ ოჯახთან ანუ თორნიკესთან და მეგობრებთან ერთად, პირველად 23 წლის მანძილზე. მშვენიერი იყო.
-ქეთომ საჩუქრები გამომიგზავნა :გულიკი:;
-დღეს თორნიკემ ყვავილები მაჩუქა, გაზაფხულის სუნი აქვთ;
-ჰობი ბიზნესად ვაქციე. დღეისთვის გაყიდულია 9 ბარათი და 2 შეკვეთა მაქვს;
-2 დღის წინ მანქანა დავტოვე პარკინგზე, გამოვედი და "შელამაზებული" დამხვა. დღემდე არ ვიცი ვის ვაგინო! სავარაუდოდ ნაგვის მანქანამ გადაუარა. ცხვირზე საკმაოდ მოზრდილი ნაკაწრები და მცირედი დაჟეჟილობები აქვს. მეწყინა;
-დღეს თორნიკემ საფულე მიყიდა, საშინლად მომწონს;
-ყურსასმენები ვიყიდე! ჭკუაზე არ ვარ. 20 წუთია ყურზე მიკეთია, last.fm-ს ვუსმენ და დებილივით ვიღიმი. 4 თვე თორნიკეს ფლეილისტს ვუსმენდი;
-თაკო თხოვდება;
-მარიამი... მარიამ!


16.1.11

მეღიაბარათე

არ ვიცი რა ქვია იმ ადამიანს, ღია ბარათებს რომ აკეთებს. მგონი არც აქვს სახელი. ჰოდა ეს უსახელო პროფესია ძალიან მხიბლავს. მიყვარს არაფრისგან ლამაზი ნივთების შექმნა, არაფრისგან იმიტომ, რომ თბილისში საკანცელარიო მაღაზიებში მხოლოდ ბლოკნოტები და საოფისე ნივთები იყიდება. მახსოვს, პირველად ბარათი რომ გავაკეთე, მერე ინტერნეტში ტუტორიალები დავქექე და გამოვშტერდი. ყველაფერი მზა აქვთ, მხოლოდ მიწებება უნდა და 5 წუთში ბარათი მზადაა.
გუშინ ამანათი მივიღე ჩემი დისგან, ბერლინიდან გამომიგზავნა ფურცლები და სტიკერები. დიდი ხანი ვუყურე, სანამ გავჭრიდი. იცით რა ძვირია ყველაფერი?! გერმანიაშიც კი. რომ გამოვიწერო, ძვირი დამიჯდება. ნეტავ შესაძლებელია სადმე ჩავაბარო გასაყიდად? ისიც ვიფიქრე, ბლოგზე დავდებ, იქნებ მსურველი გამოჩნდეს_თქო, მასალის ფული რომ მოვაგროვო, ბიზნესის წარმოებას არ ვაპირებ. იყიდიდით თქვენ? არ გვაქვს საქართველოში ბარათების კულტურა.


ეს რამდენიმე დღის წინ დავწერე და უგულოდ დავტოვე დრაფტებში. მერე, სამსახურში მისულმა გავიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ ბლოგს, დავდებ ბარათებს, თუ გაიყიდა, გამიხარდება, თუ არ გაიყიდა - გავაჩუქებ_თქო, გავუზიარე თორნიკეს, რამდენიმე მეგობარს, იდეა მოიწონეს და აი, რამდენიმე საათის წინ ყველაფერი სისრულეში მოვიყვანე.
http://presents4u.wordpress.com/

ჯერჯერობით მეილბოქსი ცარიელია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და შესაძენ მასალას ვათვალიერებ ინტერნეტში :))