18.12.08

into the lost moments

დღის საუკეთესო ნაწილი "სუპერში" ბოდიალით დაიწყო. საჩუქარს ვეძებდით მეგობარი ოჯახისთვის. რამე გიჟური მინდოდა, დებილური, არანორმალური.. პრინციპში მსგავსი ვერც ვერაფერი ვნახეთ და ბოლოს რომანტიკაზე შევჩერდით და დიდი სანთელი ვუყიდეთ ნიჟარებით და ზღვის ვარსკვლავებით.
მერე მივედით სახლში, გავთბით, ჩავაქრეთ შუქი, ავანთეთ სანთელი და ჩავრთეთ კეთილი ჯაზები :)
ისტორიებს ვიხსენებდით, პატარა "გულახდილთა კლუბი" გამოგვივიდა, მაგრამ კარგი იყო. 2 წყვილი, ერთი ორთვიანი (არც კი) და მეორე ერთწლიანი ისტორიით :) ბილა მილა.



მერე დაგვირღვიეს მყუდროება და ჩვენც ჩავიფუთნეთ და გავუდექით გზას ჯერ სუპერმარკეტისკენ. ამბურგერები, კეტჩუპი და ბანანები ვიყიდეთ და ავტობუსის ლოდინში იქვე მერიოტის გვერდით სუფრაც გავაწყეთ :)) მერე გამოჩნდა 90იც და ავედით, მარა ავტობუსიდან ჩამოსვლისთაავე ვინანეთ კიდეც, ისე ყინავდა მთაწმინდაზე. გუნდაობა მაინცდამაინც არ გამოგვივიდა, მშრალი იყო თოვლი. ანგელოზები გავაკეთეთ, სურათები გადავიღეთ, ვიხალისეთ და დავეშვით ქვემოთ გათოშილები. მერე ავტობუსიც დაგვეწია და ახლა სახლში ვარ თბილად.



კარგი დღე იყო.

5 comments:

Toma said...

საჩუქრების შერჩევა როგორ სასიამოვნო და რთულია იმავროულად :) ნუუუუუ, ახლაა როცა თანხებში არ ხარ შეზღუდული კიდე ცოტა ადვილია :)

Anonymous said...

მმმ, ემოციურად ყველაზე თბილი დღეები ყველაზე ცივ პერიოდშია ხოლმე :ყეს:

Kate said...

ვეთანხმები ნთვარეს...
მართლა ძალიან თბილა გულში, როცა ცივა გარეთ...

მელია said...

მაგ ანგელოზის გაკეთება ვერ ვისწავლე მე :ცრყ:

Keti said...

თითქმის ორთვიანი ისტორიით!
მე კიდევ ჭურში ვზივარ :)

ბევრი, ბევრი კეთილი სურვილები!!!:)