17.12.12

ბრინჯი


ციკლიდან: გათხოვების მინუსები



მამაჩემს ტრადიცია აქვს, ყოველ ბარბარობას დილით ადრე დგება, თეფშზე ალაგებს ხილს, შოკოლადებს, ფულს, ბრინჯს მოაყრის და გარეთ გადის, 2 წუთში უკან ბრუნდება, ოთახებს დაივლის, ბრინჯს მოაპნევს, ყველას გვილოცავს და თეფს ვინახავთ ახალ წლამდე. მართალია, თეფშიდან ჯერ ფული, შემდეგ შოკოლადები ქრება, მაგრამ ბრინჯს არავინ ეკარება ხოლმე. 

დღეს, დილით თვალი სხვა სახლში რომ გავახილე და მივხვდი, რომ მამა არ შემოივლიდა, ისე ჩამწყდა რაღაც შიგნით..

4 comments:

babisa said...

ჰო,მსგავსი დეტალები ბევრია ხოლმე სხვა სახლსი თვალის გახელასთან დაკავშირებული :))
ბრინჯზე არ გამიგია, რასთან არის კავშირში?ტკბილეული და მეკვლეობა ვიცი, მაგრამ ბრინჯი მხოლოდ ქორწილზე მინახავს - ასე გამრავლდითო

kuda said...

ბარაქისთვის, ალბათ ესეც გამრავლების ამბავში, არ ვიცი ზუსტად. ავიარე სახლში და დამხვდა ბრინჯიან-ხილიან-ფულიან-ტკბილეულიანი თეფში და ერთი შოკოლადი მოვიპარე - ჩემი წილი ბარაქა :)

Tina Nadiradze said...

ერთხელ, ბავშვობაში, ბოშები მოგვადგნენ კარზე, "ალილოზე" იყვნენ :))) ერთმა შემოგვიყარა ბრინჯი სახლში და დაგვლოცა თავისებურად. დანარჩენს - ტკბილეულს და ფულს - იქეთ ითხოვდნენ :)))

kate said...

ვიჯექი და ვფიქრობდი, " გათხოვების მინუსები" რა შუაშია-მეთქი.




სურვილების ახდენას გისურვებ. :***