
ძირითადად, სამუშაო საათებში ვმუშაობ, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობი და ღამით მძინავს. მეტი განსაკუთრებული და მე რომ მინდა ისეთი არაფერი ხდება. ვუსმენ 90-იანების ქართულ როკს, ტომ ვეითს, ჩაინავუმენს და მუდმივად მეძინება. ბენზინი გაძვირდა და გორაობას დავეჩვიე. ეს ისე. ამისთვისვიდექიწვიმაშიდაქარში - ჩანართი.
**ამოჩემებული სიმღერები გაზაფხულისთვის:
Phantogram - When I'm Small
ALPINE - Hands
Mickey Avalon - My Dick
არ დაგეზაროთ მოსმენა, ოღონდ.
***ფირის ფოტოაპარატი ვიყიდე და ძალიან მომწონს. პირველი ფირი კარგი გამოვიდა, რაც მთავარია, თორნიკემ შემაქო, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ფეისბუქზე ან ფლიკრის ფოტოსტრიმზე.
1 comment:
მე ჩავრთე და ვუსმენ ჯერ პირველს. ასე რომ, მართლა ვუსმენ. Phantogram-ზე კომენტარი წერია "Her boobs are everywhere!" :D ხოდა რავი, დიდად არა.
ჩაინავუმენი მეც მომწონს, რაღაც დოზით. partygirl-ი ყველაზე მეტად.
ALPINE-ის კლიპი "The Virgin Suicides"-ს წააგავს. სიმღერა - ერთფეროვანი :დ
Mickey Avalon :დდდდდდ ატოლებდნენ თუ რა იყო???
თორნიკე იყო წიგნის ფესტივალზე. ხოდა მისვლა მომერიდა. ხოდა ჩავუარე. თან მგონი არ მიცნობს.
Post a Comment