31.12.12

რუს-კანადელი ჩაინავუმენი თბილისში



გუშინ ჩაინავუმენის კონცერტი იყო, მოგეხსენებათ. ძალიან მიყვარს და ველოდებოდი დიდის ამბით, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. ტრიუმფი რომ ყველაზე ცუდი ადგილია კონცერტის ჩასატარებლად, ამაზე ნუ შემედავებით. აპარატურა არის კარგიო, მაგრამ ერთადერთი სიმღერა, რომელიც ასე თუ ისე კარგად ისმოდა, Friday Night იყო. ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი To Be With Others სრული კრახი იყო. თვითონ კი არის ძალიან საყვარელი, იღიმებოდა, მადლობებს არ იშურებდა და ბოლოს თბილისოც კი გვიმღერა მგონი რუსულად, სიტყვების გარჩევა ძალიან რთული იყო.

მსმენელების ნაწილს მგონი ბიჭი ეგონა, სცენაზე ვინმე რომ გამოდიოდა, კივილს იწყებდნენ :))) და ყველაზე ეპიკ სცენა:
Chinawoman: turn of the lights please.
მსმენელი: ვუუუუუუუუუუუუუუ :D


3 comments:

Lasha Gabunia said...

საინტერესოა... მგონი კარგი ვქენით, რომ კონცერტზე არ წავედით.

გილოცავთ ახალ წელს, კუდიკო, საუკეთესო სურვილებით.:)

kuda said...

მადლობა, მეც გილოცავთ :*

ჰო, რავი, მე არ დავრჩი კმაყოფილი :(

Sophie שרה Golden said...

ბიჭი ეგონათო :ლოლ:
სათაურმა ბოუის სიმღერა გამახსენა, ჩაინაგერლზე :დ