28.7.10

შვებულება

ორშაბათიდან შვებულებაში ვარ. კარგი შეგრძნებაა, ყველა სამსახურში რომ მიიჩქარის და შენ გაღვიძებას არც კი ჩქარობ, მაგრამ უკეთესია, როცა სახლს, ქალაქს სცილდები და დასასვენებლად მიდიხარ.
ჰოდა, აგერ, ბარგი ჩალაგებულია. სიას გადავხედე, თითქმის ყველაფერი ჩავდე, დილით გაყინულ წყალს და შოკოლადებს მივამატებ, ავიკიდებ ბარგს და გავეშურები დიდუბისკენ.

სალაშქროდ მივდივარ, უფრო სწორედ, ექსპედიციას მივყვები აბასთუმანში, საიდანაც ქობულეთისკენ დავიძვრებით ფეხით და შევისწავლით ნიადაგს. მე რისი შემსწავლელი ვარ, მაგრამ შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი. ეს თორნიკესთვის პირველი ლაშქრობაა და სახეზე აწერია, რომ ჩემი ხათრით უფრო მოდის, ვიდრე საკუთარი სურვილით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოეწონება და შემდეგი ლაშქრობა სწორედ მისი ინიციატივა იქნება.
ჰოდა ასე. რა მავიწყდება? ჰო, ტელეფონი უნდა დავტენო, წიგნი შევარჩიო და დავიძინო.
თუ ვინმეს ჩემზე გული შეგტკივათ, ფეისბუქზე განვაახლებ სტატუსებ ადგილმდებარეობისა და ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის შესახებ.

5 comments:

Kate said...

ძალიან კარგი. კარგი დროის გატარებას გისურვებთ. კარგად დაისვენე :*

babisa said...

karg lashqrobas da dasvenebas gisurvebt :))

clown said...

ბედნიერი დასვენება ^_^

ჩორვენი¹³ said...

uaaaaaaaaaaaaaax

abastumani genialuri adgilia
safotoe maasasla xom aris da aris
haeria ingreti sheizleba filtvebi mogaskdes suntqvit da vafshe umagresiaa!!
aba tqven icit!!

Taknatuna said...

mgoni seni daiko gavicani wina kviras