გეგმა სახელად ”დიიდი შოპინგი” ვერ განვახორციელე, რადგან პირველივე პუნქტი ”შაბათს მივდივარ საყიდლებზე” თორნიკეს სამსახურის გამო გადაიდო. შესაბამისად, გადაიდო მეორე პუნქტიც ”შაბათს მივდივარ საყიდლებზე თორნიკესთან ერთად”, ვინაიდან კონკურენტი გამომიჩნდა იარაღისა და სტრაიკბოლის სახით და კვირას თამაში იყო დაგეგმილი.
წავედი დასთან, დეიდაშვილთან და დეიდაშვილის ბავშვთან (რაღა ბავშვი, სტუდენტია) ერთად. 4 სრულიად განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანი, რომელთაც საკუთარი სურვილები და გეგმები ამოძრავებთ, აბა ერთად რას გახდებოდა? ჰოდა ვერც ვერაფერს..
საბოლოო ჯამში, შევიძინე შარფი, სათვალე, ერთი ცალი ჯემპრი და საჩუქრები ნატუკასთვის, ირაკლისთვის და ნინოსთვის.
კმაყოფილი ვარ? ნწ..
შარვალი მინდოდა, მარა სერვის + რომ არ არსებობს საქართველოში.. ძალიან მომეწონა ერთი ჯინსის შარვალი, ფასიც მშვენიერი ჰქონდა, უბრალოდ რაც ეკიდა, ის არ მომერგო და ერთი ზომით დიდი კი გვაქვსო, მარა სანამ მოვძებნიო, მერე ან იყიდი და ან არაო.. აბა იმ წელშეუკვრელ შარვალზე როგორ გამეგო მიხდებოდა თუ არა? 0o ავღშფოთდი.
ეს მინდა.. 150$
კარგი ფასია, მაგრამ + ტრანსპორტირების ჯერ ამერიკამდე და მერე საქართველომდე და რომ არ მომიხდეს?! :(
4 comments:
იქნებ რამე მსგავსი კურტკა მანდ ნახო და მოიზომო? თუ მოგიხდება მერე შეიძენ.
ვნახე ლევისში, მომიხდა კიდეც, უბრალოდ ის ძალიან ლურჯია და მე ცოტა მუქი მინდა ან სულაც შავი.. რავი :(
mTavaria samass ar gadaacharbos tore moxdenit mogixdeba ase mgonia, an rame msgavsi gaisinje aq da stili tu mogixxdeba ,. egec mogixdeba :))
შოპინგები საქართველოს სუსტი წერტილია..
Post a Comment