23.6.14

ზის ის სპარტააააა ანუ free hugs საზოგადოებრივ ტრანსპორტში

წარმოიდგინეთ კადრი, გოგო დგას გაჩერებაზე, დიდი ყურსასმენები უკეთია, მუსიკას უსმენს, ცალი ხელით გადაშლილი წიგნი უჭირავს და კითხულობს, მეორე ხელში - პროდუქტებით სავსე პარკი და მხარზე ზურგჩანთა აქვს მოკიდებული. უცებ ზურგიდან ქარმა დაუბერა, თმა აუჩეჩა (From Millan.Net) და გოგომ თვალები ზემოთ ასწია, იფიქრა, ფილმის კადრში მოვხვდიო და გაეღიმა, მაგრამ...
მაგრამ ეს სულაც არ იყო ქარი, არც სიო. ეს ზურგსუკან დაძრული ხალხის ბრბო იყო, რომელიც ჯერ კიდევ მოძრავი ავტობუსისკენ დაიძრა და სანამ კარები გაიღებოდა, მანამდეც კი ასვლას ლამობდნენ From Millan.Net ავიდა გოგო, სხვა რა გზა იყო, ეჩქარებოდა. თვის ბოლოს კი ტაქსით მგზავრობა დიდი ფუფუნებაა. მანქანით სიარულზე უარი თქვა, ბენზინი ძალიან გაძვირდა, რას იზამს.
წიგნის დაკეცვა კი მოასწრო, მაგრამ ხელებში ბარგის გადანაწილება - ვერა. ხელი ვერაფერს მოკიდა და ირწეოდა ავტობუსის მოძრაობის შესაბამისად, ხან მარჯვნივ მიეხუტებოდა ვინმეს, ხან მარცხნივ. საბედნიეროდ (უფრო სამწუხაროდ) ავტობუსი ისეთი სავსე იყო, წაქცევას ვერაფრით მოახერხებდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.




პ.ს. ის გოგო, თქვენ რომ წარმოიდგინეთ დასაწყისში, მე ვარ From Millan.Net

3 comments:

Tinatin Nadiradze said...

როგორი კუდასეული პოსტია! :)

რაც ბავშვობაში დაგაკლეს სპარტანული აღზრდა, ახლა აინაზღაურებ :)))
:* :*

Sophie שרה Golden said...

Xalxis brboo lol :-P

Haha mec kinos gogo warmovidgine da shen yofilxar ♥♥♥♥♥

Keti said...

რა საყვარელი სმაილია ქარწაღებული გოგოს სმაილი :)

პოსტი კიდევ ისეთი, მეგონა მე ვიყავი ის გოგო :)