Showing posts with label ვიდეო. Show all posts
Showing posts with label ვიდეო. Show all posts

29.12.09

I'm just gonna keep on waiting

გუშინ ღამით მინდოდა დამეწერა, როგორი გრძელი და სასიამოვნო დღე მქონდა, როგორ დამითანხმა დაღლილ-დაქანცული ქეთომ, სალვეში გავყოლოდი, როგორ მოვაბრუნე თორნიკე სახლის გზიდან, როგორ გავაკვირვე კაბითა და ქუსლიანი ჩექმით, რამდენი დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-მეგობარი ვნახეთ, როგორ გავეხვიეთ უამრავ ხალხში, კვამლში, მოგონებებში, როგორ წავედით შუაღამისას ტერემოკში პილმენებისა და ბლინების საჭმელად, როგორ ვერ ვიშოვეთ ნაყინი, მაგრამ ზედმეტად სავსე ვიყავი ემოციებით და ზედმეტად დაღლილი.



დღეს საღამოს მინდოდა დამეწერა, როგორ ავაგე ცოტა ხნის წინ უახლოესი გეგმები ერთი მიზნის გარშემო, რომელიც დღეს დაიმსხვა და დომინოს პრინციპით რიგ-რიგობით მიეწყო სხვებიც, როგორ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, ამიცრუვდა გული ხალხზე, სამსახურზე, მომავალზე და როგორ მახრჩობდა ცრემლები, მაგრამ არ ვიტირე და დარდი ისევ ერთი ფილა შოკოლადით განვიქარვე.



ჰოდა სახლში მოსულს, სვითის ვიდეო დამხვდა, გამიხარდა, გავმხიარულდი და დავიკიდე ფეხებზე დღევანდელი ნეგატივი, გავიღიმე და ახალი იმედებით ავივსე. მერე რა, რომ დღეს არ გამიმართლა, თუ არ გამოდის დღეს, გამოგვივა ხვალ (c).



დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა. ხვალ სანდრო და ანი მოვლენ და ამ ახალ წელს ისევ ხმაურიანად შევხვდებით, როგორც ძველად, ახალციხეში :)

10.4.09

improve everywhere

ქალიყვავას ბლოგიდან გადავედი, გადავედი, გადავედი და.. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, დავდებ

No Pants Subway Ride 2009


Subway Art Gallery Opening


Welcome Back


High Five Escalator


http://improveverywhere.com

11.9.08

Silence I Kill You!!!

ვგიიიიიჟდები ამ კაცზე : ))
და ამის ვიდიუს ფრაზები ჩემი და თორნიკეს ფრაზებად იქცა : )) თან იმას კარგად გამოსდის, ხმას ამგვანებს : )))
სთაფ თაჩინგ მიიიიიიიიიიი!
აი კილ იუ!!
ითს ნოთ Fანიიიიიიი. ჰი კილ ას!



ჰოდა იდეაც გამიჩნდა კარნავალისთვის, მე უოლტერი ვიქნები და ბუ ახხხხხმედი

აი თოლდ ე ჯოოხხხ