22.12.08

c o s y



სახლიდან გასვლა არ მინდა. რა კარგად მეძინა. სიზმარშივე გადავწყვიტე, რომ დღეს ინგლისურს ვაცდენ და გამოფხიზლებულმა განვახორციელე კიდეც. ტელეფონს რომ არ გავეღვიძებინე, ახლაც ლოგინში ვიქნებოდი. ჯერ ისევ პიჟამოთი დავბოდიალობ და სამსახურში წასვლამდე არც ვაპირებ რამის ჩაცმას. ნეტავ სამსახურშიც ასე მარტივად იყოს ყველაფერი, დავრეკავდი და "მაი, დღეს ვერ მოვალ, არ მელოდოთ..." ეჰ..
ადრე ეკონომიკის ლექციაზე ლექტორი გვიყვებოდა რომელიღაც კომპანიაზე, სახელი აღარ მახსოვს. ჯერ მარტო ინტერიერი იყო განსხვავებული, ანუ მხიარულ ფერში, თანამშრომლებთან შეთანხმებით ხდებოდა მათივე კაბინეტების შეღებვა და არ არსებობდა სტანდარტი, რომ აუცილებლად თეთრი და კონსერვატიული ყოფილიყო. თან თანამშრომლებს ჰქონდათ სრული თავისუფლება: სამსახურში მიდიოდნენ როცა მოუნდებოდათ, როცა ახალი იდეა გაუჩნდებოდათ, თუნდაც შუაღამისას. არ ჰქონდათ არც გრაფიკი, არც ტაბელი. და თანამშრომლებიც უფრო ნაყოფიერად მუშაობდნენ. აი, იქ ვიმუშავებდი. ნეტავ რომელი კომპანიაა?
მაგრამ არტლებედევზეც არ ვიტყოდი უარს. რამდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი მათ საიტს, ფოტოები დევს როგორ მუშაობენ, როგორი ოფისი აქვთ, როგორ ერთობიან თანამშრომლები. შემშურდა :(
Празднование 13-летия Студии Лебедева

9 comments:

ჩორვენი said...

amdvilad afris egeti firma, romelic gemsashenia da aqvt dedlainebi da rogorc cesi dedlainze ufro bevrad adre srulyofil gemebs abaraben uganrigod momushave mushebi da gegmas bevrad cildebina imitom rom tvuton sakutar shesazleblobas uket gegmaven :D

oda kaia iq :D

Keti said...

აუ, მეც მინდა ასე.
დღეს არ ვიყავი სამსახურში და ისე გემრიელი იყო სამუშაო დღეს დილის ძილი :)

OTO said...

G O O G L E : )

OTO said...

http://www.youtube.com/watch?v=ogwPKoXpxEk

Pink Panthere said...

artlebedevi raa kia r vici ?
dawere cota dacvrilebit matze

deka136 said...

eh, me rom grafikit shezguduli ar var, ra xeiri ro? :mo:

nati kuda said...

მარა ერთიცაა, რამდენად გაამართლებს საქართველოში?

პანტერა: გაჰყევი ბმულს და გაიგებ რას წარმოადგენს :)

დეკა: შენ ანაზღაურება არ გაქვს ისეთი, რომ მუშაობის სურვილი გაგიჩნდეს. თან მხოლოდ სტატიების თარგმნა მოსაბეზრებელია, შენით რომ წერდე, ბედნიერი ივლიდი ხოლმე :))

deka136 said...

chemit vcer genacvale :D

ucxouri masala mxolod imistvis mchirdeba, rom vicode, raze davcero :D
danarcheni kide fantazia da marjve xelebi :D
tan dgeshi saat-naxevari mushaobis shesabamisi anazgaureba maqvs :D
magram mainc ravi... tan situaciac agar momcons :(

nati kuda said...

დეკა: მაშინ უმადური ყოფილხარ და ეგაა :))