დღეს მე და მზიკო ოთახში ცვლილებებს ვახდენდით და ლოგინი შემოტრიალებისას შემთხვევით შემოგვემტვრა :))
***
მერე ინგლისურზე გავიქეცი. ყოველთვის მეზარება იქ მისვლა, არ ვიცი რატომ. სპეციალურად ისეთ მარშუტკას მივყვები, მთელი თბილისის საცობებს რომ მოივლის და ვაგვიანებ ხოლმე :user: რაღაც ძალიან სედ სთორი დამაწერინა, ტაივანელ სიამის ტყუპებზე იყო, გულმკერდით იყვნენ შეერთებულები. ჰოდა 18 წლისებმა ამერიკას მიაშურეს ფულის საშოვნელად. მერე დები შეუყვარდათ და იქორწინეს. საინტერესოა.. 4 დღე ერთ დასთან ცხოვრობდნენ, შემდეგი 4 დღე – მეორესთან. და სექსის დროს ეტყობა მეორე ძმა თვალებს ხუჭავდა, ან შეიძლება მონაწილეობასაც იღებდა, რეავიც.. მარა ერთი აშკარაა, ნაკლებობას არ განიცდიდნენ, ერთს ათი შვილი ჰყავდა, მეორეს – თერთმეტი. 63 წლის ასაკში ერთმა ძმამ როდესაც გაიღვიძა, მეორე მკვდარი დახვდა და რამდენიმე საათში ისიც გარდაიცვალა :mo:
***
–დაბადების თარიღი?
–თერთმეტი :D
***
უი, დღეს სამსახურის კლავიატურაზე წითელი ფურცელი დამხვდა, ზედ ამოჭრილი არყის ბოთლით და ჩემი ფოტოთი, ვატულიკამ იმაიმუნა, არადა მე და სასმელი ძალიან ვერ ვუგებთ ერთმანეთს :D მითუმეტეს მე და არაყი :)) ადრე თავისი ბაკენბარდებიანი ფოტო ამოვუბეჭდე და მონიტორზე გავუკარი. ეტყობა სამაგიერო გადამიხადა :)) კვატი
***
სკუბი დუ ბათუმში წავიდა, მატარებლით, უჩემოდ.. ვერ გავაცილე. 10_მდე ვმუშაობდი. სულ 10 წუთით შემეძლო მირბენა, მარა უკან გამორბენის შემეშინდა, სიბნელეში, ვაგზალზე, მეძავებით და ქურდებით სავსე სადგურზე :( ჰოდა ახლა ვზივარ და მენატრება :( მატარებელი კი 40 წუთის წინ დაიძრა.
6 comments:
რა საშინელებააააა
დავიგრუზე
ტყუპებზე
ვაიმეეეეეე
აუ მეც დავიგრუზე რა. აღარ იარო ვაბშე იმ ინგლისურზე :(
ტყუპებზე საინტერესეო იყო :) :)
ლოლ, ვატულიკამ ჩემი იდეა და ქმნილება მიისაკუთრა ხომ უნამუსოდ :))))))))))))
plagiati eg :D
Post a Comment