23.12.08

Right Where It Belongs

დილით მესიჯმა გამაღვიძა, პრემიები 5–ში ჩაირიცხებაო. როგორ გამიხარდა :| არადა როგორ მინდოდა ის შარვალი და ჯემპრი. მომიწევს ახლა ლოდინი თვის ბოლომდე, სანამ ხელფასი დაირიცხება, თან თორნიკეც მიდის და 31–ში ჩამოვა სავარაუდოდ. მარტო კიდევ საყიდლებზე წამსვლელი არ ვარ :(
მერე იყო და ჩანთაში გუშინდელი ფანტა ვიპოვე. აშკარად შეუცვალეს გემო, არადა როგორ მიყვარდა. მარა როცა დრო მოვა, მაინც დავლევ და ქილებს შევინახავ, რომ ვაჩხარუნოთ :)) ჰოდა ამოვალაგე ტესტის მასალები და ჩავუჯექი, ტოესწ ჩავწექი და ისე, ძალიან თბილი იყო ლოგინი და დამენანა გასაცივებლად. მეგონა მარტივი იქნებოდა, მაგრამ დოკუმენტაციებამდე რომ მივედი, ავიჭრი, ამერია, დომხალიზაცია მქონდა ტვინში. ჰოდა უცებ ბრახ და საიდან მომაფიქრდა, არ ვიცი, გადავრეკე და გადაიდო ტესტირებაო :ვაჟა: მშვიდად დავალაგე ოთახი, თან კაპიტალურად და გავეშურე აერობიკაზე. წყალი რომ გადავივლე, დამეზარა კარგად გაშრობა, გადავიცვი პირდაპირ ჯემპრი და გავვარდი გარეთ, პრინცი მელოდებოდა ბათინკებზე ამხედრებული : ))
ჰოდა მიწია ცოდვამ, მტეხავს სულ, ზურგი მტკივა და წელი და სიცხე მაქვს 37,1 :( 5 ჭიქა ჩაი დავლიე ლიმონით.ცოტა გამოვიხედე თვალებში, მარა ისევ მტკივა :(


Nine Inch Nails - Right Where It Belongs

მეშვიდე წრეზე წავიდა უკვე : )

3 comments:

Keti said...

აუ, მე რა ზარმაცი ვარ. სულ ვიწყებ ვარჯიშს, მარა სულ შემდეგი ორშაბათიდან :)

ჩორვენი said...

weli tu gtkiva mozraoba ar shezgudo chveulebriv imozrave tvara uaresi dagemarteba magram daitbile grzeli da shalis an shalnarevi jempri chaicvi rom celzde gexebodes :D

chaic kaia :d sicxes malina shuelis 100%

ntvare said...

vui vui, am yinvaSi gauSroblad ram gagiyvana gareT. male gamojanmrtelebas gisurveb