17.8.11

Diet or not? (გეგმის შემუშავება)

დღეს ვზივარ და თავში იდეებს ვაგენერირებ. საქმე ისაა, რომ ბრძოლას ვუცხადებ ზედმეტ კილოგრამებს (ოხ, ეს ქალები!). დიეტები მეზარება, რაც მანქანა ვიყიდე, ფეხით აღარ დავდივარ, სამსახურში სულ ვზივარ, მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.
ჰოდა, ვაწყობ გეგმას, დიიდი ავანტიურა უნდა წამოვიწყო.
ახალ წლამდე -10 კგ!
გეგმა:
  • კალორიების თვლა უნდა დავიწყო, ყველა აქებს, მართალია შედეგი ცოტა ნელა მოაქვს, მაგრამ არსად მეჩქარება, თან შენარჩუნებაც მარტივი იქნება;
  • ფეხით უნდა ვიარო. ფლეერს ვტენი, ხვალ მოთელვა უნდა ჩავატარო;
  • მეტი აქტივობა სახლში! ფორუმზე ვკითხულობდი, თურმე შეიძლება ჭურჭლის რეცხვისას, დაგვისას, მტვრის წმენდვისას კალორიები დაწვა :))
  • ვარჯიში! სექტემბრიდან აერობიკაზე ვივლი;
  • სირბილი - თუ გამოვიდა, დიდი ხანია ვაპირებთ, მაგრამ თავი ვერ მოვაბით, საღამოს თორნიკეს არ უნდა, დილით ადგომა გვეზარება. ჰოდა ახლა თვითონ შემომთავაზა და ვნახოთ;
  • ღამე აღარ უნდა ვჭამო. ეს ცოტა მიჭირს. სახლში თუ ვარ, ვერ ვისვენებ, ვცქმუტავ და ვისუსნები. გარეთ თუ ვარ, ე.ი. სადმე ვქეიფობ/ვსვავ (ნუ მე ნაკლებად).
სისუსტე:
  • ნაყინი;
  • შოკოლადი;
  • საზათრო.
მთავარი მტერი: დედა! ისეთი ხელი აქვს და ისეთი თვალებით გამოგხედავს, სინდისიც არ შეგაწუხებს, ისე დაარღვევ ყველანაირ დიეტას.

ორშაბათს დიდი დღეა, დიდი.


პ.ს. მხარდაჭერა და რჩევები მჭირდება.

5 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

http://dietmate.wordpress.com/ chven shentan vart ^^ Kudaa!!!

Keti said...

ჩემგან დიდი მხარდაჭერა :)
სწრაფი შედეგისთვის სირბილის დაწყებას გირჩევ. ისე საღამოობით უკეთესია, მე საღამოობით დავრბოდი (ახლა ვვარჯიშობ)
ღამით არ ჭამო,
სირბილის და ვარჯიშის მერე არ ჭამო – მოიმატებ უფრო
ჰო, დიეტას უარი :) უბრალოდ, ცომეული და ცხიმიანი საჭმელი შეზღუდე.
წარმატებები, აბა! :)

Keti said...

პ.ს. სირბილის და ვარჯიშის მერე არ ჭამო - ანუ 1,5-2 საათი :)

kuda said...

chorven <3 :))

sagamos arao... xval mivdivart 7ze dilit :))

Kate said...

წარმატებები ჩემგანაც.
აგერ კიკიტომ ნახე როგორ კარგად დააგდო კგ-ები.