Showing posts with label ბენი. Show all posts
Showing posts with label ბენი. Show all posts

10.6.14

ბენი, როგორც ასეთი

ცოტა ხნის წინ სიზმარი ვნახე, ვითომ ბენიმ სახლში ბოზი მოგვიყვანა, შვილებით, მიყვარს და რჩებაო და კარგი_თქო. რა მექნა. დილით რომ გამახსენდა, ბევრი ვიცინე. მერე სოფის მოვუყევი, ეტყობა დედობრივი ინსტინქტია_თქო და დამეთანხმა.

ჰოდა, რატომ მოვყევი ეს. ჩემის აზრით, შინაური ცხოველის/ფრინველის ყოლა ახალგაზრდა წყვილისთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარი რეპეტიციაა შვილის ყოლამდე. აქამდე თორნიკე სულ ამბობდა, ბავშვი რომ გვეყოლება, მე არ შემაწუხოთ, არ გამაღვიძოთ და ა.შ. ბენის ხელში უძილო ღამეებსაც გაუძლო, მოსაქმებულსაც წმენდდა გადაჩვევამდე, აბანავებს, აჭმევს, ვარცხნის, ასუფთავებს.. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ამ წუწუნ-მუქარის მიუხედავად, თორნიკე მშვენიერი მამა იქნება.



8.4.14

ბენჟამენ ბატონი

გაიცანით, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი. ჯერ სამი თვისაც არ არის. სახლიდან ჯერ ვერ გაგვყავს და ენერგიას ტანსაცმლის, ჩუსტების და ჩვენი ღეჭვით ხარჯავს <3