29.9.09

სექტემბერი

ასეთი ცივი არასდროს ყოფილა მგონი. მთელი თბილი ტანსაცმელი ქეთომ გაზიდა ახალქალაქში, იქ თოვლი მოვიდა გუშინ :)) ჰოდა სასწრაფოდ უნდა ვუშველო თავს. დღეს კარადა დავალაგე, გადავხედე, მივქექ-მოვქექე.. თბილი აშკარად არაფერია ორიოდე გრძელმკლავა მაიკის გარდა. ვზივარ ჩაფუთნული კომპიუტერთან და ხელებს ხან ცხელ სინჯანზე ვითბობ, ხან გახურებულ ხაბზე.
უნდა ჩამოვწერე რა მინდა და შაბათს ან კვირას შოპინგოთერაპია ჩავიტარო.
სად შეიძლება თხელი, მაგრამ თბილი ქურთუკის შეძენა? როგორ არ მიყვარს ბოდიალი როცა რამეს ვეძებ და თუ არ ვეძებ, მაშინ იფ.. :))



სუნამო ჩამოვიდა. პირველი 2 დღე საერთოდ ვერ ვიგრძენი სუნი, ახლა ვგრძნობ. არაა მძაფრი, ძალიან ნაზი სუნი აქვს და ორ კილომეტრში არ იგრძნობა. სუნამოების დიდი მოყვარული არ ვარ, მთავარია ხშირი შხაპი და კარგი აეროზოლი, ამიტომ ძალიან მომწონს ქეთოს არჩევანი.

FarmVille ხომ იცით ფეისბუქზე? დავრეგისტრირდი და ჩამითრია, მთელი კვირა იმაზე ნერვიულობით ვიძინებდი, მოსავალი არ გამიფუჭდეს_თქო. ჰოდა მგონი მომბეზრდა და მიხარია.

8 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

gogoo tansacmeli ki ar ezebo im duraks chaexutee!! magaze kargad araferic ar atbobs arc txeli tbili kurtka da arc 23 jempri

nati kuda said...

im duraqs ki vexutebi, magram roca chemtan araa, mashin ra vqna? :-S torem chemtan tua, mashin ar mciva <3

Natalia said...

აცივდა, ჰო :( ჩემი მზიანი სექტემბერი :მო:

Unknown said...

auu, Txeli qurtuki mec rogor minda.. sadme kargebs ro ipovi mitxari.

Unknown said...

auu, Txeli qurtuki mec rogor minda.. sadme kargebs ro ipovi mitxari.

Anonymous said...

yvela sheni tansacmeli gaiyola qetom? :D hehe.. ravi ise ki aris ukve tbili ragaceebic , ar gagichirdeba ramis archeva :))) tamashebs ki saertod agar vtamashob faceze , farmville fermasavitaa albat ho mmm

Meme said...

ნათ ახლა შემთხვევით მოვხვდი შენ ბლოგზე და... ძალიან მომწონს :* მართალია პოსტები არ წამიკითხავს თითქმის, მაგრამ რაღაც დიზაინი, ფერები და შესაბამისად განწყობა აქვს ისეთი, რაღაცნაირი... მშვიდი... და ჩაისფერი :D ძალიან სასიამოვნო :*:*:* respect

nati kuda said...

მარიამ :*:*:*:*