* დღეს მაკში შევედით მე და მზიკო. თავი გამოვიდე მე ვიხდი_თქო, დილით ხელფასი ჩამერიცხა და.. ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ტერმინალი არ აქვთ :D და 13 ლარის ეკონომია კი გავაკეთე.
* მერე პუმაში ჩექმა მომეწონა. კი მეძვირა, მარა მოვიხიბლე. გამოვედი მაღაზიიდან, სახე გრილ ჰაერს შევუშვირე, ვივარჯიშე, ვიფიქრე. ქეთოს ვთხოვე, ადრე მოდი, უნდა განახო_თქო. დამიწუნა და 165 ლარის ეკონომია გამომივიდა.
* ბენეტონში შარვალი მომეწონა. 98 ლარი ეწერა იარლიყზე. სალაროსთან 30% გამოქვითეს და ესეც შენი ეკონომია : ))
პ.ს. ყულაბაში უკვე 20 GEL და 20 USD მაქვს
4 comments:
hih vixalise :D
ჰეჰე მეც ეგეთი დღე მქონდა :)
ვიცოდი რომ ხელფასი უნდა ჩარიცხულიყო დღეს და გადავწყვიტე არავისთვის არაფერი გამომერთმია
3-ლარამდე ხურდები მეყარა ჩანთაში-ისე წავედი სამსახურში.
გზაში თანამშრომელი შემხვდა ,დამასწრო და გადამიხადა :)(მანამდე სამჯერ მე გადავუხადე :D)
საჭმმლის ყიდვის დრო რომ დადგა ახლა მეორე თანამშრომელმა გაიგიჟა თავი სულ შენ ყიდულობ და დღეს მე დაგპატიჟებო :D
სახლში წამოსვლისას კიდო მესამე თანამშრომელმა მითხრა მეც იქით მივდივარ და მანქანით წაგიყვანო :D
ასე რომ არაჟანიც კი ამოვიყოლე სახლში -მაშ : ))
ხვალ არის სეანსი დანიშნული: http://sweet.ge/?page_id=1371
ისე, დავაკვირდი, მასე იცის :) ერთი ეკონომია თუ გაკეთდა, მერე მთელი დღე ასეთია..
და პირიქით :)
Post a Comment