21.7.12

შვებულება 2012

ბარგი ჩალაგებულია, საჭმელ-სასმელი ნაყიდია, მანქანა წესრიგშია.
ხვალ მივდივართ, საქართველო უნდა დავლაშქროდ.
ზუსტად რას ვნახავთ, არ ვიცით, მაგრამ გეგმა ასეთია:
თბილისიდან გავდივართ წალკის მიმართულებით ჯავახეთიდან ნინოწმინდა-ახალქალაქით გადავდივართ ვარძიაში, ვათვალიერებთ გარშემო არსებულ ტბებს, ისტორიულ ძეგლებს, მერე მესხეთი - ახალციხიდან გადავდივართ ადიგენის რაიონში, გზად საფარა, ზარზმა და ა.შ. ადიგენიდან გადავდივართ აჭარაში და ვისვენებთ 1-2 დღე. მერე გურიის გავლით გადავდივართ სამეგრელოში, მარტვილი-დადიანების სასახლე-კანიონი... მერე იმერეთი, წყალტუბოს მღვიმეები და ტყიბულიდან ავდივართ შაორზე რაჭაში. იქიდან ვეშვებით ისევ იმერეთისკენ, გზად გადავუხვევთ ჭიათურა-საჩხერისკენ და კაცხის სვეტის ნახვის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.
ჰუჰ, დიდი მარშრუტია. რა გამოვა, არ ვიცით.
გვაქვს 9 დღე და ოპელ კორსა 1.2 ძრავით :D

ძილის დროა ახლა.





2 comments:

babisa said...

მართლა დიდი მარშუტია
სასიამოვნო დღეები წინ!

Kate said...

"დავლაშქროთ" :D


ისე კი ეგ დასვენებაა თუ უფრო დაღლა??? :დდდ
გეგმა კია მაგარი.