პარასკევი რომ პირველივე წუთებზე უცნაურად იწყება, აი, ის პარასკევია დღეს. გვიან დავიძინეთ, მერე ბენიმ ოთხჯერ გაიღვიძა და ყეფდა, გარეთ კატის კნავილი და სხვა ძაღლების ყეფა შემოესმა, წამოჯდა და ჩვენი დაცვა გადაწყვიტა, ძაღლებს შეუერთდა თუ კატას იცავდა, ვერ გავიგე. 6 საათზე უკვე სრულიად გამოფხიზლებულმა იმდენი იწკმუტუნა, რომ იძულებული გავხდი, გარეთ გამეყვანა. სასიამოვნოდ გრილოდა, მაგრამ ლოგინს რომ არაფერი გირჩევნია და იცი, რომ კიდევ 2,5 საათი შეგიძლია იძინო, ძნელია გარეთ ბოდიალი. შემოვედით, დავწექი, არ დამაძინა. 8-ზე ავდექი, ყავა დავისხი და ცოტა ხანში მომესმა ხვრინვა, ბენის ხვრინვა. ისე გავბრაზდი, ისე, ისე.. მე გამაღვიძა და თვითონ გემრიელად ჩაეძინა. შორიდან დავუყეფე (ვიცი, ბოროტი ვარ :D). თვალები გაახილა, გამომხედა და ისევ დაიძინა.
კიდევ იტყვით, ძაღლის გაზრდას რა უნდაო?!
მერე მანქანა აგუგუნდა გზაში. ფილარმონიასთან გადავაყენე, ჩავკეტე, ავტობუსის გაჩერებაზე გადავედი. ბარათი გატეხილა, ბილეთი ვერ ავიღე. ხურდები მოვკრიფე, კიდევ კარგი მქონდა, თორემ ჩამიყვანდა კონტროლიორი.
მოვედი სამსახურში. ერთადერთი დადებითი აქ ის არის, რომ გრილა. და კონდიციონერი არ იყო ჩართული.
დღეს ნამდვილად არ არის პარასკევი 13, ხო?

გასაბედნიერებლად შვებულების ფორმა შევავსე და გავგზავნე დღეს. კიდევ ცოტაც..
3 comments:
მეც პარასკევი 13-ტთან გამიჩნდა ასოციაცია ეგრევე )) გავგიჟდები დილის 6სზე რო მომიწიოს ძაღლის სასეირნოდ გაყვანა ))
მაგრამ რომ გაიზრდება , ეშველება სიტუაციას? :)
ვაიმე, რა მაგარი ხარ, შორიდან რომ შეგიყეფავს, გადავვარდები ახლა სიცილისგან.
აბა ბავშვი რომ აღნავლდება, ძლივს დაამშვიდებ, მერე შეყეფვა ნახე შენ, შემთხვევით ვიღაცამ რომ გაიფაჩუნოს და გაგიღვიძოს, შეიძლება გააფრინო ლოლ ჰაჰა პირადი პრაქტიკიდან ;-)))
არაფერია ადვილი ამქვეყნად... ეჰ... :დ
ბენი მიყვარს მე ასე "დაუსწრებლად" :დ
Post a Comment