25.6.14

ცივი ჩაი - გრეიფრუტს + პიტნა

ხომ გახსოვთ მაცივარში ობლად მიტოვებული გრეიფრუტი? ერთი ცალი იყო კიდევ დარჩენილი და გადავწყვიტე, მისთვისაც მეშველა. გავაკეთე ცივი ჩაი და უგემრიელესი გამოვიდა From Millan.Net

მასალა:
1 მოზრდილი გრეიფრუტი
პიტნა გემოვნებით
ნახევარი ჭიქა შაქარი
წყალი
3 ცალი ჩაის პაკეტი

მომზადება:
გრეიფრუტი გავფრცქვენი, დავაცალე შიგნით კანები, ჩავყარე ჯამში, დავაყარე ბევრი პიტნა, ნახევარი ჭიქა შაქარი და დავტოვე ნახევარი საათით. ცოტა წვენი რომ გამოიღო, დავამატე ნახევარი ჭიქა წყალი და შევდგი დაბალ ცეცხლზე შაქრის გადმობამდე. გადმოვირე ცეცხლიდან და დავტოვე გასაცივებლად.
ცალკე ავიღე 3 დიდი ჩაისჭიქა მდუღარე წყალი,  ჩავდე 3 პაკეტი ჩაი (გურიელის შავი ბერგამოტით), დავაყოვნე 5-7 წუთი და ამოვიღე. ესეც დავტოვე გასაცივებლად.
რომ შეგრილდა ორივე, გადავასხი ერთ ჭურჭელში, მოვურიე და ვადადე, სანამ ოთახის ტემპერატურამდე გაცივდებოდა. მერე შევდგი მაცივარში.

საღამოს ჭიქა გავავსე ყინულებით, დავასხი ცივი ჩაი და ოჰ, მერწმუნეთ, ეს იყო რაღაც..

From Millan.Net

3 comments:

Kiwi said...

ოოფ მაინცდამაინც ეხლა მაქვს აუცილებლობა ამოვიღო ცოტახნით შაქარი რაციონიდან )) მინდა მეც ესეთი გემრიელობა :">

kuda said...

თაფლით ჩაანაცვლე ^_^

Sophie שרה Golden said...

ო მაი გუდნეს!

აქ ახლა ცივა ყინულებისთვის, მაგრამ მე ვაკეთებ მსგავს ნელ-თბილ ჩაის ლოლ და გემრიელია ერთობ :დ "დაჟე" ეზრასაც მოსწონს.

ბლაჰ, ეს ნელ-თბილი კი რა შტერული სიტყვაა...